UNIcard Visa საერთაშორისო საგადახდო ბარათი
ფეიუნიქარდი საქართველოში პირველი ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიაა, რომელიც უნიქარდთან ერთად ელექტრონულ საფულესთან
დაკავშირებულ UNIcard Visa ბარათს გთავაზობთ. წინასწარი გადახდის Visa საერთაშორისო ბარათით გადახდისას უნიქულები გროვდება მსოფლიოში ყველგან, სადაც ვიზას ბრენდის ნიშანი დაგხვდებათ.
UNIcard Visa ბარათის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს:
- მარტივად გააერთიანოს და მართოს საგადახდო და დაგროვების ბარათები, ფინანსები და დაგროვებული ჯილდოები ერთ ელექტრონულ სივრცეში;
- ელექტრონული ფულის გამოყენებით, აწარმოოს სარგებლიანი ფინანსური ოპერაციები;
- დააგროვოს მეტი უნიქულა არა მხოლოდ უნიქარდის პარტნიორებთან, არამედ ნებისმიერ ობიექტში, სადაც შესაძლებელია ვიზა ბარათით გადახდა;
- გადაიხადოს თანხა ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში, მათ შორის, ონლაინ;
- დააკონვერტიროს ელექტრონული ფული სპეციალური კურსით;
- გადაიხადოს კომუნალური გადასახადები შეღავათიანი ტარიფებით;
- გაანაღდოს თანხები მსოფლიოს მასშტაბით ვიზას პარტნიორი ბანკების ქსელში;
- ფინანსური ოპერაციებისთვის მიიღოს ჯილდო და მუდმივი სპეციალური შეთავაზებები უნიქარდისა და მისი პარტნიორებისგან.
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