უნიქარდის შესახებ
2024
ცვლილება-დამატებები შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენის“ მომსახურებით სარგებლობის პირობებში
ცვლილებები უნივერსალური დაგროვების ბარათით, „უნიქარდით“ მომსახურებით სარგებლობის პირობებში ძალაშია 29.04.2024-დან. ცვლილება-დამატებების ინტერნეტ გვერდზე განთავსების თარიღი 19.04.2024 წ.
უნიქარდით სარგებლობის განახლებული პირობები/ხელშეკრულება
უნივერსალური დაგროვების ბარათით, „უნიქარდით“ სარგებლობის განახლებული პირობები/ ბარათის მფლობელთან ხელშეკრულება, ძალაშია 08.04.2024წ-დან. განახლებული ხელშეკრულების ინტერნეტ გვერდზე განთავსების თარიღი 28.03.2024 წ.
უნივერსალური დაგროვების ბარათით, „უნიქარდით“ სარგებლობის პირობები, ხელშეკრულება ბარათის მფლობელთან
პირობების ნახვა (ძალაშია 08.04.2024წ-მდე)
წინამდებარე პირობები წარმოადგენს ხელშეკრულებას თქვენსა და შპს “უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ”-ს შორის, რომელიც დადებულად ითვლება თქვენს მიერ:
- ბარათის განაცხადზე ხელმოწერით
- წინამდებარე პირობებზე ელექტრონულად თანხმობის გამოხატვით
- ნებისმიერი ტიპის საბარათე ოპერაციის ჩატარებით
- კომპანიის საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრში, ან მომსახურების ცენტრში მონაცემთა რეგისტრაციის გავლით
- ნებისმიერი ელექტრონული არხის მეშვეობით მონაცემების დარეგისტრირებით
წინამდებარე ხელშეკრულების დადებით ადასტურებთ თქვენს ნებას უნიქარდის ბარათის გამოყენების შემთხვევაში ისარგებლოთ ფასდაკლებებით, დაგიგროვდეთ უნიქარდის ქულები, რაც მოგცემთ საშუალებას დაგროვებული ქულების სანაცვლოდ აირჩიოთ და მიიღოთ ნივთი ან/და მომსახურება.
ხელშეკრულების დადებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე პირობებს და ეთანხმებით მათ.
1.1 ხელშეკრულება - წინამდებარე პირობები;
1.2 ვებგვერდი -უნიქარდის ელექტრონული არხი, ინტერნეტ საიტი www.unicard.ge;
1.3 მობილური აპლიკაცია - უნიქარდის ელექტრონული არხი მობილური ტელეფონებისათვის (სმარტფონებისათვის);
1.4 კომპანია - ბარათის მესაკუთრე შპს ,,უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"/უნიქარდი ადგილსამყოფელით თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი # 71, მე-3 სართული, გსნ 202461406; ვებგვერდი - www.unicard.ge; საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ტელეფონის ნომერი - (+995 32) 2 555 222;
1.5. პარტნიორი კომპანია -შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ“-ის ხელშემკვრელი მხარე, ინდივიდუალური მეწარმე ან/და იურიდიული პირი, რომელიც ქულების დაგროვების/დახარჯვის ან/და ფასდაკლების განხორციელების მიზნით ბარათის მფლობელის ნების შესაბამისად ახორციელებს საბარათე ოპერაციას.“
1.6 ბარათის მფლობელი/მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილია წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე გამოიყენოს უნიქარდის ბარათი;
1.7 რეგისტრაცია - ბარათის მფლობელის მიერ ფასდაკლების, ასევე უნიქარდის სერვისებით სრულყოფილად სარგებლობის მიზნით, კომპანიისათვის მონაცემების/ინფორმაციის მიწოდება კომპანიის ნებისმიერი არხის საშუალებით.
1.8 ქულა- არაფულადი საავანსო ერთეული, რომელიც ბარათის მფლობელს უგროვდება კომპანიაში გახსნილ ქულების ანგარიშზე - პარტნიორ კომპანიაში ბარათის გამოყენებით განხორციელებული ნებისმიერი შესყიდვის ან სხვა ქმედებისას, რომელიც წინასწარ განსაზღვრულია კომპანიის მიერ;
1.9 ბარათი - კომპანიის მიერ ემიტირებული პლასტიკური ან ვირტუალური საშუალება ქულების გამოყენებისა და აღრიცხვისათვის;
1.10 ძირითადი ბარათი - კომპანიის მიერ ემიტირებული პლასტიკური ან ვირტუალური ბარათი, რომელიც წარმოადგენს ქულების დაგროვებისა და დაგროვებული ქულების გამოყენების საშუალებას მხოლოდ ძირითადი ბარათის მფლობელია უფლებამოსილი ძირითადი ბარათის ანგარიშზე დაგროვებული ქულები გადაცვალოს სასურველ ნივთსა ან/და მომსახურებაში კომპანიის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გავლის შემდეგ;
1.11 დამატებითი ბარათი - პლასტიკური ან ვირტუალური ბარათი, რომელიც მოქმედებს ძირითად ბარათთან ერთად, მაგრამ წარმოადგენს მხოლოდ ქულების დაგროვებისა და აღრიცხვის ინსტრუმენტს;
1.12 ვირტუალური ბარათი - კომპანიის მიერ ელექტრონული არხებით ემიტირებული ელექტრონული ძირითადი ან დამატებითი ბარათი;
1.13 ამონაწერი - ინფორმაცია ბარათის მფლობელ(ებ)ის ქულების ანგარიშზე დროის გარკვეულ მონაკვეთში განხორციელებული საბარათე ოპერაციებისა და ნაშთების შესახებ;
1.14 საბარათე ოპერაცია - ქულების აღრიცხვის, დაგროვებისა და დახარჯვის პროცესი;
1.15 ბარათის დაბლოკვა - ბარათის მოქმედების შეჩერება;
1.16 ანგარიში/ძირითადი ბარათის ანგარიში - ბარათის მფლობელისათვის კომპანიაში გახსნილი ძირითადი ბარათის ანგარიში, რომელზეც აისახება/აღირიცხება ძირითადი და დამატებითი ბარათებით განხორციელებული საბარათე ოპერაციების ფარგლებში ქულების დაგროვება და დაგროვებული ქულების გამოყენება;
1.17 აქტიური ანგარიში - ქულების ანგარიში, რომელზეც სისტემატურად ხორციელდება უნიქარდის საბარათე ოპერაციები. აქტიური ანგარიში მოქმედებს უვადოდ;
1.18 პასიური ანგარიში - ქულების ანგარიში, რომელზეც, დაგროვების ტიპის საბარათე ოპარაციები არ განხორციელებულა ბარათის მფლობელ(ებ)ის მიერ უკანასკნელად/ბოლოს განხორციელებული დაგროვების ტიპის საბარათე ოპერაციიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში;
1.19 ერთჯერადი კოდი - ელექტრონული ან დისტანციური არხების საშუალებით ბარათის მფლობელის იდენტიფიკაციისა და უსაფრთხოების მიზნებისთვის ათწუთიანი მოქმედების მქონე ერთჯერადი პაროლი, რომელიც ბარათის მფლობელს კომპანიისაგან ეგზავნება კომპანიაში დარეგისტრირებულ მობილურის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) სახით;
1.20 შეკვეთის უნიკალური კოდი - კოდი, რომელიც გენერირდება კატალოგში განთავსებული ნივთის ან/და მომსახურების შეკვეთისას და გამოიყენება ნივთის/მომსახურების გაცემისას;
1.21 კატალოგი - კომპანიის ელექტრონულ არხებში განთავსებული ან/და ბეჭდვითი სახით წარმოდგენილი ნივთების ან მომსახურების ჩამონათვალი;
1.22 საეჭვო ოპერაცია - საბარათე ოპერაცია, რომელიც კონკრეტული შემთხვევ(ებ)ისა და გარემოებ(ებ)ის შეფასების შედეგად ემიტენტის და ან პარტნიორი კომპანიის მიერ შესაძლოა ჩაითვალოს არასანქცირებულად.
1.23. ფასდათმობა/ფასდაკლება - ზოგიერთ პარტნიორ კომპანიაში რეგისტრირებული უნიქარდის ბარათის მფლობელის მიერ უნიქარდის საბარათე ოპერაციის განხორციელებისას ფასდათმობით სარგებლობა, ფასდათმობის თანხა/პროცენტი შესაბამისი პარტნიორი კომპანიების მიხედვით განთავსებულია ვებ გვერდზე.
