უნიქარდი დროებით წყვეტს მომხმარებელთა მომსახურებას
20/03/2020
ქვეყანაში და მსოფლიოში კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის და მომხმარებელთა უსაფრთხოების მიზნით, დღეიდან, თბილისში მდებარე უნიქარდის მომსახურების ცენტრებიც დროებით დაიხურება.
ასევე, დროებით შეჩერდება პრიზების როგორც მომსახურების ცენტრებიდან გაცემის, ასევე ადგილზე მიწოდების სერვისიც, თუმცა პრიზების შეკვეთა შესაძლებელია.
შეგახსენებთ, რომ 18 მარტიდან დახურულია უნიქარდის ქუთაისისა და ბათუმის მომსახურების ცენტრები.
უნიქარდის სატელეფონო ცენტრი იმშავებს ჩვეულ რეჟიმში.
მომსახურების ცენტრის გახსნა და პრიზების გაცემა/მიწოდება აღდგება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რასაც ჩვენი არხების საშუალებით ვაცნობებთ მომხმარებლებს.
უნიქარდი ჯანმრთელობას გისურვებთ!
© 2010 - 2024 All rights reserved by the "Universal Card Corporation" LLC (ID: 2O24614O6)