This resolution is not supported!

პარტნიორობა

 

 

ლოიალობის პლატფორმა

უნიქარდი კომპანიებს ახალ ტექნოლოგიას - მომხმარებელთა ლოიალობის პლატფორმას სთავაზობს.

პლატფორმის შექმნის იდეა მსოფლიოს მოწინავე ტრენდებმა და უნიქარდის პარტნიორების მოთხოვნების ანალიზმა განაპირობა, რაც გულისხმობს გაყიდვების ზრდას არსებული მომხმარებლის ლოიალობის ზრდით.

შედეგად, შეიქმნა მარტივი და ხელმისაწვდომი პლატფორმა, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, უნიქარდის ტექნოლოგიების ბაზაზე შექმნან და მართონ საკუთარი ლოიალობა და შესაბამისად გაზარდონ გაყიდვები.

 

 

 

პლატფორმის დანერგვით მიღებული სარგებელი

ლოიალობის ტექნოლოგიების დანერგვა მომენტალურად არის შესაძლებელი და ის ნებისმიერი ზომის კომპანიას, ნებისმიერი რაოდენობის ფილიალით და ნებისმიერ სექტორში აძლევს შესაძლებლობას, ყოველგვარი ინვესტიციის გარეშე შექმნას და მართოს საკუთარი ლოიალობა, რაც ნიშნავს, რომ ისინი შეძლებენ:

-         აღრიცხონ მომხმარებლები;

-         შეისწავლონ მათი ქცევა, ვიზიტები და დანახარჯები;

-         განსაზღვრონ სწორი სეგმენტაცია;

-         თითოეული სეგმენტისთვის შექმნან მათზე მორგებული კამპანიები;

-         განახორციელონ მომხმარებელთან კომუნიკაცია საკუთარი სახელით;

პლატფორმა მარტივია და  მასში 30-მდე შაბლონური  აქციაა გაწერილი.

მას შემდეგ, რაც კომპანია მისთვის სასურველ აქციას შეარჩევს, მისი გაწერა სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი.

პლატფორმას აქვს შესაძლებლობა, კომპანიებმა მომხმარებლებს აცნობონ სიახლეების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ, ან მიულოცონ დღესასწაულები.

პლატფორმის დანერგვის შემდეგ, კომპანიის ლოიალური მომხმარებლები დაჯილდოვდებიან ქულებით, საჩუქრებით და ფულადი ვაუჩერებით. დასაჩუქრებული და კმაყოფილი მომხმარებელი კი კომპანიას კვლავ სტუმრობს, რაც გაყიდვებს ზრდის.

 

კომპანიებს, რომელთაც უკვე აქვთ საკუთარი ბარათი, უნიქარდი სთავაზობს როგორც ლოიალობის პლატფორმის პარალელურად დანერგვას, ისე კონსულტაციებს მათივე ბარათის ეფექტიანობის ზრდის მიმართულებით.

 

იხილეთ სტატია ლოიალობის პლატფორმის შესახებ.