2.1 უნიქარდის ბარათი წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით;
2.2 ბარათი არ არის საბანკო ფინანსური სადებეტო ან საკრედიტო სტატუსის მატარებელი;
2.3 ძირითადი ბარათის მფლობელი შესაძლებელია იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი 18 წლის ასაკიდან, ხოლო დამატებითი ბარათის მფლობელი მხოლოდ ფიზიკური პირი 12 წლის ასაკიდან;
2.4 უნიქარდის ბარათი შესაძლებელია იყოს ძირითადი და დამატებითი. უნიქარდის უნიკალურ/ძირითადი ბარათის ანგარიშზე 1 (ერთ) ძირითად ბარათთან ერთად შეიძლება გაიცეს 4 (ოთხი) დამატებითი პლასტიკური ბარათი და იმავე რაოდენობის ვირტუალური ბარათი;
2.5 ძირითადი ბარათის მფლობელი უფლებამოსილია შეარჩიოს დამატებითი ბარათის მფლობელი და ვალდებულია გააცნოს მას წინამდებარე პირობები. დამატებითი ბარათის მიღებით მისი მფლობელი თანხმობას აცხადებს წინამდებარე პირობებზე;
2.6 ბარათის მფლობელი კომპანიას მონაცემთა რეგისტრაციის პროცესში მიაწოდებს კომპანიას საკონტაქტო, პირად, ინტერესთა სფეროს შესახებ და ა.შ. ინფომაციას, რომელიც გამოიყენება მისთვის კომპანიის მიერ სპეციალური შეთავაზებების, პირობების, კომერციული უპირატესობების მისაწოდებლად, ხოლო კომპანიის და მისი პარტნიორების მიერ სერვისების მიწოდებისას იდენტიფიკაციისა და საბარათე ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებად;
2.7 ბარათის მფლობელის მონაცემთა რეგისტრაცია შესაძლებელია კომპანიის მომსახურების ცენტრებში, საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრში (+995 32) 2 555222, კომპანიის ვებგვერდსა და მობილური აპლიკაციის საშუალებით.
2.8 ფასდაკლებით სარგებლობა, დაგროვებული ქულების რაიმე სახით გამოყენება, კატალოგში განთავსებული სასურველი ნივთის ან მომსახურების ონლაინ შეკვეთა, გახარჯული ქულების შესახებ დეტალური ინფორმაციის, ასევე კატალოგის, პარტნიორი კომპანიების სიახლეთა შესახებ ინფორმაციის მიღება და ა.შ. შესაძლებელია მხოლოდ კომპანიის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ბარათის მფლობელებისათვის თუ სხვა პირობა წინამდებარე პირობებით არ არის განსაზღვრული;
2.9 წინამდებარე ხელშეკრულებაზე თანხმობის გაცხადებით ბარათის მფლობელი ადატურებს, რომ მის მიერ რეგისტრაციისას მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს;
2.10 ნებისმიერი ცვლილება ძირითადი და დამატებითი ბარათის მფლობელის მონაცემების შესახებ (ტელეფონი (მობ, ქალაქის), მისამართი, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს კომპანიას. კომპანია არ აგებს პასუხს არასათანადო მონაცემების მიწოდების ან/და მონაცემების ცვლილების არ მიწოდების გამო დამდგარ ნებისმიერ არასასურველ შედეგზე, მათ შორის მიუღებელ ფასდაკლებაზე, დაგროვებული ქულების არასანქცირებულ გახარჯვაზე მესამე პირების მიერ და სხვა;
2.11 კომპანია უფლებამოსილია შეაჩეროს ქულების დაგროვება/დახარჯვის აღრიცხვა, ფასდაკლებების განხორციელება ან/და არ შეასრულოს ბარათის მფლობელის დაკვეთა კატალოგის მიხედვით ბარათის მფლობელთან ინფორმაციის შემდგომ გადაზუსტებამდე, თუ მონაცემთა ცვლილება ცნობილი გახდა კომპანიისათვის რაიმე გზით ბარათის მფლობელისაგან დამოუკიდებელად.
2.12 ძირითადი ბარათის მფლობელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება ან/და გააუქმოს დამატებითი ბარათ(ებ)ი კომპანიისათვის წინასწარი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტა ნიშნავს ძირითადი და დამატებითი ბარათების მოქმედების შეწყვეტას და ამ მომენტისათვის ძირითადი ბარათის ანგარიშზე დარიცხული ქულების გაუქმებას. დამატებითი ბარათის მფლობელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გააუქმოს დამატებითი ბარათი კომპნიისათვის გაკეთებული წინასწარი შეტობინების საფუძველზე;
2.13 უნიქარდის ძირითადი ან დამატებითი ბარათის ნებისმიერი სახით გასხვისება (გაყიდვა, მესამე პირისათვის გადაცემა, დაგირავება) არ არის ნებადართული;
2.14 ბარათების სტატუსის ცვლილება (დამატებითი ბარათის ძირითად ბარათად დარეგისტრირება და პირიქით) დასაშვებია მხოლოდ ძირითადი ბარათის ოჯახის წევრებისათვის. ამ პუნქტის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე, მშობელი (დედა, მამა), სრულწლოვანი შვილი. ძირითადი ან დამატებითი ბარათის გადაფორმება ასევე შესაძლებელია მემკვიდრეობით ბარათის მიღების შემთხვევაში;
2.15 ბარათის მფლობელი ვალდებულია კომპანიას დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბარათის დაკარგვის, მოპარვის ან დაზიანების შესახებ საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ნომერზე (+995 32) 2 555 222, ან უნიქარდის მომსახურების ცენტრებში ქულების არასანქცირებული გახარჯვის თავიდან არიდების მიზნით;
2.16 ბარათის მფლობელთა შორის განზრახ ან შემთხევით ბარათების გაცვლა/არევის შემთხვევაში და მესამე პირების მიერ ბარათების არასანქცირებული გამოყენებით დამდგარ შედეგებზე კომპანია პასუხს არ აგებს;
2.17 ბარათის მფლობელებისთვის დაგროვებული ქულების ოდენობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია მოთხოვნისთანავე მომსახურების ცენტრებში, საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრში, კომპანიის ვებგვერდზე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით და მობილური აპლიკაციის საშუალებით;
2.18 თუ ბარათის მფლობელი არ ეთანხმება ქულათა რაოდენობას, იგი უფლებამოსილია საბარათე ოპერაციის ჩატარებიდან ორი კვირის განმავლობაში მიმართოს კომპანიას და წარადგინოს შესაბამისი ქვითრები საკითხის გასარკვევად, წინააღმდეგ შემთხვევაში დუმილი ჩაითვლება თანხმობად;
2.19 უნიქარდის ელექტრონულ არხებში რეგისტრაციის გავლის პროცესში ბარათის მფლობელი უფლებამოსილია ერთჯერადი კოდის მეშვეობით მიიღოს სპეციალური პაროლი პირადი გვერდის გასახსნელად;
2.20 რეგისტრაციის შედეგად მომხმარებლის მიერ მინიჭებული მომხმარებლის სახელი და პაროლი არის კონფიდენციალური, მისი გასხვისება და გადაცემა მესამე პირზე აკრძალულია. მომხმარებლის სახელისა და "პაროლის" უსაფრთხოებაზე უშუალოდ პასუხისმგებელია თავად მომხმარებელი. პაროლის დაკარგვის, მისი სხვა პირზე გადაცემის ან მოპარვის შემთხვევაში დამდგარ ნებისმიერ არასასურველ შედეგებზე პასუხს აგებს მომხმარებელი;
2.21 ბარათის მფლობელი ვადებულია დაიცვას პლასტიკური და ვირტუალური ბარათით სარგებლობის უსაფრთხოების ნორმები, მათ შორის არ გადასცეს მესამე პირს უნიქარდის ბარათი, მობილური აპლიკაციის პინ კოდი, მომხმარებლის ელექტრონული სახელი და პაროლი, უსაფრთხოების ერჯერადი კოდი და ა.შ. მობილური აპლიკაციის ღიად დატოვებისას და აპლიკაციის პინ კოდის გამოყენებისას დამდგარ შედეგებზე კომპანია პასუხს არ აგებს;
2.22 უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სავაჭრო ობიექტში ქულების დახარჯვის ოპერაციის ჩატარების შემდეგ ძირითადი ბარათის მფლობელი მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მის მიერ უნიქარდის სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ტელეფონზე. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება განხორციელებულ საბარათე ოპერაციას, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს უნიქარდის საინფორმაციო/სატელეფონო და/ან მომსახურების ცენტრს საეჭვო ტრანზაქციის სტატუსის გასარკვევად;
2.23 კომპანია უფლებამოსილია ტექნიკური შეფერხებისას ან ფორს-მაჟორული გარემოებისას დროებით შეაჩეროს მომსახურება ასეთი გარემოების აღმოფხვრამდე;
