ვაკანსია მრავალშვილიანი მშობლებისთვის
კომპანია “უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ” (უნიქარდი) სპეციალურად მრავალშვილიანი მშობლებისთვის აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის სარეზერვო ოპერატორის თანამდებობაზე თბილისში.
ძირითადი მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება
- სასურველია გავლილი ჰქონდეს ტრენინგი სერვის პლიუსში
- სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სატელეფონო ცენტრში ან მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში
- რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა (შემოწმდება გასაუბრებისას)
- MS Office-ის და ინტერნეტის საძიები სისტემის მაღალ დონეზე ცოდნა
- ასაკი: 19- 40 წლამდე
აუცილებელი უნარები:
- დახვეწილი , გამართული მეტყველება , სასიამოვნო ხმა
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარ-ჩვევები
- გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
- ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
- პასუხიმგებლობის მაღალი გრძნობა
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
- პუნქტუალურობა
სამუშაო გრაფიკი - დღეში 6 საათი , მაქსიმუმ კვირაში 6 დღე, ანაზღაურება ნამუშევარი დღეების მიხედვით საჭიროებისამებრ.
ქოლ ცენტრის სამუშაო საათებია 09:00 – 21:00
გთხოვთ თქვენი რეზიუმე (cv) გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე: [email protected] . "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება -სატელეფონო ცენტრის სარეზერვო ოპერატორი - მრავალშვილიანი
ფოტო სურათის გარეშე მიღებული cv არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: ტელეფონის ნომერზე:(+99532)555-222.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენისთის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