უპერას, შპს „ფეი უნიქარდის“ პირობები
საგადახდო მომსახურების პროვაიდერ შპს „ფეი უნიქარდსა“ და მომხმარებელს/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელს შორის
შეთანხმების სავალდებულო ხასიათის გათვალისწინებით გთხოვთ, საგადახდო მომსახურებით სარგებლობამდე წინამდებარე შეთანხმება წაიკითხოთ ყურადღებით !
1.1. წინამდებარე პირობები არეგულირებს მომხმარებლებს, საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელებს და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შპს „ფეი უნიქარდს“ შორის სამართლებრივ ურთიერთობას, მომსახურების არხით, საბანკო საგადახდო ბარათებით განხორციელებული საგადახდო მომსახურების ფარგლებში.
1.2. უნიქარდის სისტემაში ავტორიზებულ მომხმარებლებს/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელებს შპს „ფეი უნიქარდის“ საგადახდო მომსახურებით სარგებლობისას სერვის პროვაიდერის მიერ ყოველ დადასტურებულ გადახდაზე უგროვდებათ უნიქარდის ქულები ამ შეთანხმებითა და შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენის“ (შემდგომში უნიქარდი) ვებგვერდზე განთავსებული სარგებლობის პირობების შესაბამისად
1.3. შპს „ფეი უნიქარდის“ დისტანციური საგადახდო მომსახურებით სარგებლობამდე, მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი ვალდებულია გაეცნოს წინამდებარე პირობებს და პირობების მიღების შემთხვევაში განახორციელოს შეთავაზებული საგადახდო მომსახურებით სარგებლობა. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, წინამდებარე შეთანხმება შპს „ფეი უნიქარდსა“ და მომხმარებლს/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელს შორის შეთანხმებულად ჩაითვლება მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ გადახდის ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (შემდგომში - მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის თანხმობა).
1.4. მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე პირობები.
2.1. წინამდებარე შეთანხმების ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი განმარტება:
- უპერა - საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს „ფეი უნიქარდი“ (სასაქონლო ნიშანი/კომერციული სახელწოდება - უპერა) საიდენტიფიკაციო კოდი 404519455, იურიდიული მისამართი: თბილისი, ვ. პეტრიაშვილის ქ.#25-27-29/4,ბ.26 , ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, ვაჟა ფშაველას 71, მე-3 სართული, ელ. ფოსტა [email protected], ვებგვერდი www.upera.ge; რეგისტრაციის ნომერი - 0052-9;
- მომხმარებელი /აბონენტი- სერვის პროვაიდერის აბონენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი;
- საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი - პირი, რომელიც ფლობს საბანკო საგადახდო ბარათს, აქვს უფლება გამოიყენოს აღნიშნული ბარათი და ამ ბარათის გამოყენებით ახორციელებს სერვის პროვაიდერის მიერ მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურებას ან/და სერვის პროვაიდერთან არსებული ანგარიშის შევსებას;
- სერვის პროვაიდერი - მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია;
- გადახდა - წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის მომხმარებლის/აბონენტის ან საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ ინიცირებული ფულადი სახსრების განთავსების ან ჩარიცხვის ან გადარიცხვის ოპერაცია;
- მომსახურების არხი -ვებგვერდი www.unicard.ge, მომსახურების ადგილები და საშუალებები, საიდანაც და რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მომხმარებლისან საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ გადახდის განხორცილება;
- საგადახდო დავალება - მომხმარებლის ან საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ უპერასთვის მიცემული დავალება გადახდის ოპერაციის შესახებ;
- უნიქარდის ქულა - არაფულადი საავანსო ერთეული, რომელიც საგადახდო მომსახურებით სარგებლობისას უნიქარდის ბარათის მფლობელს უგროვდება შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენში“ გახსნილი ქულების ანგარიშზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3.1. გასაწევი საგადახდო მომსახურების ძირითადი მახასიათებლების აღწერა:
3.1.1. უპერას დისტანციური საგადახდო მომსახურებით მომხმარებლები/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელები უფლებამოსილი არიან გადაიხადონ კომუნალური, სატელეკომუნიკაციო, ლოჯისტიკური, აზარტული თამაშების და უპერას სისტემაში ჩართული სხვა სერვის პროვაიდერების გადახდები, აგრეთვე, შეიძინონ გარკვეული სახის საქონელი და მომსახურება, განახორციელონ სერვის პროვაიდერ(ებ)თან არსებული სააბონენტო ანგარიშ(ებ)ის შევსება საბანკო საგადახდო ბარათების მეშვეობით. უპერას სისტემაში ჩართული სერვის პროვაიდერების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე
3.2. საგადახდო დავალების სათანადოდ შესრულებისთვის აუცილებელი რეკვიზიტები:
3.2.1. უპერას მიერ საგადახდო დავალების სათანადოდ შესრულების მიზნით, მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელივალდებულია უპერას მიაწოდოს ყველა ის რეკვიზიტი, რომელიც მოცემულია მომსახურების არხებში ყოველი კონკრეტული გადახდის განხორციელებისას შესაბამისი ელექტრონული ფორმის აუცილებელი ველების დასახელებაში.
