This resolution is not supported!

უნიქარდის შესახებ

წინამდებარე პირობები არეგულირებს ონლაინ შესყიდვების ფარგლებში ქულების დაგროვების წესსა და პირობებს, ამ პირობებთან ერთად მოქმედებს შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენის“ „უნივერსალური დაგროვების ბარათით „უნიქარდით“ სარგებლობის პირობები”, ხელშეკრულება ბარათის მფლობელთან http://unicard.ge/ge/terms

უნიქარდის ვებგვერდიდან ონლაინ შესყიდვების პირობები

1. ტერმინთა განმარტებები უნიქარდის ქულების დაგროვება/დარიცხვის მიზნებისათვის

 

1.1. პირობები - წინამდებარე პირობები, რომელიც უნივერსალური დაგროვების ბარათის უნიქარდით სარგებლობის პირობებთან ერთად წარმოადგენს ერთიან სამართლებრივ დოკუმენტს;

1.2. უნიქარდი - შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ“ ს.კ. 202461406, მისამართი: თბილისი, ვაჟა ფშაველას ქ. #71;

1.3. ონლაინ(online) შესყიდვების საიტ(ებ)ი - უნიქარდის პარტნიორი კომპანიების ქართული და საერთაშორისო ინტერნეტ საიტები/ვებგვერდის მისამართები, რომლებიც სავაჭრო დასახელების/ლოგოს გამოსახულებით განთავსებულია უნიქარდის ვებგვერდზე;

1.4. ონლაინ (online) შესყიდვები - ბარათის მფლობელთა მიერ ონლაინ შესყიდვების საიტ(ებ)იდან განხორციელებული უნაღდო ანგარიშსწორების  ოპერაციები შესყიდვები;

1.5. ვებგვერდი - უნიქარდის საიტი www.unicard.ge

1.6. ქულა - არაფულადი ერთეული, რომელიც ბარათის მფლობელს უგროვდება უნიქარდის ანგარიშზე;

1.7. ბარათის მფლობელი/მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს უნიქარდის ძირითად ან დამატებით ბარათს და უნიქარდის კონკრეტული ბარათის ნომერი მითითებული/იდენტიფიცირებული აქვს ონლაინ შესყიდვის განხორციელებამდე;

1.8. ქულების დაგროვება/დარიცხვა - წინამდებარე პირობებით განსაზღვრული (ან/და  უნიქარდის მიერ მომხმარებელთა წახალისების მიზნებისათვის  დადგენილი სხვადასხვა სქემით) უნიქარდის მიერ ქულების დარიცხვა  ონლაინ შესყიდვ(ებ)ის განხორციელების შედეგად პროდუქციაში  გადახდილი თანხის/ღირებულების შესაბამისად.

 2. ონლაინ შესყიდვების პირობები

2.1.ქულების დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ უნიქარდის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ შესყიდვების საიტებიდან, ბარათის მფლობელის მიერ უნიქარდის ვებგვერდიდან გადასვლა/გადამისამართების შედეგად  განხორციელებული შენაძენის ოპერაციაზე;

2.2.პარტნიორი კომპანიების ონლაინ შესყიდვის ვებგვერდებზე უნიქარდის ქულები სხვადასხვა რაოდენობით გროვდება/ირიცხება. შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში დასარიცხი ქულების ოდენობა ბარათის მფლობელს ეცნობება ყოველ კონკრეტულ ვებგვერდზე შესვლის მომენტში. ქულების რაოდენობა ზოგიერთ საიტზე ან/და პროდუქციაზე შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიცვალოს;

2.3.უნიქარდის ქულები ასევე გროვდება/ირიცხება ონლაინ შესყიდვების საიტ(ებ)ის მიერ ფასდაკლების აქციების მიმდინარეობისას თუ უნიქარდის მიერ სხვა პირობა დამატებით არ იქნება განსაზღვრული;

