This resolution is not supported!

უნიქარდის ონლაინ კატალოგში ახალი უნიტურებია ხელმისაწვდომი

19/02/2016

 

უნიქარდის ონლაინ კატალოგს 2016 წლის უნიტურები დაემატა. რომი, დუბაი, პრაღა, ამსტერდამი, სტამბოლი, ბუდაპეშტი, ბარსელონა, ეს ის ქალაქებია, სადაც დასვენება უფასოდ - უნიქარდის ქულებით არის შესაძლებელი. გარდა ჩამოთვლილისა, ხელმისაწვდომია შიდა ტურები სასტუმროებში: „როიალ ბატონი, „ლე პორტი“, „კაბადონი“, „ლოპოტა“ და „ყვარლის ტბა“. ტურების ღირებულება 999 ქულიდან 4200 ქულამდე მერყეობს.

2012 წლიდან საქართველოს ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ უნიქარდის 1000-ზე მეტმა მომხმარებელმა დაისვენა ქულებით. მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია უნიქარდის კატალოგში. უნიტურის საშუალებით ბარათის მფლობელებს შეუძლიათ ქულები გადაცვალონ 50%-ით ფასდაკლებულ ტურებში.

 

უნიტურით სარგებლობის პირობები:

  • საზღვარგარეთის ტურები განსაზღვრულია 1 ადამიანზე - ავიაბილეთი ერთ პერსონაზე  და  3* სასტუმრო ორ პერსონაზე საუზმით. მეორე ადამიანის გამგზავრება შესაძლებელია ავიაბილეთის საფასურის დამატებით. შიდა ტურები განსაზღვრულია 2 პერსონაზე სასტუმროს სტანდარტული ნომრით და საუზმით;
  • უნიტური წარმოადგენს უნიქარდის სარეკლამო პროდუქტს. შესაბამისად ტურის შეძენის შემთხვევაში  მომხმარებელი ვალდებულია:

1. უნიქარდისთვის მოგზაურობის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი სახით/ფორმით გასაჯაროების უფლების მინიჭებაზე;

2. მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალის უნიქარდისთვის მიწოდებაზე;

3. უნიქარდისთვის მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალის სარეკლამო-მარკეტინგული არხების საშუალებით (ვებგვერდი, ვებ ბანერი, ტელე/რადიო გადაცემები, სარეკლამო კლიპები) გასაჯაროების უფლების მინიჭებაზე;

4. უნიქარდის სტენდთან ფოტოსურათების გადაღებაზე და ამ ფოტოსურათების უნიქარდისთვის გადაცემაზე, ასევე აღნიშნული ფოტოსურათების უნიქარდისთვის ნებისმიერი ფორმით გავრცელების უფლების მინიჭებაზე. 

  • საზღვარგარეთის ტურის შეკვეთისას ანგარიშზე დამატებით დაიჯავშნება 300 საგარანტიო ქულა, შიდა ტურის შემთხვევაში კი 100 ქულა, რომელიც დაბრუნდება ანგარიშზე უნიტურის სარეკლამო პირობის დაკმაყოფილების შემდეგ. 
  • საზღვარგარეთის ტურის შეკვეთა შესაძლებელია გამგზავრებამდე მინიმუმ 2 თვით ადრე; შიდა ტურის შეკვეთა შესაძლებელია გამგზავრებამდე მინიმუმ 10 დღით ადრე;
  • ერთ ადამიანზე შეკვეთების რაოდენობა შეზღუდული არ არის; შესაძლებელია სხვა პირ(ებ)ისთვის ტურის შეკვეთა;
  • საზღვარგარეთის ტურის გაუქმება შესაძლებელია გამგზავრებამდე 1 თვით ადრე, შემდეგ ქულები დაბრუნებას აღარ ექვემდებარება; შიდა ტურის გაუქმება შესაძლებელია გამგზავრებამდე 7 დღით ადრე, შემდეგ ქულები დაბრუნებას აღარ ექვემდებარება;
  • მომხმარებლის მიერ ტურის პირობების საბოლოოდ დადასტურების შემდეგ, შეკვეთა გაუქმებას აღარ ექვემდებარება; 
  • 2016 წლიდან 10% ფასდაკლება აღარ ვრცელდება ტურებზე;
  • საზღვარგარეთის ტურის საფასურში არ შედის: კვების, დაზღვევის, ქალაქის გადასახადის და ტრანსფერის ღირებულება;
  • საზღვარგარეთის ტურებში მგზავრების რაოდენობა შეზღუდულია.