ხშირად დასმული კითხვები
- რას მივიღებ უნიქულების სანაცვლოდ?
- სად შევძლებ უნიქარდის კატალოგიდან გამოწერილი საჩუქრის მიღებას?
- რა ვადაში დამერიცხება უნიქულები ონლაინ შოპინგის დროს?
- რატომ უნიქარდის ბარათი?
- მომსახურების ცენტრიდან შეკვეთილი ნივთის გასატანად თუ ვერ ვახერხებ მოსვლას, ვის შეუძლია გაიტანოს ნივთი, ან რა მოხდება თუ შეკვეთილი ნივთი არ გავიტანე?
- რამდენი უნიქულა დამერიცხება ონლაინ შოპინგის დროს?
- როგორ წავშალო ბრაუზერის ისტორია და ე.წ. Cookies?
- როგორ დავაგროვო უნიქულები ონლაინ შოპინგის დროს?
- სად შევძლებ უნიქარდის ბარათის მიღებას?
- სად და როგორ დავაგროვო უნიქულები?
- როგორ გავთიშო SMS-ების მიღება?
- როგორ განვაახლო ჩემი პირადი მონაცემები?
- გასდის თუ არა უნიქულებს ვადა?
- ბარათის დაკარგვის შემთხვევაში ხდება თუ არა ძველი ბარათით დაგროვებული უნიქულების გაუქმება?
- როგორ აღვადგინო დაკარგული ბარათი?
- როგორ მოვიქცე უნიქარდის პლასტიკური ბარათის დაკარგვისას?
- როგორ მივაბა ვირტუალური ბარათი ფიზიკურ ბარათს და/ან ანგარიშს?
- როგორ შევქმნა ვირტუალური ბარათი?
- როგორ შევუკვეთო საჩუქარი?
- როგორ მივიღო დაგროვებული უნიქულების შესახებ ინფორმაცია?
რას მივიღებ უნიქულების სანაცვლოდ?
დაგროვებული უნიქულების გადაცვლა შეგიძლიათ მრავალფეროვან საჩუქრებში, მობილურის სასაუბრო დროში, კომუნალურ გადასახადებში, პარტნიორ კომპანიებთან სავაჭრო ობიქტებში არსებულ სასურველ ნივთებში. საჩუქრის ასარჩევად ეწვიეთ უნიქარდის ვებგვერდს www.unicard.ge, გაიარეთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია და გადაცვალეთ დაგროვებული ქულები ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ საჩუქარში ან ესტუმრეთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებს „სპარი“, „იოლი“, „ალტა“ და ადგილზევე გადაცვალეთ ქულები სასურველ პროდუქტში.
სად შევძლებ უნიქარდის კატალოგიდან გამოწერილი საჩუქრის მიღებას?
საჩუქრის მიღება შესაძლებელია:
უნიქარდის მომსახურების ცენტრებში
იმ პარტნიორ კომპანიაში, რომლის მომსახურება თუ პროდუქტი შეარჩიეთ და გადაცვალეთ ქულებზე უნიქარდის კატალოგიდან.
რა ვადაში დამერიცხება უნიქულები ონლაინ შოპინგის დროს?
დაგროვებული უნიქულები მომხმარებლის პირად ანგარიშზე, მითითებულ მისამართზე (Shipping Address) შენაძენის მიღებიდან 30 კალენდარულ დღეში დაირიცხება.
რატომ უნიქარდის ბარათი?
უნიქარდი ერთადერთი უნივერსალური დაგროვების ბარათია, რომელიც შეზღუდვის გარეშე ტარდება 6000-მდე სავაჭრო/მომსახურების ობიექტში და საშუალებას გაძლევთ თქვენი ჩვეულებრივი, ყოველდღიური დანახარჯების ფარგლებშიც კი მიიღოთ დამატებითი სარგებელი დაგროვებული უნიქულების სახით. დაგროვებული უნიქულები შეგიძლიათ გახარჯოთ ყოველდღიური მოხმარების საგნების, სასაუბრო დროის, საწვავის ტალონების, კომუნალური გადახდების სანაცვლოდ, სუპერმარკეტებში პროდუქციის შესაძენად და ა.შ.
