This resolution is not supported!

Columbia/Mustang/Converse-ი უნიქარდის პარტნიორი გახდა

24/02/2016

უნიქარდის ქსელს მაღაზითა ქსელი Columbia & Mustang & Converse-ი შემოუერთდა. მაღაზიებში წარმოდგენილია ბრენდების Columbia, Mustang, Converse ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები.

Columbia Sportwear Company ქალებს და მამაკაცებს ტანსაცმელის, ფეხსაცმელისა და აქსესუარების ხაზს სთავაზობს. Columbia & Mustang & Converse-ის ქსელში წარმოდგენილი ბრენდები მომხმარებლებს 70 წელზე მეტია კომფორტული დასვენების და გართობისთვის შესაბამისი სამოსის დიზაინს სთავაზოვს. Columbia-ს პროდუქტი მთელ მსოფლიოში იყიდება. ტექნოლოგიებით გაჯერებული ბრენდი გათვლილია, როგორც მთამსვლელებისთვის, ასევე მონადირეებისათვის, მეთევზეებისთვის, მოთხილამურეებისთვის და უბრალოდ ადამიანებისთვის, რომლებსაც უყვართ ბუნებაში დასვენება.

Mustang-ი მსოფლიო ბაზარზე 1958 წელს გამოჩნდა, ბრენდი ამერიკული ცხოვრების სტილისგან იღებს შთაგონებას. Mustang-ი აწარმოებს არამარტო ქალისა და მამაკაცის ჯინსებს, ასევე ქურთუკების, პერანგების, მაისურების, აქსესუარების დიდ ასორტიმენტს.

Converse-ს საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ის 1908 წლის თებერვალში დააარსა მარკუს მილერ კონვერსმა მალდენში, მასაჩუსეცის შტატში. ფეხსაცმლის წარმოება თავიდავე სამი მიმართულებით წარმოებდა მამაკაცებისათვის, ქალებისა და ბავშვებისათვის. ბრენდი აქტუალურია წელიწადის ნებისმიერ დროს.

Columbia & Mustang & Converse-ში ყოველ დახარჯულ 10 ლარზე 1 ქულა გროვდება. მაღაზიის მისამართებია:

  • აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ;
  • სამგორის II დასახლება, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქ. 2 (სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“).