3.2.2. მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ საგადახდო დავალების ფორმირებისას უპერასთვის მისაწოდებელი რეკვიზიტები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: იდენტიფიკატორი (აბონენტის ნომერი, ტელეფონის ნომერი და სხვა), გადახდის თანხა.
3.2.3. მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი პასუხისმგებელია მის მიერ უპერასთვის საგადახდო დავალებით მიწოდებული რეკვიზიტების სისწორესა და სისრულეზე.
3.2.4. უპერა პასუხს არ აგებს საგადახდო დავალების შეუსრულებლობისთვის ან არასწორად შესრულებისთვის, ასევე ამ შეუსრულებლობით ან არასწორად შესრულებით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ წარმოდგენილ საგადახდო დავალებაში მითითებული არასწორი ინფორმაციით.
4.1. გადახდის ოპერაციის შესრულების მიზნით მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი ვალდებულია განახორციელოს ფორმირებული საგადახდო დავალების ავტორიზაცია (თანხმობა). ავტორიზაცია ხორციელდება ღილაკით „გადახდა“.
4.2. გადახდის ოპერაცია ავტორიზებულად მიიჩნევა და უპერა განახორციელებს საგადახდო მომსახურებას მხოლოდ მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ საგადახდო დავალების ავტორიზაციის (თანხმობის) არსებობის შემთხვევაში; არაავტორიზებული საგადახდო დავალება უპერას მიერ შესრულებას არ ექვემდებარება.
4.3. მომხმარებელს/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელს უფლება არ აქვს გააუქმოს ავტორიზებული საგადახდო დავალება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4.4. უპერა, მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ ინიცირებული საგადახდო დავალების, ან ამგვარი საგადახდო დავალების (ტრანზაქციის) ჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულებისას პასუხს არ აგებს მომხმარებლისთვის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელისთვის მიყენებულ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსურ, მატერიალურ ან მორალურ (რეპუტაციულ) ზარალზე/ზიანზე თუ:
ა. მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ, საგადახდო დავალების ფორმირებისას, არასწორად (შეცდომით) იქნა მითითებული მოთხოვნილი, აუცილებელი მონაცემები და/ან რეკვიზიტები, რის შედეგადაც დაფორმირდა და შესრულდა ტექნიკურად კორექტული საგადახდო დავალება, მაგრამ მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის შეცდომის გამო დადგა მისთვის არასასურველი გარემოება, რის გამოც მან მიიღო ფინანსური/რეპუტაციული ზარალი, შეუწყდა სერვის პროვაიდერისგან მომსახურების მიწოდება, დაეკისრა ჯარიმა ან სხვა;
ბ. მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის ბარათის, ტელეფონის ან აბონენტის ნომრების ან სხვა მონაცემების გამჟღავნების გამო, მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის სახელით, მესამე პირმა დააფორმირა ტექნიკურად კორექტული საგადახდო დავალება, რაც შესრულდა და რის გამოც დადგა მომხმარებლისთვის არასასურველი გარემოება - მან მიიღო ფინანსური/რეპუტაციული ზარალი, შეუწყდა სერვის პროვაიდერისგან მომსახურების მიწოდება, დაეკისრა ჯარიმა და სხვა.
