This resolution is not supported!

პარტნიორობა

უნიქარდის სარეკლამო სერვისები

 

უნიქარდი - შპს “უნივერსალ ქარდ კორპორეიშენი” 2010 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს უნივერსალური ლოიალობის პროგრამას როგორც კორპორაციული კლიენტებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის. უნიქარდი მათ საშუალებას აძლევს შემატონ ღირებულება შენაძენს, ხოლო თავის მხრივ, უპირატესობას ანიჭებს ბიზნესებს კონკურენტუნარიან გარემოში.

2022 წლისთვის უნიქარდი ქვეყნის მასშტაბით 6 000 - მდე სავაჭრო წერტილს მართავს, ფლობს 2 000 000 ემიტირებული ბარათის მონაცემთა უნიკალურ ბაზას და აქვს აქტიური მარკეტინგული მომსახურების ხელშეკრულება 350 იურიდიულ პირთან - საცალო მოვაჭრეებთან, ბანკებთან, სადაზღვევო კომპანიებთან, მიკრო საფინანსო ორგანიზაციებთან, კვების ინდუსტრიებთან, კინოთეატრებთან და ა.შ. 12 წლიანი უწყვეტი საქმიანობა ერთმანეთისგან განსხვავებულ სფეროებში კი განსაკუთრებულ გამოცდილებას და უპირატესობას სძენს კომპანიას.

უნიქარდს საშუალება აქვს, მომხმარებლების მხრიდან ნებართვის საფუძველზე, კორპორაციულ კლიენტებს გაუზიაროს ინფორმაცია მათი ინტერესებისა და ქცევის შესახებ,   რაც კომპანიებს ეხმარება უფრო სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში.

უნიქარდის მონაცემთა ბაზა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტანდარტული დემოგრაფიული მონაცემების გარდა, მოიცავს უნიკალური  ინფორმაციას მომხმარებლის ქცევისა და ინტერესების შესახებ.

უნიქარდის სარეკლამო სერვისების ეფექტურობას კი   სწორად  დეტალური სეგმენტაციისა და მიზნობრივ აუდიტორიაზე მორგების შესაძლებლობა განსაზღვრავს.

უნიქარდი სარეკლამო სერვისებს გარდა პარტნიორებისა, სხვა იურიდიულ პირებსაც სთავაზობს.

სარეკლამო სერვისების ჩამონათვალი:

  • SMS
  • Newsletter
  • სატელეფონო კვლევა
  • ტელემარკეტინგი

 

სარეკლამო სერვისების მიღება შესაძლებელია როგორც ცალკეულად, ასევე დაპაკეტებული სახით.

 

გაიზიარეთ ჩვენი გამოცდილება და მართეთ თქვენი კომუნიკაცია მომხმარებელთან!

უნიქარდის სარეკლამო სერვისებით სარგებლობისთვის მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე sales@unicard.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე  (+995 32) 2 555 222