მომსახურების ცენტრიდან შეკვეთილი ნივთის გასატანად თუ ვერ ვახერხებ მოსვლას, ვის შეუძლია გაიტანოს ნივთი, ან რა მოხდება თუ შეკვეთილი ნივთი არ გავიტანე?
იმ შემთხვევაში თუ ძირითადი ბარათის მფლობელი ვერ ახერხებს შეკვეთილი ნივთის გასატანად მოსვლას, მან სატელეფონო ცენტრში დარეკვით, ნომერზე (032) 2 555 222 უნდა დააფიქსიროს უფლებამოსილი პირი.
რამდენი უნიქულა დამერიცხება ონლაინ შოპინგის დროს?
დასარიცხი უნიქულების მოცულობა დამოკიდებულია თავად ონლაინ მაღაზიებზე. დასარიცხი უნიქულის რაოდენობა შეგიძლიათ იხილოთ http://www.unicard.ge/ge/onlineshopping
როგორ წავშალო ბრაუზერის ისტორია და ე.წ. Cookies?
თუ უკვე არჩეული გაქვთ ონლაინ მაღაზია და კალათაში დამატებული პროდუქტი, რომლის შეძენას აპირებთ, ქულების დასაგროვებლად პირველ რიგში, გაასუფთავეთ სამომხმარებლო კალათი არჩეული ნივთებისგან, ბრაუზერის ისტორია და ე.წ. Cookies. ბრაუზერის ისტორიის და ე.წ. Cookies წასაშლელად მიყევით ინსტრუქციას Chrome-ის ბრაუზერისთვის:
- ისტორიის ფანჯრის გამოსაჩენად კლავიატურაზე ერთდროულად დააჭირეთ Ctrl და H ღილაკებს;
- ისტორიის ფანჯარაში დააჭირეთ ღილაკს Clear browsing data, რის შემდგომ გამოჩნდება ისტორიის წასაშლელი პარამეტრები;
- ისტორიის წასაშლელ პარამეტრებში, ველში Obliterate the following items from მიუთითეთ the beginning of time, მონიშნეთ ველები: Cookies and other site and plugin data და Cached images and files, დააჭირეთ ღილაკს Clear browsing data.
ინსტრუქცია „როგორ წავშალო ბრაუზერის ისტორია და ე.წ. Cookies“ სხვადასხვა ტიპის ბრაუზერისთვის:
როგორ დავაგროვო უნიქულები ონლაინ შოპინგის დროს?
ონლაინ შოპინგის დროს ქულების დაგროვება მაღაზიის შერჩევით იწყება. ონლაინ მაღაზიების სრული ჩამონათვალი მოცემულია ვებგვერდზე, „ონლაინ შოპინგის“ განყოფილებაში http://www.unicard.ge/ge/onlineshopping. აირჩიეთ ონლაინ მაღაზია და მიუთითეთ უნიქარდის ბარათის ნომერი, გაეცანით გამოყენების პირობებს და დაეთანხმეთ. შოპინგის დასაწყებად დააჭირეთ ღილაკს „გადასვლა“. თუ უკვე არჩეული გაქვთ ონლაინ მაღაზია და პროდუქტი, რომლის შეძენას აპირებთ, ქულების დასაგროვებლად პირველ რიგში, გაასუფთავეთ სამომხმარებლო კალათი არჩეული ნივთებისგან და ბრაუზერის ისტორია და ე.წ. Cookies. მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვთ უნიქარდი, შეუძლიათ მონიშნონ ველი „არ მაქვს ბარათი“ და მომენტალურად შექმნან ვირტუალური ბარათი.
სად შევძლებ უნიქარდის ბარათის მიღებას?