2.24 კომპანია უფლებამოსილია ცვლილებები (დამატებები) შეიტანოს წინამდებარე პირობების ტექსტში ცვლილებების (დამატებების) განხორციელებამდე მინიმუმ 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე უნიქარდის ვებ გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების მეშვეობით. თუ ცვლილების ძალაში შესვლამდე ბარათის მფლობელი არ შეატყობინებს კომპანიას, რომ არ ეთანხმება დაგეგმილ ცვლილებას ამ შემთხვევაში ცვლილება/დამატება ჩაითვლება ბარათის მფლობელთან შეთანხმებულად და ცვლილებების ვებ გვერდზე განთავსების მე-11 დღიდან ცვლილებები ავტომატურად შედის ძალაში. კომპანია უფლებამოსილია ბარათის მფლობელთა მოხერხებულობისთვის/ადვილად აღსაქმელად, პერიოდულად, ცვლილებების შესაბამისად განაახლოს წინამდებარე პირობების/ხელშეკრულების ტექსტი. ამასთანავე თუ ბარათის მფლობელი არ ეთანხმება ცვლილება დამატებებს უფლებამოსილია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება 2.12. პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
3.1 ქულების ძირითადი ბარათის ანგარიშზე დაგროვების და აღრიცხვის მიზნებისათვის უნიქრდის როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ბარათი ემიტირებულია „აქტიური“ სტატუსით - ბარათის მფლობელის მიერ ქულების დაგროვება შესაძლებელია ბარათის მიღებისთანავე; ქულების დაგროვება/დარიცხვა ხორციელდება უნიქარდის ძირითადი ბარათის ანგარიშზე, ამასთანავე უნიქარდის ცალკეული პროექტ(ებ)ის ფარგლებში განხორციელებულ საბარათე ან სხვა ტიპის დაგროვების ოპერაციებზე უნიქარდის ქულები ირიცხება/გროვდება სპეციალურად პროექტის ფარგლებში ბარათის მფლობელებისათვის ავტომატურ რეჟიმში დაფორმირებულ ანგარიშებზე თუ ცალკეული პროექტ(ებ)ის პირობების შესაბამისად განსხვავებული პირობა არ არის დადგენილი;
3.2 პარტნიორი კომპანიის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ქულების დაგროვების მიზნით, საქონლის/მომსახურების შესყიდვის განხორციელებისას, ბარათის მფლობელი წარადგენს ბარათს ანგარიშსწორების მწარმოებელ პირთან (მოლარე, ოპერატორი ან სხვა საამისოდ უფლებამოსილი პირი). ანგარიშსწორების მწარმოებელი პირი გაატარებს ბარათს შესაბამის აპარატურულ მოწყობილობაში პარტნიორ კომპანიაში არსებული წესის შესაბამისად;
3.3 ელექტრონული არხებით ქულების დაგროვების მიზნით ბარათის მფლობელი რეგისტრაციის ან გადახდის პროცესში მიუთითებს ბარათის ნომერს და/ან მომხმარებლის სახელსა და პაროლს;
3.4 ბარათის მფლობელის ანგარიშზე დაგროვებული ქულების აღრიცხვა ხდება მყისიერად, მას შემდეგ, რაც პარტნიორი ორგანიზაცია გადასცემს კომპანიას ინფორმაციას განხორციელებული საბარათე ოპერაციის შესახებ;
3.5 დაგროვებული ქულების ბარათის მფლობელის ანგარიშზე აღრიცხვა ხდება მეათედამდე სიზუსტით;
3.6 კომპანია უფლებამოსილია მის მიერ განსაზღვრული ოდენობით და პერიოდულობით დაარიცხოს ქულები ბარათის მფლობელს ანგარიშზე, თუ ის დააკმაყოფილებს კომპანიის მიერ რაიმე წინასწარდათქმულ პირობას;
3.7 ქულები არ დაგროვდება:
- თუ ბარათი არ იქნება წარდგენილი და არ ჩატარდება საბარათე ოპერაცია სავაჭრო/მომსახურების ობიექტში შესყიდვის განხორციელებისას;
- საბარათე ან იდენტიფიკაციის ოპერაციის ჩატარებისას ბარათის ნომრის ან იდენტიფიკაციის რაიმე საშუალების არამართებულად მითითებისას;
- კომპანიის მიერ წარმოებული აქტივობებისას კომპანიის და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ წინასწარდათქმული პირობის ბარათის მფლობელის მიერ შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანიის ან პარტნიორი ორგანიზაციის მიერ საეჭვო ოპერაციის აღმოჩენისას;
- კომპანიასა და პარტნიორ კომპანიას შორის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში (შეწყვეტის მომენტამდე დაგროვებული ქულების ოდენობა რჩება უცვლელი).
4.1 დაგროვებული ქულების გამოყენება შესაძლებელია კომპანიის კატალოგში და/ან წინასწარ განსაზღვრული პარტნიორი კომპანიების ობიექტებში განთავსებული ნივთების / მომსახურებების შესაძენად;
4.2 ძირითადი ბარათის მფლობელის მიერ ნივთის / მომსახურების შეკვეთისას მის ანგარიშზე დაგროვებული ქულების ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს კატალოგში ან პარტნიორ კომპანიასთან ნივთის/მომსახურების ქულებში განსაზღვრულ/მითითებულ ღირებულებას;
4.3 ბეჭდურ კატალოგში მითითებულ ინფორმაციასა და ელექტრონულ არხებში განთავსებულ ინფორმაციას შორის განსხვავების წარმოქმნის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ელექტრონული არხებით გავრცელებული კატალოგის მონაცემებს;
4.4 ნივთის ან მომსახურების შეკვეთის მომენტში მისი ღირებულების შესაბამისი ქულების ოდენობა დაიბლოკება ბარათის მფლობელის ანგარიშზე. შერჩეული ნივთი გადაეცემა ან/და მომსახურება გაეწევა ძირითადი ბარათის მფლობელს, ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კატალოგში განთავსებულ ნივთზე ან მომსახურებაზე განსაზღვრულია კონკრეტული პირობა), რის შემდეგაც ბარათის მფლობელის ანგარიშიდან ჩამოიწერება დაბლოკილი ქულების ექვივალენტი;
4.5 კონკრეტული ნივთის / მომსახურების მიღების წესი დადგენილია ინდივიდუალურად. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია უნიქარდის ელექტრონულ არხებში. ასევე, ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საინფორმაციო/სატელეფონო და მომსახურების ცენტრებში;
4.6 ნივთის ან მომსახურების გაცემა შესაძლებელია კომპანიის მიერ მათი ხელმისაწვდომობის დადასტურების შემდეგ ძირითადი ბარათის მფლობელის ან უფლებამოსილი პირის მიერ საკუთარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და შეკვეთის უნიკალური კოდის წარდგენით. შეკვეთის უნიკალურ კოდს ძირითადი ბარათის მფლობელს შეკვეთის განთავსების პროცესში გადასცემს კომპანია ბარათის მფლობელის მიერ კომპანიის ბაზაში მითითებული მონაცემების შესაბამისად;
4.7 ნივთის ან მომსახურების შეკვეთა შესაძლებელია ელექტრონული არხებიდან მომსახურებისა და საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრიდან;
4.8 პარტნიორი კომპანიის სავაჭრო ობიექტები, სადაც პირდაპირ არის შესაძლებელი ქულების გამოყენება შესაძლოა შეიცვალოს. ინფორმაცია ასეთი ობიექტების შესახებ განთავსებულია კომპანიის ელექტრონულ არხებში. ძირითადი ბარათის მფლობელი უფლებამოსილია შესაბამისი პარტნიორი კომპანიის ობიექტში, დაგროვებული ქულების ექვივალენტი თანხით აირჩიოს შესაბამისი ღირებულების ნივთი/მომსახურება;
4.9 ბარათის მფლობელის მიერ დაგროვებული ქულების ექვივალენტი თანხა შესაძლოა პარტნიორ კომპანიებში განსხვავებული იყოს/განსხვავებულად დაკონვერტირდეს. ინფორმაცია ქულების ექვივალენტობის შესახებ ხელმისაწვდომია კომპანიის საინფორმაციო/სატელეფონო ან მომსახურების ცენტრიდან, სავაჭრო ობიექტის მოლარესთან უნიქარდ ბარათის წარდგენისა და საკონტროლო შეკითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ;
4.10 დაგროვებული ქულების სანაცვლოდ ფულადი თანხის მოთხოვნა არ დაიშვება.
5.1 ქულები ჩამოიწერება:
ა. ბარათის მფლობელის მიერ ნივთის/ მომსახურების მიღებისას შერჩეული ნივთის/მომსახურების კატალოგში მითითებული ქულების ოდენობის შესაბამისად;
ბ. მე-4.8 პუნქტის შესაბამისად ნივთის ღირებულების ექვივალენტური ქულების შესაბამისად;
გ. ქულების დაგროვების პროცესში შეცდომის გამოვლენის შემთხვევაში;
დ. ქულების დაგროვების პროცესში საეჭვო ოპერაციის დაფიქსირებისას;
ე. ბარათის მფლობელის ან პარტნიორი კომპანიის მიერ იმ შესყიდვის ოპერაციის გაუქმებისას (მაგალითად შესყიდული საქონლის დაბრუნება და სხვა), რომელიც წარმოადგენდა ქულების დაგროვების საფუძველს;
ე1. ბარათის მფლობელის ან პარტნიორი კომპანიის მიერ იმ გადახდის ოპერაციის გაუქმებისას, რომელიც წარმოადგენდა ქულების დაგროვების საფუძველს. (აღნიშნული პუნქტი ვრცელდება პარტნიორ კომპანიებზე, რომლებიც ეწევიან დისტანციურ საგადახდო მომსახურებას (მაგალითად შპს „ფეი უნიქარდი“/უპერა და სხვა));
ზ. ძირითადი ბარათის მფლობელის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, წინამდებარე პირობების 7.9 პუნქტის შესაბამისად;
თ. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევაში.
