This resolution is not supported!

უნიქარდი დროებით წყვეტს მომხმარებელთა მომსახურებას

20/03/2020

ქვეყანაში და მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და მომხმარებელთა უსაფრთხოების მიზნით, დღეიდან, თბილისში მდებარე უნიქარდის მომსახურების ცენტრებიც დროებით დაიხურება.

ასევე, დროებით შეჩერდება პრიზების როგორც მომსახურების ცენტრებიდან გაცემის, ასევე ადგილზე მიწოდების სერვისიც, თუმცა პრიზების შეკვეთა შესაძლებელია.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტიდან დახურულია უნიქარდის ქუთაისისა და ბათუმის მომსახურების ცენტრები.

უნიქარდის სატელეფონო ცენტრი იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში.

მომსახურების ცენტრის გახსნა და პრიზების გაცემა/მიწოდება აღდგება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რასაც ჩვენი არხების საშუალებით ვაცნობებთ მომხმარებლებს.

უნიქარდი ჯანმრთელობას გისურვებთ!