This resolution is not supported!

გამოვლინდნენ მოითხოვე ქართულის პროექტის აპრილის თვის გამარჯვებულები

22/05/2017

17 მაისს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში პროექტ “მოითხოვე ქართული”-ის დაჯილდოების პირველი ცერემონიალი ჩატარდა.

მოწვეულ სტუმრებს და გამარჯვებულებს სიტყვით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა.

ქართული წარმოების განვითარების მნიშვნელობის და ამ თვალსაზრისით დაგროვებითი ბარათის როლის შესახებ ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდამჭერ ქართულ კომპანიებს და კონკურსის გამარჯვებულებს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის. ბატონმა გიორგი აბაშიშვილმა აპრილის თვეში გამარჯვებულებს ქართული პროდუქციის ერთგული მოხმარებისთვის სამახსოვრო სერტიფიკატები გადასცა. გამარჯვებულები პროექტის პარტნიორმა 40-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ საკუთარი პროდუქციით დაასაჩუქრა.

კონკურსი ყოველთვიურად ჩატარდება და შესაბამისად გამარჯვებულებიც ყოველთვიურად გამოვლიანდებიან. იმისთვის, რომ გახდეთ ამ პროექტის გამარჯვებული და მოხვდეთ ათეულში, ყოველი თვის ჭრილში უნდა დააგროვოთ ყველაზე მეტი „ქართული“.

ბარათი “მოითხოვე ქართული” საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით შეიქმნა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მოითხოვე ქართული" უნიქარდთან ერთად ახორციელებს და  რომლის მთავარი მიზანი ქართული პროდუქციის გაყიდვების ზრდას ემსახურება.