6.1 ქულები ჩამოიწერება პასიური ანგარიშებიდან, რომელზეც დაგროვების ტიპის საბარათე ოპერაციები არ წარმოებულა ძირითადი და/ან დამატებითი ბარათის მფლობელის მიერ უკანასკნელად/ბოლოს განხორციელებული დაგროვების ტიპის საბარათე ოპერაციიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში;
6.2 მოსალოდნელი ქულების ჩამოწერის შესახებ ინფორმაცია ბარათის მფლობელებს მიეწოდებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით კომპანიის მონაცემთა ბაზაში მათ მიერ მითითებულ/რეგისტრირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე.
7.1 თუ მომხმარებელს უნიქარდის ბარათი მიღებული აქვს კომპანიის რომელიმე გავრცელების არხიდან განაცხადის შევსების/ხელმოწერის გარეშე, მონაცემთა რეგისტრაციის პროცესში მომხმარებლის კორექტული იდენტიფიკაციის მიზნით მოთხოვნილი იქნება ქულების დაგროვების რიგით ბოლო ჩატარებული ოპერაციის დეტალები (დრო, ადგილი, თანხა);
7.2 ზოგირეთ პარტნიორ კომპანიაში ფასდათმობით/ფასდაკლებით სარგებლობისთვის სავალდებულია ბარათის მფლობელის მიერ კომპანიაში მონაცემების დარეგისტრირება. წინააღმდეგ შემთხვევაში ბარათის მფლობელი ვერ ისარგებლებს ფასდათმობით;
7.3 პარტნიორი კომპანიის მიერ გამოცხადებული ფასდაკლების, ან სხვაგვარი აქციის გამო უნიქარდის ბარათის მომსახურების შეჩერების, ან ქულების დარიცხვის შემცირების გამო კომპანია არ აგებს პასუხს;
7.4 ქულების დაგროვების და ფასდაკლების ოდენობა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში შესაძლოა ნებიმიერ დროს შეიცვალოს;
7.5 პარტნიორი კომპანიის მიერ ბარათის მფლობელისათვის რაიმე პირობის დათქმა არ ნიშნავს, რომ ეს პირობა დათქმულია კომპანიის მიერ, შესაბამისად კომპანია პასუხს არ აგებს ამგვარ პირობაზე;
7.6 კატალოგში განთავსებული მომსახურების შეთავაზება ან ნივთის მარაგი ბარათის მფლობელის მიერ შეკვეთის განთავსების მომენტისათვის შესაძლებელია ამოწურული იყოს. ასეთ შემთხვევაში ბარათის მფლობელი ცალსახად უფლებამოსილია ანგარიშზე არსებული ქულების ბალანსის გათვალისწინებით კატალოგიდან შეარჩიოს სხვა ნივთი ან/და მომსახურება, ან გააუქმოს შეკვეთა;
7.7 თუ კატალოგში შერჩეული ნივთის გადაცემა მოხდა ბარათის მფლობელის მიერ მითითებულ მისამართზე ნებისმიერი მესამე პირისათვის, ჩაითვლება რომ იგი გადაეცა ძირითადი ბარათის მფლობელს;
7.8 ბარათის მფლობელისათვის კომპანიის ნებისმიერი არხით (მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ელექტრონული ფოსტით, მომსახურების ცენტრით, საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრით, ვებგვერდით, მობილური აპლიკაციით და სხვა) გადაცემული ნებისმიერი შეტყობინება ითვლება სათანადო ფორმის დაცვით, წერილობით შედგენილად და გადაცემულად, შესაბამისად ჩაითვლება ადრესატისათვის, იმავე სამართლებრივი შედეგის მატარებლად რაც ქაღალდის ფურცელზე კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ წერილობით შეტყობინება;
7.9 თუ ბარათის მფლობელის მიერ ნივთის/მომსახურების შეკვეთის დადასტურებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში არ განხორციელდა მათი მიღება, ან ბარათის მფლობელის მიერ მითითებულ მისამართზე ვერ განხორციელდა მათი ჩაბარება, კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად გააუქმოს შეკვეთა და ბარათის მფლობელს ჩამოაწეროს მის მიერ შეკვეთილი ნივთის/მომსახურების/ვაუჩერის შესაბამისი ქულების ოდენობიდან საჯარიმო - 10 (ათი) ქულა, ხოლო დარჩენილი განსხვავება ქულებს შორის დაუბრუნოს ბარათის მფლობელს ანგარიშზე. გარდა იმ შემთხვევებისა თუ ელექტრონულ კატალოგში განთავსებული ნივთის/მომსახურების/ვაუჩერის პირობაში ამ პუნქტისაგან განსხვავებული პირობა არ იქნება კონკრეტულად განსაზღვრული. ელექტრონულ კატალოგში განთავსებული ნივთის/მომსახურების/ვაუჩერის პირობაში განსხვავებულ პირობას ენიჭება უპირატესობა ამ პუნქტის პირველ ნაწილში მოცემულ პირობასთან მიმართებაში;
7.10 უნიქარდის ბეჭდური ან ელექტრონლი კატალოგიდან შეკვეთილი ნივთის მიღება შესაძლებელია სამი არხის საშუალებით: 1) უნიქარდის მომსახურების ცენტრებში; 2) ძირითადი ბარათის მფლობელის მიერ კომპანიის ბაზაში რეგისტრირებულ ან ნივთის შეკვეთისას მითითებული მისამართზე; 3) პარტნიორი კომპანიის ობიექტებიდან, შეკვეთის კოდის წარდგენისას, რომელიც გაეგზავნება ძირითადი ბარათის მფლობელს კომპანიაში რეგისტრირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე. თითოეული ნივთის მიწოდების პირობა მითითებულია ელექტრონულ კატალოგში ნივთების სპეციფიკაციაში;
7.11 თუ ბარათის მფლობელის მიერ ინიცირებული გადახდის ოპერაციის გაუქმებისა და პარტნიორი კომპანიის მიერ თანხის მომხმარებლისთვის დაბრუნების მომენტისთვის უნიქარდის ანგარიშზე არ აღმოჩნდება საკმარისი რაოდენობის ქულა, რომელიც წინამდებარე წესების 5.1. პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად ექვემდებარება ჩამოწერას, ამ შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელს მიანიჭოს საეჭვო ოპერაციის სტატუსი და შეუზღუდოს უნიქარდის ბარათის გამოყენება კომპანიის პარტნიორ კომპანიებში.
8.1 მომხმარებლებისათვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების/გამარტივების, ახალი პროექტების შემუშავება-განხორციელების, კომპანიის პარტნიორ და სხვა არაპარტნიორ კომპანიებთან სხვადასხვა ერთობლივი აქციების, ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების მოწყობის ან/და სარეკლამო-მარკეტინგული მიზნებისათვის, კომპანია იტოვებს უფლებას ბარათის მფლობელთა ცალკეული მონაცემ(ებ)ი/ბარათის მფლობელთა გარკვეული სეგმენტი (მათ შორის პერსონალური მონაცემები), შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენის“ პროექტ(ებ)ის ფარგლებში ნაწარმოები ნებისმიერი სტატისტიკური მონაცემები, მომხმარებელთა ინტერესთა სფეროები ან/და სეგმენტაციის მონაცემები გადასცეს პარტნიორ ან სხვა კომპანიებს, რაზეც მომხმარებელი წინამდებარე ხელშეკრულების დადებით უპირობოდ აცხადებს თანხმობას;
8.2 წინამდებარე ხელშეკრულების დადებით მომხმარებელი თანხმობას აცხადებს და ანიჭებს კომპანიას უფლებას მომხმარებლის სახელი, გვარი და უნიქარდის ბართზე დაგროვებული/დახარჯული ქულების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ბარათის მფლობელის მიერ უნიქარდის საბარათე ოპერაციის განხორციელებისას ხელმისაწვდომი გახადოს იმ პარტნიორი კომპანი(ებ)ისთვის, სადაც ხორციელდება უნიქარდის ქულების როგორც დაგროვების ასევე დახარჯვის საბარათე ოპერაციები, მომხმარებლებისთვის ქულების დაგროვება/ დახარჯვის მიზნებისათვის.
8.3 მომხმარებელი თანხმობას აცხადებს ელ კატალოგიდან შეკვეთილი ნივთის, მომსახურების მიღების ან თანხობრივი ელექტონული ვაუჩერის განაღდების მიზნით კომპანიამ მომხმარებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი გადასცეს შესაბამის პარტნიორ და არაპარტნიორ კომპანიას მომხმარებლისათვის შესაბამისი ნივთის /მომსახურების /ვაუჩერის გადაცემის მიზნებისათვის.
