This resolution is not supported!

შოპინგ ფესტივალის დეტალური პიროები

16/11/2022

უნიქარდის შოპინგ ფესტივალი თბილისი მოლში

 

აქციის პერიოდი: 18.11.2022 -დან 01.12.2022-ის ჩათვლით

 

აქციის შინაარსი:

აქციის პერიოდში თბილისი მოლის ნებისმიერ მაღაზიაში, ყოველ დახარჯულ 10 ლარზე უნიქარდზე გროვდება 1 ქულა (შემდგომში საბონუსე ქულა).

 

საბონუსე ქულის დარიცხვის სპეციფიკა:

  • დღეში დაგროვებული საბონუსე ქულების მაქსიმალური მოცულობა - 50 ქულა ბარათზე;
  • ბარათის მფლობელის მონაცემები უნდა იყოს რეგისტრირებული უნიქარდის სისტემაში 2023 წლის 1 იანვრამდე;
  • ფესტივალის პერიოდში დარიცხული საბონუსე ქულების გააქტიურება მოხდება უნიქარდის ნებისმიერი პარტნიორ კომპანიაში (ან არაპარტნიორ კომპანიაში , UNIcard Visa/Mastercard ბარათით) 10 ქულის დაგროვებისთანავე (თუ უნიქარდის ანგარიშზე  დაკავშირებულია რამოდენიმე ბარათი, რომლზეც განხორციელდა ფესტივალის საბონუსე ქულების დარიცხვა, პირობის დაკმაყოფილება შესაძლებელია ჯამურად ანგარიშზე დაგროვებული ქულების მიხედვით).

 

 

საბონუსე ქულის დარიცხის პროცესისის აღწრილობა :

  • საბონუსე ქულის დარიცხვა მოხდება თბილისი მოლში არსებულ ნებისმიერ (მათ შორის მცირე ზომის სტენდის თუ სხვა სპეციფიური ობიექტის) მაღაზიის შენაძენზე;
  • ფესტივალის პერიოდში განხორციელებულ შენაძენზე მიღებული ჩეკის წარდგენა უნდა მოხდეს თბილისი მოლში განთავსებულ უნიქარდის მომსახურების ცენტრში (თბილისი მოლის ცენტრალურ ფოიეში განთავსებულ უნიდესკთან);
  • საბონუსე ქულის დარიცხვა შესაძელბელია როგორც არსებულ, ისე ახლადგახსნილ ბარათზე;
  • ოპერატორი ამოწმებს ჩეკის ვალიდურობას - მიმდინარე თარიღი, თბილისი მოლის

მისამართი (დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კილომეტრი, თბილისი მოლი);

  • ერთი მომხმარებლის მიერ წარდგენილი ჩეკების რაოდენობა შეზღუდული არ არის;
  • პირობის შესრულების მაქსიმალური ვადაა─2022 წლის 31 დეკემბერი 24:00 საათი. ქულის დაგროვება უნდა მოხდეს უნიქარდის პარტიორ კომპანიებში (ან არაპარტნიორ კომპანიაში, UNIcard Visa/Mastercard  ბარათით);
  • არარეგისტრირებულ ბარათზე ქულების გააქტიურება განხორციელდება, თუ 2023 წლის 1 იანვრამე მოხდება ბარათზე მონაცემების რეგისტრირება და დაფიქსირდება ანგარიშზე 10 ქულის დაგროვება უნიქარდის პარტნიორებთან (ან არაპარტნიორ კომპანიაში, UNIcard Visa/Mastercard  ბარათით);
  • საბონუსე ქულები გააქტიურდება ორივე პირობის (ბარათზე მონაცემების რეგისტრაცია, ბარათზე 10 უნიქულის დაგროვება) შესრულების შემდეგ;
  • ბარათი დარეგისტრირებულად ითვლება თუ შევსებულია: სახელი და გვარი, მობ.

ტელეფონის ნომერი და დაბადების თარიღი;

  • თუ ანგარიშის მფლობელი რეგისტრირებულია, ხოლო ბარათი, რომელზეც შესრულდა საბონუსე ქულის დარიცხვა არ არის რეგისტრირებული, საბონუსე ქულის დარიცხვა ვერ მოხდება;
  • თუ მომხმარებელს დაერიცხა საბონუსე ქულა რამოდენიმე განსხვავებულ დღეს, პირობის დაკმაყოფილების შემდეგ გააქტიურდება მიმდინარე მომენტამდე დარიცხული ყველა საბონუსე ქულა;
  • საბონუსე ქულების დარიცხვა განხორციელდება 2023 წლის 3 იანვრიდან - 2023 წლის 20 იანვრის ჩათვლით პერიოდში.