This resolution is not supported!

პარტნიორობა

პარტნიორობა უნიქარდთან

უნიქარდი ლოიალობის პირველი და ერთადერთი უნივერსალური პროგრამაა, რომელიც 2010 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე და 6 000-მდე მიღების წერტილსა და 350 პარტნიორ კომპანიას აერთიანებს ვაჭრობის, მომსახურებისა და საგადახდო სექტორებში. 12 წლიანი უწყვეტი საქმიანი ურთიერთობები განსხვავებულ სექტორებში კი განსაკუთრებულ გამოცდილებას სძენს კომპანიას.

ჩვენი მიზანია, წარმატებულად ვმართოთ პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან ურთიერთობა, ხელი შევუწყოთ გრძელვადიანი, მყარი და ლოიალური ურთიერთობის ჩამოყალიბებას მომხმარებელსა და კონკრეტულ ბიზნესს შორის.

უნიქარდის უნიკალური მონაცემთა ბაზა (2 000 000 ემიტირებული ბარათი) მოიცავს არა მხოლოდ სტანდარტულ დემოგრაფიულ მონაცემებს, არამედ წარმოადგენს ინფორმაციაზე წვდომის უნიკალურ  წყაროს მომხმარებლის ქცევისა და ინტერესების შესახებ. ამ უნიკალური ინფორმაციის ანალიტიკური მოდელებისა და პროცესების გამოყენება შესაძლებლობას მოგცემთ, უკეთ გააანალიზოთ საკუთარი მომხმარებლის ქცევის მახასიათებლები და  განახორციელოთ ეფექტური კომუნიკაცია, თუ მარკეტინგული კამპანიები. დაგროვებისა და ლოიალობის უნივერსალური პროგრამა უნიქარდი საქართველოს მასშტაბით მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და პარტნიორ კომპანიებს ლოიალური მომხმარებლების წახალისებაში ეხმარება.

ძირითადი სარგებელი უნიქარდის პარტნიორებისთვის:

  • ლოიალობის პროგრამის არსებული მომხმარებლებისთვის  შეთავაზება;
  • წვდომა პოტენციური მომხმარებლების ბაზასთან;
  • სეგმენტაციის შესაძლებლობა ნებისმიერი პარამეტრით და ინფორმაციის დამუშავების თანამედროვე მეთოდები;
  • მონაცემთა დიდი ბაზა - როგორც მომხმარებლების დემოგრაფიული მონაცემებით, ასევე ინფორმაციით სექტორების აქტივობის  მიხედვით;
  • ეფექტური და დაბალბიუჯეტიანი საკომუნიკაციო არხები (სმს, ონლაინ სმს, ციფრული მედია და ა.შ.)
  • ბრენდის ცნობადობის  მაღალი დონე მიზნობრივ სეგმენტში;
  • ახალი პლატფორმის, SMART CRM-ის მეშვეობით საკუთარი მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის შეგროვების და კომუნიკაციის გაუმჯობესების შესაძლებლობა.

უნიქარდი კომპანიებს და ბარათის მფლობელებს ერთმანეთთან აკავშირებს და ამ გზით ლოიალობის პროგრამის დანერგვის პოზიტიურ გამოცდილებას ქმნის. უნიქარდი აფასებს ბიზნესსა და მომხმარებელს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს და ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელს აჯილდოებს.

ჩვენი პარტნიორები იღებენ სტრატეგიულ მარკეტინგულ გადაწყვეტილებებს, რომელიც მათ როგორც ახალი მომხმარებლების მოზიდვაში და შესაბამისად გაყიდვების მოცულობის ზრდაში, ასევე  არსებული მომხმარებლების შენარჩუნებაში და მათი ლოიალობის დაფასებაში ეხმარებათ.

უნივერსალური დაგროვებისა და ლოიალობის  პროგრამა საშუალებას გაძლევთ უფრო ეფექტურად და ნაკლები ფინანსური დანახარჯებით (ვიდრე საკუთარი ლოიალური პროგრამის დანერგვაა)  განახორციელოთ კომუნიკაცია თქვენს პოტენციურ მომხმარებელთან, რომელსაც ჯერ არ უსარგებლია თქვენი კომპანიის სერვისით, მაგრამ არის უნიქარდის ლოიალური მომხმარებელი.

უნიქარდის უნივერსალურ ლოიალობის პროგრამაში ჩასართავად, მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე [email protected]

გთხოვთ, წერილში მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია თქვენი კომპანიის შესახებ:

  • კომპანიის დასახელება;
  • კომპანიის საქმიანობის აღწერა;
  • ფოტო მასალა;
  • საკონტაქტო ინფორმაცია.