8.4 მომხმარებელი თანხმობას აცხადებს და უფლებას ანიჭებს კომპანიას მასზედ რომ კომპანიის მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში განახორციელოს მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული / რეგისტრირებული, პერსონალური მონაცემების კერძოდ: სახელის, გვარის, პირადი ნომერის, დაბადების თარიღის, ტელეფონის ნომრის, მობილური ტელეფონის ნომერის, ელ ფოსტის, ფაქტობრივი მისამართის, ასევე: ინტერესთა სფეროების, პირადი შემოსავლის, ოჯახის შემოსავალის, ოჯახური მდგომარობისა და სხვა რეგისტრირებული მონაცემების, ასევე მომხმარებელთა სეგმეტირებული/გაფილტრული მონაცემების : ინტერესთა სფეროების, ასაკის, სქესის, განხორციელებული შესყიდვების, საცხოვრებელი ადგილის, რაიონის, პარტნიორ კომპანიებში დახარჯული თანხის, დახარჯული ან/და დაგროვებული უნიქარდის ქულების, საბარათე ოპერაციების (ტრანზაქციების) რაოდენობის მიხედვით, ან/და მომხმარებლის მიერ განხორციელებული სხვა ქცევისა და დაფიქსირებული სხვა მონაცემების დამუშავება, რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, მათ შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას. კომპანიის მიერ ელექტრონულ არხებში (ვებ გვერდი, მობილური აპლიკაციები ან/და სხვა მონაცემთა გადაცემის ტექნიკური საშუალებები) მომხმარებლის შესახებ მონაცემების დამუშავება ასევე მოიცავს მომხმარებლის აქტივობის ჩაწერას (მაგ. ელექტრონული არხით სარგებლობისას მომხმარებლის ადგილსამყოფელის იდენტიფიცირება, ძიების ველში დაფიქსირებული მონაცემების აღწერა და ანალიზი, ვებგვერდზე არსებული ინფორმაციების ან/და სხვა ნებისმიერ სტატისტიკური მონაცემის ჩაწერა, ამასთანავე ე.წ. “cookies” გამოყენება და მისი ანალიზი), ან/და მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული სხვა მონაცემების (მაგ. მომხმარებლის ან/და მესამე პირთა საკონტაქტო მონაცემები) გამოყენებას;
8.5 მომხმარებელთა სურვილებზე და საჭიროებებზე მორგებული პირდაპირი მარკეტინგის (ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების შეთავაზება) განსახორციელებლად მომხმარებელი თანხმობას აცხადებს და უფლებას ანიჭებს კომპანიას განახორციელოს მისი მონაცემების სეგმენტაცია/მონაცემების გაფილტვრა ინტერესთა სფეროების, ასაკის, სქესის, განხორციელებული შესყიდვების, საცხოვრებელი ადგილის, რაიონის, პარტნიორ კომპანიებში დახარჯული თანხის, დახარჯული ან/და დაგროვებული უნიქარდის ქულების, საბარათე ოპერაციების (ტრანზაქციების) რაოდენობის ან/და კომპანიის მიერ სხვა ხელმისაწვდომი ნებისმიერი მონაცემ(ებ)ის მიხედვით.
ამასთანავე, მომხმარებელი აცხადებს თანხმობას და კომპანიას ანიჭებს უფლებამოსილებას განახორციელოს მოკლე ტექსტური (სმს), ხმოვანი ან/და სხვა სახის ელ ფორმატით/საშუალებით სარეკლამო/მარკეტინგული შეტყობინებების, შეთავაზებების განსაზღვრული პერიოდულობით დაგზავნა როგორც სეგმენტირებული ასევე არასეგმენტირებული მომხმარებელებისათვის ბარათის განაცხადში (ან სხვა არხებში) დაფიქსირებულ მომხმარებლის ტელეფონის ნომერზე ან/და ელ ფოსტაზე როგორც კომპანიის, ასევე პარტნიორი ან სხვა კომპანიების ინტერესებისთვის, მანამ სანამ კომპანიის მომხმარებლის მიერ არ განხორციელდება სხვაგვარი მითითება.“
8.6 კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე უარის გაცხადებისას შესაბამისი სმს ტექსტის არასწორედ ან/და ოპერატორის ნომრის შეცდომით/არასწორედ მითითების გამო დამდგარ არასასურველ შედეგზე. მომხმარებელს უფლება აქვს სერვისის ავტომატურად გათიშვის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმოს კომპანიის საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორთან ტელეფონის ნომერზე (+995 32) 2 555 222.
8.7 კომპანია მიმართავს ტექნიკურ, ორგანიზაციულ-სამართლებრივ ღონისძიებებს რათა უზრუნველყოს მომხმარებლის რეგისტრირებული პერსონალური მონაცემების, ინტერესთა სფეროების და მომხმარებელთან დაკავშირებული სხვა მონაცემების კონფიდენციალურობა და დაცვა უნებართვო ან შემთხვევითი წვდომისგან, განადგურებისგან, მოდიფიცირებისგან, ბლოკირებისგან, კოპირებისგან, გავრცელებისგან და სხვა უკანონო ქმედებებისგან.
8.8. მომხმარებელი უფლებას ანიჭებს კომპანიას, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“- ს (ს.კ. 202161098) ავტო გასამართ სადგურებზე უნიქარდის დაგროვების საბარათე ოპერაციის განხორციელებისას ფასდათმობით სარგებლობის მიზნით (ფასდათმობის სისტემის რეალიზაციის ფარგლებში, პარტნიორი კომპანიის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით) პარტნიორი კომპანიის მოთხოვნის შესაბამისად, გარკვეული პერიოდულობით გადასცეს პარტნიორ კომპანიას მომხმარებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ბარათის იდენტიფიცირებული ნომერი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ 2010 წლის 31 დეკემბერს გამოცემული #996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციით განსაზღვრულ ცენტრალურ მონაცემთა ბაზაში დასაფიქსირებლად.
8.9. მომხმარებელი უფლებას ანიჭებს კომპანიას და გამოხატავს თანხმობას მის შესახებ შემდეგი პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, უნიქარდის ბარათის ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გადასცეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შპს „ფეი უნიქარდს“ (ს.კ.404519455, ტელ: 2 555-222) ერთობლივი ქო ბრენდ (CO BRAND) ბარათების შეთავაზების, დამზადების მიზნითა და ბარათის ცვლილების შედეგად სხვა თანმდევი (მაგალითად ქულების გადატანა ახალ ბარათზე და სხვა) მიზნებისათვის. მომხმარებელი თანახმაა ბარათის დამზადების შემდეგ მიიღოს აღნიშნული ქო ბრენდ ბარათი, რომელშიც მოცემული იქნება შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენის/უნიქარდის ქულების დაგროვება გახარჯვის ფუნქციონალი და შპს ფეი უნიქარდის საგადახდო სერვისები.
8.10. მომხმარებელი უფლებას ანიჭებს კომპანიას და გამოხატავს თანხმობას მასზედ რომ შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენსა“ და შპს „ფეი უნიქარდს“ (ს.კ.404519455) შორის ერთობლივი ქო ბრენდ (CO BRAND) ბარათების ფარგლებში განახორციელოს უნიქარდის მომხმარებლების შესახებ ფინანსური ინფორმაციის გადამოწმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში (RS.GE-ზე) კლიენტის დასაქმებულობისა და უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ხელფასის მიღების ფაქტის დასადგენად, ამასთანავე მომხმარებელი თანხმობას გამოთქვამს კომპანიამ გადამოწმებულ და ხელფასის მქონე მომხმარებელთა შესახებ ინფორმაცია გადასცეს შპს „ფეი უნიქარდს“ შემდგომში ასეთ მომხმარებლებისთვის მონაცემთა დამმუშავებლის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ შპს ფეი უნიქარდის სერვისების ფარგლებში სესხის შეთავაზებისა ან/და სესხის გაცემის მიზნებისათვის.
9.1 მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ კომპანიის ვებგვერდზე, მობილურ აპლიკაციებსა და სხვა ელექტრონულ არხებში განთავსებული მომხმარებლის მონაცემები (ბეჭდვითი, აუდიო ან/და ვიზუალური) თუ ის არ განეკუთვნება მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ჩაითვლება კომპანიის საკუთრებად და აღნიშნული მონაცემების განთავსებისთანავე კომპანია სრულად მოიპოვებს მათზე საავტორო ქონებრივ უფლებებს;
9.2 სახელწოდება/დასახელება "უნიქარდი" წარმოადგენს კომპანიის სასაქონლო ნიშანს/ სერვისულ მარკას; ყველა მასალა, რომელიც განთავსებულია კომპანიის ვებგვერდზე, მათ შორის: პროგრამული უზრუნველყოფა, ნახატები, გრაფიკა, სურათები, ანიმაციები, ვიდეო-მასალა, ვიდეო რეკლამები/კლიპები, მუსიკა, აუდიო-მასალა, ტექსტები (ცალკეული ან ყველას ინტელექტუალური საკუთრების უფლება) ეკუთვნის კომპანიას ან პარტნიორ კომპანიებს და მათი გამოყენების უფლება დაცულია საავტორო უფლებებით ინტელექტუალური საკუთრების სფეროში. მომხმარებელს არ აქვს ამ მასალის ან სასაქონლო ნიშნების გამოყენების უფლება და მომხმარებელმა არ უნდა გამოიყენოს ისინი პარტნიორი კომპანიის (თუ განთავსებული მასალის საავტორო ქონებრივი უფლებების მფლობელი არის პარტნიორი კომპანია) ან კომპანიის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე.