პლასტიკური ბარათი
უნიქარდის პლასტიკური ბარათი უფასოა, მისი მიღება შესაძლებელია უნიქარდის მომსახურების ცენტრებში და უნიქარდის პარტნიორი კომპანიების სავაჭრო ობიექტებში: სპარი, იოლი, ალტა, ავერსი. მოლარე ოპერატორები მარტივად, სიტყვიერი მოთხოვნის საფუძველზე გადმოგცემენ პლასტიკურ ბარათს. მყისიერად გაატარეთ ბარათი და შეუფერხებლად დაიწყეთ ქულების დაგროვება.
ვირტუალური ბარათი
უნიქარდის ვირტუალური ბარათი ასევე უფასოა, და მისი ნომრის მიღება შესაძლებელია მობილური აპლიკაციის და უნიქარდის ვებგვერდის მეშვეობით მონაცემთა რეგისტრაციისას. ვირტუალური ბარათით ქულების დაგროვება შესაძლებელია მომენტალურად, დამატებითი მოქმედების გარეშე.
სად და როგორ დავაგროვო უნიქულები?
უნიქულების დაგროვება მარტივია - წარმოადგინეთ უნიქარდის ბარათი ჩვენი პარტნიორების 6000-მდე სავაჭრო ობიექტში, იქ, სადაც უნიქარდის სიმბოლოა წარმოდგენილი. გაატარეთ უნიქარდი ნებისმიერი მეთოდით (ნაღდი თუ უნაღდო) ანგარიშსწორებისას.
როგორ გავთიშო SMS-ების მიღება?
SMS-ების მიღების გათიშვა შესაძლებელია:
SMS-ის საშუალებით:
ბილაინის და ჯეოსელის აბონენტებმა SMS ველში ჩაწერეთ sms off და გამოგზავნეთ ნომერზე 5552, ხოლო მაგთის აბონენტებმა - ნომერზე 95552
საინფორმაციო ცენტრის საშუალებით:
დაგვიკავშირდით (032) 2 555 222 (სამუშაო საათები 09:00 - 21:00)
როგორ განვაახლო ჩემი პირადი მონაცემები?
ეწვიეთ უნიქარდის ვებგვერდს, www.unicard.ge, გაიარეთ ავტორიზაცია, გადადით გვერდზე „პერსონალური მონაცემები“ და შეავსეთ/შეცვალეთ შესაბამისი ველები.
თქვენ ანგარიშზე პირადი ნომრის და ელ. ფოსტის შესაცვლელად, გთხოვთ, დარეკოთ საინფორმაციო ცენტრში (+995 32) 2 555 222, ან მობრძანდეთ მომსახურების ცენტრში.
გასდის თუ არა უნიქულებს ვადა?
დიახ, უნიქარდის ქულებს გასდის ვადა თუ თქვენს ანგარიშზე 12 თვის განმავლობაში არ მომხდარა დახარჯვის, დაგროვების ან ბალანსის შემოწმების ოპერაცია.
ბარათის დაკარგვის შემთხვევაში ხდება თუ არა ძველი ბარათით დაგროვებული უნიქულების გაუქმება?
ბარათის დაკარგვა არ იწვევს დაგროვებული უნიქულების ავტომატურად გაუქმებას. ბარათის აღდგენის შემთხვევაში, თქვენს ძირითად ანგარიშზე დაგროვებული უნიქულები შეგიძლიათ დაუკავშიროთ ახალ ბარათს, ამისათვის დაუკავშირდით უნიქარდის საინფორმაციო ცენტრს ნომერზე (+995 32) 2 555 222 (სამუშაო საათები 09:00 – 21:00);
როგორ აღვადგინო დაკარგული ბარათი?
დაკარგული ან დაზიანებული ბარათების აღდგენა შესაძლებელია ჩვენს მომსახურების ცენტრებში. ასევე სპარის და იოლის ობიექტებში.