2.4.უნიქარდის ქულების დაგროვება/დარიცხვისთვის სავალდებულოა უნიქარდის ბარათის ნომრის მითითება ონლაინ შესყიდვების სასურველ ვებგვერდზე ყოველ ჯერზე უნიქარდის ვებგვერდიდან გადასვლისას. ბარათის მფლობელი ვალდებულია ზუსტად და უშეცდომოდ მიუთითოს ბარათის ნომერი, წინააღმდეგ შემთხვევაში ქულები არ დაგროვდება/დაირიცხება. უნიქარდი არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ ბარათის არასწორედ/შეცდომით მითითების გამო დამდგარ შედეგებზე;

2.5.პროგრამულ უზრუნველყოფაში ბარათის მფლობელის მიერ მითითებული უნიქარდის ბარათის ანგარიშზე ქულები დაირიცხება პროდუქციის მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

2.6.ქულები არ დაირიცხება შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირების თანხაზე, შეფუთვაზე,  სხვა დამატებით მომსახურებაზე ან/და შეძენილ გარკვეულ პროდუქციაზე, რომელიც განსაზღვრულია ონლაინ შესყიდვების საიტის მიერ. ასევე თუ უნიქარდის მიერ განსხვავებული პირობა არ იქნება განსაზღვრული;

2.7.ქულების დარიცხვა ხორციელდება შესყიდვის მომენტში არსებული პროდუქციის ღირებულების შესაბამისად. კლირინგის ვალუტად განისაზღვრება აშშ დოლარი ან/და ევრო, ხოლო ქულების დარიცხვა წარმოებს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ქულების დარიცხვის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსის შესაბამისად. უნიქარდი პასუხს არ აგებს კურსთაშორისი სხვაობის გამო, განსხვავებული რაოდენობის ქულების დარიცხვაზე;

2.8.ქულების დასარიცხად, შესყიდვის განხორციელებამდე 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში, ბარათის მფლობელს არ უნდა უფიქსირდებოდეს პროდუქტის გვერდზე შესვლა (ბრაუზერის ისტორიაში დამახსოვრებული ინფორმაცია ე.წ. cookies) ან/და პროდუქცია  არ უნდა ჰქონდეს შენახული შესყიდვების კალათაში/მოწონებების ყუთში;

2.9.უნიქარდი პასუხს არ აგებს კლიენტის მიერ ონლაინ შესყიდვისათვს გამოყენებული გადახდის მეთოდის/არხის/საშუალებისათვის მონაცემთა დამუშავებასა და მათთან დაკავშირებლ დისპუტებზე;

2.10.უნიქარდი პასუხს არ აგებს მომხმარებლების მიერ განხორციელებული შესყიდვისას პროდუქციის ხარისხზე, ტრანსპორტირებაზე და სხვა პროდუქციასთან/ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე;

2.11.უნიქარდი უფლებას იტოვებს ბარათის მფლობელთა წახალისების მიზნებისათვის (მაგ.: დაბადების დღეებზე ან/და სხვა განსაკუთრებულ თარიღებში) განახორციელოს სხვადასხვა სახის აქციები. აქციების პერიოდში ბარათის მფლობელის ანგარიშზე დაირიცხება წინამდებარე პირობებით/დამატებითი პირობებით დადგენილისაგან განსხვავებული ან დამატებითი ქულები;

2.12.უნიქარდის ბარათის ნომრის მითითების ტექნიკური დეტალები, დასაგროვებელი/დასარიცხი ქულების რაოდენობის ჩვენება, წინამდებარე პირობების ჩვენებისა და დადასტურების, ასევე სხვა დამატებითი პირობების (ასეთის არსებობის, ან სამომავალოდ ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩვენების თანამიმდევრობა და სხვა შესაძლებლობები სრულად მოცემულია  პროგრამულ უზრუნველყოფაში. უნიქარდის მიერ ონლაინ შესყიდვების ფარგლებში ვებგვერდზე განთავსებულ დამატებით პირობებს აქვთ იურიდიული ძალა და სრულად ვრცელდება ბარათის მფლობელებზე;

2.13.ონლაინ შესყიდვის საიტების მიერ ბარათის მფლობელებისთვის რაიმე პირობის დათქმა არ ნიშნავს, რომ ეს პირობა დათქმულია უნიქარდის მიერ, შესაბამისად უნიქარდი პასუხს არ აგებს ამგვარ პირობ(ებ)ზე;