10.1 თუ ძირითადი ან დამატებითი ბარათის მფლობელი არ იცავს წინამდებარე პირობებს, განზრახ აწვდის კომპანიას არასწორ ინფორმაციას ან/და არამართლზომიერად იყენებს ბარათს, ან მასთან დაკავშირებულ უფლებებს;
10.2 ასევე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევაში.
კონფიდენციალურობის წესდებაში მოცემულია კომპანიის მიერ უნიქარდის ვებგვერდის მომხმარებლებზე ინფორმაციის მიღების წესები.
11.1 პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია
კომპანია უფლებამოსილია მიიღოს პირადი ინფორმაცია მომხმარებელთა შესახებ სხვადასხვაგვარად, მათ შორის, მომხმარებელის მიერ უნიქარდის ვებგვერდზე შემოსვლის, რეგისტრაციის, შეტყობინებების გამოწერის და სხვა სერვისების საშუალებით.
11.2 არაპერსონალური საიდენტიფიკაციო ინფორმაცია
კომპანია უფლებამოსილია მიიღოს არაპერსონალური საიდენტიფიკაციო ინფორმაცია უნიქარდის ვებგვერდის ვიზიტორების შესახებ, რაც მოიცავს ბრაუზერის ტიპს, ოპერაციულ სისტემას, ინტერნეტ სერვისების პროვაიდერებისგან მოწოდებულ ინფორმაციას, ვებგვერდზე განხორციელებულ აქტივობებს.
11.3 არჩევანის თავისუფლება (Opting-out)
მომხმარებლებთან ურთიერთობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის,კომპანია უფლებამოსილია ვებგვერდის საშუალებით გამოიყენოს “cookies”. მომხმარებლის ბრაუზერი განათავსებს “Cookies” მყარ დისკზე. მომხმარებელს შეუძლია მოაწყოს ბრაუზერის პარამეტრები ისე რომ უარი თქვას მასზე, ან მიიღოს სიგნალი როდესაც მიმდინარეობს მონაცემების გაგზავნა. ზემოთ აღნიშნული ქმედების შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს ვებგვერდის ზოგიერთი ფუნქციის შეზღუდვა.
11.4 როგორ ვიყენებთ შეგროვებულ ინფორმაციას
უნიქარდი აგროვებს მომხმარებლების პირად ინფორმაციას შემდეგი მიზნებისთვის:
მომსახურების გაუმჯობესება; სარეკლამო საქმიანობა; ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებისთვის.
11.5 რეკლამა
კომპანიის ვებგვერდის რეკლამები შესაძლოა მიწოდებული იქნას მომხმარებლებზე პარტნიორების დახმარებით. უნიქარდის ვებგვერდი იყენებს მომხმარებელთა ბრაუზერის ინფორმაციას (Cookies, tracking pixels, IP address, მოწყობილობების ტიპს და სხვა მსგავსი სახის ტექნოლოგიებს), რომელიც შესაძლოა მესამე მხარის დახმარებით გამოვიყენოთ სხვა ვებგვერდებზე სარეკლამო ინფორმაციის მიწოდების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ბრაუზერის სტატუსის შემოწმება შესაძლებელია ბმულზე: networkadvertising.org/choices/#completed ან www.aboutads.info.
უნიქარდის ვებგვერდის გავლით მესამე მხარისთვის მიწოდებული ინფორმაცია დაცულია საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ კომპანიისთვის გასაწევი მომსახურების ფარგლებში.
11.6 პირობებზე თანხმობა
უნიქარდის ვებგვერდით სარგებლობით, თქვენ ადასტურებთ რომ ეთანხმებით მითითებულ პირობებს. ვებგვერდის პირობებთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (+995 32) 2 555 222
დოკუმენტის განახლების თარიღი: 26.11. 2018
2020
ცვლილება-დამატებები უნიქარდით სარგებლობის პირობებში/ხელშეკრულებაში
ცვლილებები უნივერსალური დაგროვების ბარათით, „უნიქარდით“ სარგებლობის პირობებში, ბარათის მფლობელთან ხელშეკრულებაში ძალაშია 21.08.2020-დან. ცვლილება-დამატებების ინტერნეტ გვერდზე განთავსების თარიღი 10.08.2020 წ.
ცვლილებების ნახვა
ინტერნეტ გვერდზე www.unicard.ge განთავსებული უნივერსალური დაგროვების ბარათით, „უნიქარდით“ სარგებლობის პირობებში, ბარათის მფლობელთან ხელშეკრულების (შემდგომში ხელშეკრულების) მე-2 მუხლის 2.24. პუნქტის შესაბამისად შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ“ გთავაზობთ ხელშეკრულებაში შემდეგი ცვლილება-დამატებების შეტანას:
1. 1. ხელშეკრულების მერვე მუხლს დაემატოს 8.10. პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
8.10. მომხმარებელი უფლებას ანიჭებს კომპანიას და გამოხატავს თანხმობას მასზედ რომ შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენსა“ და შპს „ფეი უნიქარდს“ (ს.კ.404519455) შორის ერთობლივი ქო ბრენდ (CO BRAND) ბარათების ფარგლებში განახორციელოს უნიქარდის მომხმარებლების შესახებ ფინანსური ინფორმაციის გადამოწმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში (RS.GE-ზე) კლიენტის დასაქმებულობისა და უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ხელფასის მიღების ფაქტის დასადგენად, ამასთანავე მომხმარებელი თანხმობას გამოთქვამს კომპანიამ გადამოწმებულ და ხელფასის მქონე მომხმარებელთა შესახებ ინფორმაცია გადასცეს შპს „ფეი უნიქარდს“ შემდგომში ასეთ მომხმარებლებისთვის მონაცემთა დამმუშავებლის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ შპს ფეი უნიქარდის სერვისების ფარგლებში სესხის შეთავაზებისა ან/და სესხის გაცემის მიზნებისათვის.
ცვლილება-დამატებები უნიქარდით სარგებლობის პირობებში/ხელშეკრულებაში
ცვლილებები უნივერსალური დაგროვების ბარათით, „უნიქარდით“ სარგებლობის პირობებში, ბარათის მფლობელთან ხელშეკრულებაში ძალაშია 10.08.2020-დან. ცვლილება-დამატებების ინტერნეტ გვერდზე განთავსების თარიღი 30.07.2020 წ.
ცვლილებების ნახვა
ინტერნეტ გვერდზე www.unicard.ge განთავსებული უნივერსალური დაგროვების ბარათით, „უნიქარდით“ სარგებლობის პირობებში, ბარათის მფლობელთან ხელშეკრულების (შემდგომში ხელშეკრულების) მე-2 მუხლის 2.24. პუნქტის შესაბამისად შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ“ გთავაზობთ ხელშეკრულებაში შემდეგი ცვლილება-დამატებების შეტანას:
1. ხელშეკრულების მე-8 მუხლს დაემატოს 8.9 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„8.9. მომხმარებელი უფლებას ანიჭებს კომპანიას და გამოხატავს თანხმობას, მის შესახებ შემდეგი პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, უნიქარდის ბარათის ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გადასცეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, შპს „ფეი უნიქარდს“ (ს.კ. 404519455, ტელ: 2 555-222) ერთობლივი ქო-ბრენდ (CO BRAND) ბარათების შეთავაზების, დამზადების მიზნითა და ბარათის ცვლილების შედეგად სხვა თანმდევი (მაგალითად ქულების გადატანა ახალ ბარათზე და სხვა) მიზნებისათვის. მომხმარებელი თანახმაა, ბარათის დამზადების შემდეგ მიიღოს აღნიშნული ქო-ბრენდ ბარათი, რომელშიც მოცემული იქნება შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენის/უნიქარდის ქულების დაგროვება-გახარჯვის ფუნქციონალი და შპს ფეი უნიქარდის საგადახდო სერვისები.“
2018
ცვლილება-დამატებები უნიქარდით სარგებლობის პირობებში/ხელშეკრულებაში
ცვლილებები უნივერსალური დაგროვების ბარათით, „უნიქარდით“ სარგებლობის პირობებში, ბარათის მფლობელთან ხელშეკრულებაში ძალაშია 25.11.2018-დან. ცვლილება-დამატებების ინტერნეტ გვერდზე განთავსების თარიღი 14.11.2018წ.
