უნიქარდისა და SBM-ის ერთობლივი ბარათი
2019 წლის ოქტომბერში უნიქარდმა და სპორტულმა სააგენტო SBM-მა ერთობლივი ბარათი გამოუშვეს, რომლით სარგებლობაც მინი ფეხბურთში სამოყვარულო ჩემპიონატის, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 1000-ზე მეტ ფეხბურთელს შეუძლია.
ბარათის საშუალებით SBM ფეხბურთელებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით დააჯილდოებს, რაც იმას გულიხმობს, რომ საფეხბურთო მატჩების დროს, ამა თუ იმ აქტივობების განხორციელების შედეგად (გოლი და პასი), ფეხბურთელებს ბარათზე ელექტრონული ვაუჩერები დაერიცხებათ, რომლის განაღდებასაც ისინი ესპანური სპორტული ბრენდის JOMA-ს მაღაზიათა ქსელში შეძლებენ. ამავე დროს, ერთობლივ ბარათს სტანდარტული უნიქარდ ბარათის ყველა ფუნქცია აქვს.
ამავე ბარათით, ფეხბურთელები გახარჯული თანხის შესაბამის, მზარდ ფასდაკლებას მიიღებენ მაღაზიაში JOMA.
გარდა ამისა, უნიქარდის მფლობელები ისარგებლებენ მუდმივი 5% ფასდაკლებით JOMA-ს მაღაზიათა ქსელში ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას.
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