აიღეთ ახალი ბარათი მოლარე ოპერატორთან:
- შეიძინეთ პროდუქტი და გაატარეთ ბარათი
- შეინახეთ ოპერაციის ქვითარი
მოგვიანებით გაიარეთ პირად მონაცემთა და ბარათის რეგისტრაცია ვებგვერდზე www.unicard.ge ან დაუკავშირდით უნიქარდის საინფორმაციო ცენტრს ნომერზე (+995 32) 2 555 222 (სამუშაო საათები 09:00 – 21:00);
როგორ მოვიქცე უნიქარდის პლასტიკური ბარათის დაკარგვისას?
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საინფორმაციო ცენტრს ნომერზე (+995 32) 2 555 222 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: [email protected].
ბარათის დაბლოკვა ასევე შესაძლებელია ვებგვერდის საშუალებით: გაიარეთ ავტორიზაცია და ე.წ ფუტერზე განთავსებული ველის "ბარათის დაბლოკვა" მეშვეობით გადადით ანგარიზე მიბმული ბარათების გვერდზე, საიდანაც შეძლებთ სასურველი ბარათის დაბლოკვას.
როგორ მივაბა ვირტუალური ბარათი ფიზიკურ ბარათს და/ან ანგარიშს?
ვირტუალური ბარათის ფიზიკურ ბარათთან ან ანგარიშთან დასაკავშირებლად, გთხოვთ, მიმართოთ სატელეფონო საინფორმაციო ცენტრს ნომერზე (+995 32) 2 555 222 (სამუშაო საათები 09:00 – 21:00);
როგორ შევქმნა ვირტუალური ბარათი?
ვირტუალური ბარათის შექმნა შესაძლებელია როგორც უნიქარდის ვებგვერდის, ასევე მობილური აპლიკაციის საშუალებით.
ვებგვერდიდან ვირტუალური ბარათის შესაქმნელად ეწვიეთ უნიქარდის ვებგვერდს www.unicard.ge, გადადით რეგისტრაციის გვერდზე, მონიშნეთ „არ მაქვს ბარათი“ და მიყევით ინსტრუქციას.
თუ გაქვთ მობილური აპლიკაცია, გადადით რეგისტრაციის გვერდზე, კითხვაზე „გაქვთ თუ არა UNICARD-ის ბარათი?“, მონიშნეთ „არა“ და მიყევით ინსტრუქციას.
როგორ შევუკვეთო საჩუქარი?
საჩუქრის შეკვეთისათვის აუცილებელია იყოთ ძირითადი ბარათის მფლობელი და თქვენი პირადი მონაცემები რეგისტრირებული იყოს უნიქარდის მონაცემთა მართვის სისტემაში!
საჩუქრის შეკვეთა შესაძლებელია:
- ვებგვერდიდან - www.unicard.ge მყისიერად
- საინფორმაციო ცენტრიდან - (+995 32) 2 555 222
- უნიქარდის მომსახურების ცენტრებიდან
- მობილური აპლიკაციის საშუალებით მყისიერად
როგორ მივიღო დაგროვებული უნიქულების შესახებ ინფორმაცია?
დაგროვებული უნიქულების შესახებ ინფომაცია შეგიძლიათ მიიღოთ:
- უნიქარდის მომსახურების ცენტრებში
- უნიქარდის სატელეფონო ცენტრში (+995 32) 2 555 222
- მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით - SMS ტექსტით Bonus, ბილაინის და ჯეოსელის აბონენტებისათვის ნომერზე: 5552; ხოლო მაგთის აბონენტებისათვის ნომერზე: 95552
- ჯეოსელის და ლაილაის აბონენტებს შეგიძლიათ ასევე აკრიფოთ *552# და OK
- მობილური აპლიკაციის ამონაწერის მეშვეობით
- უნიქარდის ვებგვერდზე www.unicard.ge დეტალური ამონაწერის საშუალებით
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