ცვლილებების ნახვა
ინტერნეტ გვერდზე www.unicard.ge განთავსებული უნივერსალური დაგროვების ბარათით, „უნიქარდით“ სარგებლობის პირობებში, ბარათის მფლობელთან ხელშეკრულების (შემდგომში ხელშეკრულების) მე-2 მუხლის 2.24. პუნქტის შესაბამისად შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ“ გთავაზობთ ხელშეკრულებაში შემდეგი ცვლილება დამატებების შეტანას:
1. ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.5. პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად::
„1.5. პარტნიორი კომპანია -შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ“-ის ხელშემკვრელი მხარე, ინდივიდუალური მეწარმე ან/და იურიდიული პირი, რომელიც ქულების დაგროვების/დახარჯვის ან/და ფასდაკლების განხორციელების მიზნით ბარათის მფლობელის ნების შესაბამისად ახორციელებს საბარათე ოპერაციას.“
2. ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.7. პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„1.7. რეგისტრაცია - ბარათის მფლობელის მიერ ფასდაკლების, ასევე უნიქარდის სერვისებით სრულყოფილად სარგებლობის მიზნით, კომპანიისათვის მონაცემების/ინფორმაციის მიწოდება კომპანიის ნებისმიერი არხის საშუალებით.“
3. ხელშეკრულების პირველ მუხლს დაემატოს 1.23. პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„1.23. ფასდათმობა/ფასდაკლება - ზოგიერთ პარტნიორ კომპანიაში რეგისტრირებული უნიქარდის ბარათის მფლობელის მიერ უნიქარდის საბარათე ოპერაციის განხორციელებისას ფასდათმობით სარგებლობა, ფასდათმობის თანხა/პროცენტი შესაბამისი პარტნიორი კომპანიების მიხედვით განთავსებულია ვებ გვერდზე.“
4. ხელშეკრულების მე-2 მუხლს 2.7. პუნქტის მეორე წინადადება ამოღებული იქნას.
5. ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.8. პუნქტს დაემატოს სიტყვები „ფასდაკლებით სარგებლობა“ და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„2.8 ფასდაკლებით სარგებლობა, დაგროვებული ქულების რაიმე სახით გამოყენება, კატალოგში განთავსებული სასურველი ნივთის ან მომსახურების ონლაინ შეკვეთა, გახარჯული ქულების შესახებ დეტალური ინფორმაციის, ასევე კატალოგის, პარტნიორი კომპანიების სიახლეთა შესახებ ინფორმაციის მიღება და ა.შ. შესაძლებელია მხოლოდ კომპანიის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ბარათის მფლობელებისათვის თუ სხვა პირობა წინამდებარე პირობებით არ არის განსაზღვრული;“
6. ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.10 და 2.11 პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„2.10 ნებისმიერი ცვლილება ძირითადი და დამატებითი ბარათის მფლობელის მონაცემების შესახებ (ტელეფონი (მობ, ქალაქის), მისამართი, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს კომპანიას. კომპანია არ აგებს პასუხს არასათანადო მონაცემების მიწოდების ან/და მონაცემების ცვლილების არ მიწოდების გამო დამდგარ ნებისმიერ არასასურველ შედეგზე, მათ შორის მიუღებელ ფასდაკლებაზე, დაგროვებული ქულების არასანქცირებულ გახარჯვაზე მესამე პირების მიერ და სხვა; „2.11. კომპანია უფლებამოსილია შეაჩეროს ქულების დაგროვება/დახარჯვის აღრიცხვა, ფასდაკლებების განხორციელება ან/და არ შეასრულოს ბარათის მფლობელის დაკვეთა კატალოგის მიხედვით ბარათის მფლობელთან ინფორმაციის შემდგომ გადაზუსტებამდე, თუ მონაცემთა ცვლილება ცნობილი გახდა კომპანიისათვის რაიმე გზით ბარათის მფლობელისაგან დამოუკიდებელად.“
7. ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.1., 7.2. და 7.4. პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„7.1. თუ მომხმარებელს უნიქარდის ბარათი მიღებული აქვს კომპანიის რომელიმე გავრცელების არხიდან განაცხადის შევსების/ხელმოწერის გარეშე, მონაცემთა რეგისტრაციის პროცესში მომხმარებლის კორექტული იდენტიფიკაციის მიზნით მოთხოვნილი იქნება ქულების დაგროვების რიგით ბოლო ჩატარებული ოპერაციის დეტალები (დრო, ადგილი, თანხა);“ „7.2.ზოგირეთ პარტნიორ კომპანიაში ფასდათმობით/ფასდაკლებით სარგებლობისთვის სავალდებულია ბარათის მფლობელის მიერ კომპანიაში მონაცემების დარეგისტრირება. წინააღმდეგ შემთხვევაში ბარათის მფლობელი ვერ ისარგებლებს ფასდათმობით.“ „7.4 ქულების დაგროვების და ფასდაკლების ოდენობა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში შესაძლოა ნებიმიერ დროს შეიცვალოს;“
8. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1. პუნქტს დაემატოს სიტყვები „ერთობლივი პროექტების“ და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: :
„8.1.მომხმარებლებისათვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების/გამარტივების, ახალი პროექტების შემუშავება-განხორციელების, კომპანიის პარტნიორ და სხვა არაპარტნიორ კომპანიებთან სხვადასხვა ერთობლივი აქციების, ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების მოწყობის ან/და სარეკლამო-მარკეტინგული მიზნებისათვის, კომპანია იტოვებს უფლებას ბარათის მფლობელთა ცალკეული მონაცემ(ებ)ი/ბარათის მფლობელთა გარკვეული სეგმენტი (მათ შორის პერსონალური მონაცემები), შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენის“ პროექტ(ებ)ის ფარგლებში ნაწარმოები ნებისმიერი სტატისტიკური მონაცემები, მომხმარებელთა ინტერესთა სფეროები ან/და სეგმენტაციის მონაცემები გადასცეს პარტნიორ ან სხვა კომპანიებს, რაზეც მომხმარებელი წინამდებარე ხელშეკრულების დადებით უპირობოდ აცხადებს თანხმობას;“
9. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3. პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„8.3. მომხმარებელი თანხმობას აცხადებს ელ კატალოგიდან შეკვეთილი ნივთის, მომსახურების მიღების ან თანხობრივი ელექტონული ვაუჩერის განაღდების მიზნით კომპანიამ მომხმარებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი გადასცეს შესაბამის პარტნიორ და არაპარტნიორ კომპანიას მომხმარებლისათვის შესაბამისი ნივთის /მომსახურების /ვაუჩერის გადაცემის მიზნებისათვის.“
10. ხელშეკრულების მე-8 მუხლს დაემატოს 8.8. პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„8.8. მომხმარებელი უფლებას ანიჭებს კომპანიას, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“- ს (ს.კ. 202161098) ავტო გასამართ სადგურებზე უნიქარდის დაგროვების საბარათე ოპერაციის განხორციელებისას ფადათმობით სარგებლობის მიზნით (ფასდათმობის სისტემის რეალიზაციის ფარგლებში, პარტნიორი კომპანიის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით) პარტნიორი კომპანიის მოთხოვნის შესაბამისად, გარკვეული პერიოდულობით გადასცეს პარტნიორ კომპანიას მომხმარებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ბარათის იდენტიფიცირებული ნომერი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ 2010 წლის 31 დეკემბერს გამოცემული #996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციით განსაზღვრულ ცენტრალურ მონაცემთა ბაზაში დასაფიქსირებლად. „
2017
ცვლილება-დამატებები უნიქარდით სარგებლობის პირობებში/ხელშეკრულებაში
ცვლილებები უნივერსალური დაგროვების ბარათით, „უნიქარდით“ სარგებლობის პირობებში, ბარათის მფლობელთან ხელშეკრულებაში ძალაშია 19.12.2017-დან. ცვლილება-დამატებების ინტერნეტ გვერდზე განთავსების თარიღი 08.12.2017წ.
ცვლილებების ნახვა
ინტერნეტ გვერდზე www.unicard.ge განთავსებული უნივერსალური დაგროვების ბარათით, „უნიქარდით“ სარგებლობის პირობებში, ბარათის მფლობელთან ხელშეკრულების (შემდგომში უნიქარდის პირობები) მე-2 მუხლის 2.24. პუნქტის შესაბამისად შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ“ გთავაზობთ ხელშეკრულებაში შემდეგი ცვლილება დამატებების შეტანას:
1. უნიქარდის პირობების მე-8 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:„8.1 მომხმარებლებისათვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების/გამარტივების, ახალი პროექტების შემუშავება-განხორციელების, კომპანიის პარტნიორ და სხვა არაპარტნიორ კომპანიებთან სხვადასხვა ერთობლივი აქციების, ღონისძიებების მოწყობის ან/და სარეკლამო-მარკეტინგული მიზნებისათვის, კომპანია იტოვებს უფლებას ბარათის მფლობელთა ცალკეული მონაცემ(ებ)ი/ბარათის მფლობელთა გარკვეული სეგმენტი (მათ შორის პერსონალური მონაცემები), შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენის“ პროექტ(ებ)ის ფარგლებში ნაწარმოები ნებისმიერი სტატისტიკური მონაცემები, მომხმარებელთა ინტერესთა სფეროები ან/და სეგმენტაციის მონაცემები გადასცეს პარტნიორ ან სხვა კომპანიებს, რაზეც მომხმარებელი წინამდებარე ხელშეკრულების დადებით უპირობოდ აცხადებს თანხმობას;
8.2. წინამდებარე ხელშეკრულების დადებით მომხმარებელი თანხმობას აცხადებს და ანიჭებს კომპანიას უფლებას მომხმარებლის სახელი, გვარი და უნიქარდის ბართზე დაგროვებული/დახარჯული ქულების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ბარათის მფლობელის მიერ უნიქარდის საბარათე ოპერაციის განხორციელებისას ხელმისაწვდომი გახადოს იმ პარტნიორი კომპანი(ებ)ისთვის, სადაც ხორციელდება უნიქარდის ქულების როგორც დაგროვების ასევე დახარჯვის საბარათე ოპერაციები, მომხმარებლებისთვის ქულების დაგროვება/ დახარჯვის მიზნებისათვის.
