უნიქარდის ონლაინ კატალოგში ახალი უნიტურებია ხელმისაწვდომი
უნიქარდის ონლაინ კატალოგს 2016 წლის უნიტურები დაემატა. რომი, დუბაი, პრაღა, ამსტერდამი, სტამბოლი, ბუდაპეშტი, ბარსელონა, ეს ის ქალაქებია, სადაც დასვენება უფასოდ - უნიქარდის ქულებით არის შესაძლებელი. გარდა ჩამოთვლილისა, ხელმისაწვდომია შიდა ტურები სასტუმროებში: „როიალ ბატონი, „ლე პორტი“, „კაბადონი“, „ლოპოტა“ და „ყვარლის ტბა“. ტურების ღირებულება 999 ქულიდან 4200 ქულამდე მერყეობს.
2012 წლიდან საქართველოს ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ უნიქარდის 1000-ზე მეტმა მომხმარებელმა დაისვენა ქულებით. მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია უნიქარდის კატალოგში. უნიტურის საშუალებით ბარათის მფლობელებს შეუძლიათ ქულები გადაცვალონ 50%-ით ფასდაკლებულ ტურებში.
უნიტურით სარგებლობის პირობები:
- საზღვარგარეთის ტურები განსაზღვრულია 1 ადამიანზე - ავიაბილეთი ერთ პერსონაზე და 3* სასტუმრო ორ პერსონაზე საუზმით. მეორე ადამიანის გამგზავრება შესაძლებელია ავიაბილეთის საფასურის დამატებით. შიდა ტურები განსაზღვრულია 2 პერსონაზე სასტუმროს სტანდარტული ნომრით და საუზმით:
- უნიტური წარმოადგენს უნიქარდის სარეკლამო პროდუქტს. შესაბამისად ტურის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
1. უნიქარდისთვის მოგზაურობის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი სახით/ფორმით გასაჯაროების უფლების მინიჭებაზე;
2. მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალის უნიქარდისთვის მიწოდებაზე;
3. უნიქარდისთვის მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალის სარეკლამო-მარკეტინგული არხების საშუალებით (ვებგვერდი, ვებ ბანერი, ტელე/რადიო გადაცემები, სარეკლამო კლიპები) გასაჯაროების უფლების მინიჭებაზე;
უნიქარდის სტენდთან ფოტოსურათების გადაღებაზე და ამ ფოტოსურათების უნიქარდისთვის გადაცემაზე, ასევე აღნიშნული ფოტოსურათების უნიქარდისთვის ნებისმიერი ფორმით გავრცელების უფლების მინიჭებაზე.
- საზღვარგარეთის ტურის შეკვეთისას ანგარიშზე დამატებით დაიჯავშნება 300 საგარანტიო ქულა, შიდა ტურის შემთხვევაში კი 100 ქულა, რომელიც დაბრუნდება ანგარიშზე უნიტურის სარეკლამო პირობის დაკმაყოფილების შემდეგ.
- საზღვარგარეთის ტურის შეკვეთა შესაძლებელია გამგზავრებამდე მინიმუმ 2 თვით ადრე; შიდა ტურის შეკვეთა შესაძლებელია გამგზავრებამდე მინიმუმ 10 დღით ადრე;
- ერთ ადამიანზე შეკვეთების რაოდენობა შეზღუდული არ არის; შესაძლებელია სხვა პირ(ებ)ისთვის ტურის შეკვეთა;
- საზღვარგარეთის ტურის გაუქმება შესაძლებელია გამგზავრებამდე 1 თვით ადრე, შემდეგ ქულები დაბრუნებას აღარ ექვემდებარება; შიდა ტურის გაუქმება შესაძლებელია გამგზავრებამდე 7 დღით ადრე, შემდეგ ქულები დაბრუნებას აღარ ექვემდებარება;
- მომხმარებლის მიერ ტურის პირობების საბოლოოდ დადასტურების შემდეგ, შეკვეთა გაუქმებას აღარ ექვემდებარება;
- 2016 წლიდან 10% ფასდაკლება აღარ ვრცელდება ტურებზე;
- საზღვარგარეთის ტურის საფასურში არ შედის: კვების, დაზღვევის, ქალაქის გადასახადის და ტრანსფერის ღირებულება;
- საზღვარგარეთის ტურებში მგზავრების რაოდენობა შეზღუდულია.
© 2010 - 2024 All rights reserved by the "Universal Card Corporation" LLC (ID: 2O24614O6)