უნიქარდის შოპინგ ფესტივალი იწყება
18 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, თბილისი მოლში ტრადიციულად, უნიქარდის შოპინგ ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში უნიქულების დაგროვება ყველა მსურველს შეუძლია. 25 ნოემბერს კი Black Friday-ს ფარგლებში, სტუმრებს უნიქულებთან ერთად 50%-მდე ფასდაკლება ელით თბილისი მოლში მდებარე მაღაზიებში.
უნიქულების დაგროვების პროცესი მარტივია – იშოპინგეთ თბილისი მოლის ნებისმიერ მაღაზიაში, შენაძენზე მიღებული ქვითრით მობრძანდეთ მოლის მთავარ ატრიუმში განთავსებულ უნიდესკთან და უნიქარდის წარმომადგენლები შენაძენის შესაბამის უნიქულებს დაგირიცხავენ ბარათზე.
ყოველ 10 ლარზე 1 უნუქულა გროვდება და დღეში მაქსიმუმ 50 უნიქულის დაგროვებაა შესაძლებელი. თუ არ გაქვთ უნიქარდის ბარათი, ფესტივალში მონაწილეობას მაინც შეძლებთ - უნიდესკთან უნიქარდის ახალ ბარათს აიღებთ და ქვითრების შესაბამისი ქულებიც დაგერიცხებათ.
უნიქარდის შოპინგ ფესტივალის ფარგლებში დარიცხული ქულები გააქტიურდება მას შემდეგ, ბარათზე დამატებით 10 უნიქულას დააგროვებსთ უნიქარდის პარტნიორ კომპანიებში, (ან არაპარტნიორ კომპანიებში , UNIcard Visa/Mastercard ბარათით) .
ქულების გასააქტიურებლად აუცილებელია ბარათის მფლობელი რეგისტრირებული იყოს უნიქარდის სისტემაში. რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდის (www.unicard.ge), მობილური აპლიკაციის ან სატელეფო ცენტრის (+995 32) 2 555 222 საშუალებით. ფესტივალზე დაგროვებული უნიქულების გააქტიურების ვადაა 2022 წლის 31 დეკემბერი.
უნიქარდის შოპინგ ფესტივალში მონაწილეობა - შოპინგი და დაგროვება ყველას შეუძლია!
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