8.3. წინამდებარე ხელშეკრულების დადებით მომხმარებელი კომპანიას ანიჭებს უფლებას მასზედ, რომ კომპანიის მიერ მისი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი წყაროდან (მათ შორის სს „კრედიტინფო საქართველო“დან ს.კ.204470740 ) გამოთხოვნილი და მიღებული იქნას მომხმარებლის/ბარათის მფლობელის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, სხვადასხვა სახის სეგმენტირებული/გაფილტრული მონაცემები, საბანკო ინფორმაცია და ა.შ ახალი აქციების, ღონისძიებების დაგეგმვის, მოწყობა-ორგანიზების, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, ახალი პროექტების განხორციელების, ამასთანავე გამოთხოვილი ინფორმაციის სხვა მონაცემებთან შედარების, საქმიანობის ფარგლებში მონაცემების დამუშავების, გამოყენების, ანალიზის, შენახვის ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებისა და კომპანიის საქმიანობის ფარგლებში სხვა მიზნებისთვის;
8.4 მომხმარებელი თანხმობას აცხადებს და უფლებას ანიჭებს კომპანიას მასზედ რომ კომპანიის მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში განახორციელოს მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული / რეგისტრირებული, პერსონალური მონაცემების კერძოდ: სახელის, გვარის, პირადი ნომერის, დაბადების თარიღის, ტელეფონის ნომრის, მობილური ტელეფონის ნომერის, ელ ფოსტის, ფაქტობრივი მისამართის, ასევე: ინტერესთა სფეროების, პირადი შემოსავლის, ოჯახის შემოსავალის, ოჯახური მდგომარობისა და სხვა რეგისტრირებული მონაცემების, ასევე მომხმარებელთა სეგმეტირებული/გაფილტრული მონაცემების : ინტერესთა სფეროების, ასაკის, სქესის, განხორციელებული შესყიდვების, საცხოვრებელი ადგილის, რაიონის, პარტნიორ კომპანიებში დახარჯული თანხის, დახარჯული ან/და დაგროვებული უნიქარდის ქულების, საბარათე ოპერაციების (ტრანზაქციების) რაოდენობის მიხედვით, ან/და მომხმარებლის მიერ განხორციელებული სხვა ქცევისა და დაფიქსირებული სხვა მონაცემების დამუშავება, რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, მათ შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას. კომპანიის მიერ ელექტრონულ არხებში (ვებ გვერდი, მობილური აპლიკაციები ან/და სხვა მონაცემთა გადაცემის ტექნიკური საშუალებები) მომხმარებლის შესახებ მონაცემების დამუშავება ასევე მოიცავს მომხმარებლის აქტივობის ჩაწერას (მაგ. ელექტრონული არხით სარგებლობისას მომხმარებლის ადგილსამყოფელის იდენტიფიცირება, ძიების ველში დაფიქსირებული მონაცემების აღწერა და ანალიზი, ვებგვერდზე არსებული ინფორმაციების ან/და სხვა ნებისმიერ სტატისტიკური მონაცემის ჩაწერა, ამასთანავე ე.წ. “cookies” გამოყენება და მისი ანალიზი), ან/და მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული სხვა მონაცემების (მაგ. მომხმარებლის ან/და მესამე პირთა საკონტაქტო მონაცემები) გამოყენებას;
8.5. მომხმარებელთა სურვილებზე და საჭიროებებზე მორგებული პირდაპირი მარკეტინგის (ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების შეთავაზება) განსახორციელებლად მომხმარებელი თანხმობას აცხადებს და უფლებას ანიჭებს კომპანიას განახორციელოს მისი მონაცემების სეგმენტაცია/მონაცემების გაფილტვრა ინტერესთა სფეროების, ასაკის, სქესის, განხორციელებული შესყიდვების, საცხოვრებელი ადგილის, რაიონის, პარტნიორ კომპანიებში დახარჯული თანხის, დახარჯული ან/და დაგროვებული უნიქარდის ქულების, საბარათე ოპერაციების (ტრანზაქციების) რაოდენობის ან/და კომპანიის მიერ სხვა ხელმისაწვდომი ნებისმიერი მონაცემ(ებ)ის მიხედვით.
ამასთანავე, მომხმარებელი აცხადებს თანხმობას და კომპანიას ანიჭებს უფლებამოსილებას განახორციელოს მოკლე ტექსტური (სმს), ხმოვანი ან/და სხვა სახის ელ ფორმატით/საშუალებით სარეკლამო/მარკეტინგული შეტყობინებების, შეთავაზებების განსაზღვრული პერიოდულობით დაგზავნა როგორც სეგმენტირებული ასევე არასეგმენტირებული მომხმარებელებისათვის ბარათის განაცხადში (ან სხვა არხებში) დაფიქსირებულ მომხმარებლის ტელეფონის ნომერზე ან/და ელ ფოსტაზე როგორც კომპანიის, ასევე პარტნიორი ან სხვა კომპანიების ინტერესებისთვის, მანამ სანამ კომპანიის მომხმარებლის მიერ არ განხორციელდება სხვაგვარი მითითება.“
8.6. კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე უარის გაცხადებისას შესაბამისი სმს ტექსტის არასწორედ ან/და ოპერატორის ნომრის შეცდომით/არასწორედ მითითების გამო დამდგარ არასასურველ შედეგზე. მომხმარებელს უფლება აქვს სერვისის ავტომატურად გათიშვის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმოს კომპანიის საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორთან ტელეფონის ნომერზე (+995 32) 2 555 222.
8.7. კომპანია მიმართავს ტექნიკურ, ორგანიზაციულ-სამართლებრივ ღონისძიებებს რათა უზრუნველყოს მომხმარებლის რეგისტრირებული პერსონალური მონაცემების, ინტერესთა სფეროების და მომხმარებელთან დაკავშირებული სხვა მონაცემების კონფიდენციალურობა და დაცვა უნებართვო ან შემთხვევითი წვდომისგან, განადგურებისგან, მოდიფიცირებისგან, ბლოკირებისგან, კოპირებისგან, გავრცელებისგან და სხვა უკანონო ქმედებებისგან.“
ცვლილებები უნივერსალური დაგროვების ბარათით, „უნიქარდით“ სარგებლობის პირობებში, ბარათის მფლობელთან ხელშეკრულებაში ძალაშია 08.10.2017-დან. ცვლილება-დამატებების ინტერნეტ გვერდზე განთავსების თარიღი 28.09.2017წ.
ცვლილებების ნახვა
ინტერნეტ გვერდზე www.unicard.ge განთავსებული უნივერსალური დაგროვების ბარათით, „უნიქარდით“ სარგებლობის პირობებში, ბარათის მფლობელთან ხელშეკრულების (შემდგომში ხელშეკრულების) მე-2 მუხლის 2.24. პუნქტის შესაბამისად შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ“ გთავაზობთ ხელშეკრულებაში შემდეგი ცვლილება დამატებების შეტანას:
1. ხელშეკრულების მე-5 მუხლის (დაგროვებული ქულების ჩამოწერა) 5.1. პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე. ბარათის მფლობელის ან პარტნიორი კომპანიის მიერ იმ შესყიდვის ოპერაციის გაუქმებისას (მაგალითად შესყიდული საქონლის დაბრუნება და სხვა), რომელიც წარმოადგენდა ქულების დაგროვების საფუძველს.“
2. ხელშეკრულების მე-5 მუხლის (დაგროვებული ქულების ჩამოწერა) 5.1. პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს „ე1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ე1. ბარათის მფლობელის ან პარტნიორი კომპანიის მიერ იმ გადახდის ოპერაციის გაუქმებისას, რომელიც წარმოადგენდა ქულების დაგროვების საფუძველს. (აღნიშნული პუნქტი ვრცელდება პარტნიორ კომპანიებზე, რომლებიც ეწევიან დისტანციურ საგადახდო მომსახურებას (მაგალითად შპს „ფეი უნიქარდი“/უპერა და სხვა))“.
3. ხელშეკრულების მე-7 მუხლს (საყურადღებო ინფორმაცია) დაემატოს 7.11. პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„7.11. თუ ბარათის მფლობელის მიერ ინიცირებული გადახდის ოპერაციის გაუქმებისა და პარტნიორი კომპანიის მიერ თანხის მომხმარებლისთვის დაბრუნების მომენტისთვის უნიქარდის ანგარიშზე არ აღმოჩნდება საკმარისი რაოდენობის ქულა, რომელიც წინამდებარე წესების 5.1. პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად ექვემდებარება ჩამოწერას, ამ შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელს მიანიჭოს საეჭვო ოპერაციის სტატუსი და შეუზღუდოს უნიქარდის ბარათის გამოყენება კომპანიის პარტნიორ კომპანიებში.“
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