2.14.უნიქარდის ქულების საეჭვო ოპერაციებზე და სხვა წინამდებარე პირობებით გაუთვალისწინებელ საკითხებზე  სრულად ვრცელდება მომსახურების პირობებით განსაზღვრული დებულებები;

2.15.მომხმარებელი უფლებამოსილია ისარგებლოს სპეციალური პროგრამული მხარდაჭერით ე.წ. „უნოს“ ფუნქციონალით, ონლაინ შესყიდვების საიტებზე მომხმარებლისათვის უნიქარდის ქულების დაგროვების შესაძლებლობის არსებობის ჩვენებისა და ქულების დაგროვების შეხსენების მიზნებისათვის. ამასთანავე მომხმარებელი უნოს ფუნქციონალის ინსტალაციისას  ეთანხმება პირობას მასზედ რომ ფუქციონალის ამოქმედების შემდგომ უნოს მიერ პერიოდულად წაიშლება მომხმარებლის ისტორია (ე.წ. History) და ე.წ. „cookies“. უნიქარდი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაამატოს უნოს ახალი შესაძლებლობები, რომელიც აისახება უნოს ფუნქციონალის დამატებით პირობებში. დამატებითი პირობები წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების დანართს. 

2.16.უნიქარდს ნებისმიერ დროს უფლება აქვს გადახედოს წინამდებარე პირობებს და ატვირთოს განახლებული ვერსია. ბარათის მფლობელთათვის ყოველგვარი შეტყობინების გარეშე  პირობებში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება-დამატება ავტომატურად ვრცელდება ბარათის მფლობელებზე;

2.17.წინამდებარე პირობებზე თანხმობის გაცხადებით მომხმარებელი გარდა წინამდებარე და მომსახურების პირობებით განსაზღვრული რეგულაციებისა, ასევე ადასტურებს, რომ უნიქარდის მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში უნიქარდი უფლებამოსილია განახორციელოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციის (მათ შორის პერსონალური მონაცემების) ასევე შესყიდული პროდუქციის შესახებ, პროდუქციის დათვალიერებების, საიტების ვიზიტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება. რაც, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ მათ შეგროვებას ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას;

2.18.უნიქარდის მიერ ელექტრონულ არხებში (ვებგვერდი, ონლაინ შესყიდვების საიტები, მობილური აპლიკაციები ან/და სხვა მონაცემთა გადაცემის ტექნიკური საშუალებები) მათ შორის ე.წ.“cookies“ მიხედვით მომხმარებლის შესახებ მონაცემების დამუშავება ასევე მოიცავს მომხმარებლის აქტივობის ჩაწერას (მაგალითად ელექტრონული არხით/ინტერნეტ სივრცით სარგებლობისას) მომხმარებლის ადგილსამყოველის იდენტიფიცირება, ძიების ველში დაფიქსირებული მონაცემების აღწერა და ანალიზი;

2.19.ვებგვერდზე  უნიქარდის მიერ ელექტრონულ არხებში (ვებგვერდი, მობილური აპლიკაციები ან ვებგვერდზე არსებული ინფორმაციების ან/და სხვა ნებისმიერი სტატისტიკური მონაცემების ჩაწერა და მისი ანალიზი) ან/და მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული სხვა მონაცემების (მაგალითად: მომხმარებლის ან/და მესამე პირთა საკონტაქტო მონაცემები) გამოყენებას;

2.20.წინამდებარე პირობებსა და უნიქარდის ბარათით სარგებლობის პირობებს შორის წინააღმდეგობის/აზრობრივი განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება წინამდებარე პირობებს, საკითხები, რომლებიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე პირობებით დარეგულირდება სარგებლობის პირობების შესაბამისი დებულებებით წინამდებარე პირობებით განსაზღვრული სპეციფიკის გათვალისწინებით;  

2.21.მომხმარებელი წინამდებარე პირობებზე „თანხმობის“ ელექტრონულად მონიშვნით ადასტურებს, რომ ეთანხმება მითითებულ პირობებს.