4.5. მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი უფლებამოსილია უპერას მოსთხოვოს არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის შესაბამისი თანხის ანაზღაურება თუ არაავტორიზებული ოპერაციის შესრულების თარიღიდან არ გასულა 40 დღეზე მეტი ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის შესრულების თარიღიდან არ გასულა 180 დღეზე მეტი. ამასთან, უპერა ანაზღაურებს მხოლოდ დადგენილ, ცალსახად იდენტიფიცირებად პირდაპირ ზარალს და არ არის პასუხისმგებელი არაპირდაპირ ზარალზე, პოტენციურ და მიუღებელ შემოსავალზე, მორალურ/რეპუტაციულ ზარალზე, ჯარიმებზე რომელიც მომხმარებელს/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელს დაეკისრა მესამე პირების მიერ.
4.6. მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი პასუხისმგებელია ნებისმიერ, დაუდევარი ქმედებით გამოწვეულ ზარალზე (მოიცავს ასევე ნებისმიერი ისეთი ოპერაციის თანხას, რომელიც განხორციელდა მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის ავტორიზაციის გარეშე), რითაც მომხმარებელმა/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელმა ხელი შეუწყო არაავტორიზებული გადახდის ოპერაციის განხორციელებას ან თაღლითურად იმოქმედა.
4.7. არაავტორიზებული ან არასწორად შესრულებული ოპერაციის შესახებ მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ უპერასთვის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება ყოველ სამუშაო დღეს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელ. ფოსტაზე: [email protected], ან წერილობითი ფორმით.
4.8. უპერა პასუხს არ აგებს, თავისუფლდება მატერიალური პასუხისმგებლობისაგან:
ა. მომსახურების განხორციელების დაყოვნებისათვის, თუ ასეთი დაყოვნება გამოწვეული იყო უპერასგან დამოუკიდებელი მიზეზით;
ბ. თუ უპერას მიერ წინამდებარე პირობებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ განხორციელდა მნიშვნელოვანი ტექნიკური ან საკომუნიკაციო შეფერხების გამო, რომელზეც უპერას არ აქვს და/ან ვერ ექნებოდა გავლენა.
5.1. უპერას გადახდის არხი ფუნქციონირებს და ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელისთვის ყოველდღე, უწყვეტად 24 საათიან რეჟიმში.
5.2. უპერას მიერ მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის ინიცირებული საგადახდო დავალების შესრულება ხორციელდება ”საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ” საქართველოს კანონითა და სერვის პროვაიდერების პირობებით განსაზღვრულ ვადებში.
5.3. მომხმარებელი უფლებამოსილია გადახდის ვადებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია მიიღოს უპერას სატელეფონო ცენტრისგან ტელეფონზე : (+995 32) 2 555 222
6.1. სამართლებრივი ნორმებისა და უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მომსახურების არხებში წარმოდგენილი ზოგიერთი საგადახდო მომსახურების განხორციელება შესაძლოა დაექვემდებაროს გარკვეულ ლიმიტებს, ლიმიტირებული თანხის მაჩვენებელი მოცემულია საგადახდო დავალების ფორმირებისას შესაბამის ელექტრონულ გვერდზე.
7.1.მომსახურების საკომისიო და მისი გამოთვლის პრინციპი მოცემულია წინამდებარე შეთანხმების დანართ #1-ში.
8. გარემოებები, რომელთა დადგომის შემთხვევაშიც უპერას უფლება აქვს დაბლოკოს/შეაჩეროს გადახდის ოპერაცია
8.1. უპერა უფლებას იტოვებს შეაჩეროს, ან შეწყვიტოს ნებისმიერი გადახდის ოპერაცია/გადახდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, უპერას შიდა ინსტრუქციით და/ან უპერას უსაფრთხოების პოლიტიკის მიხედვით გადახდის ოპერაცია ცალსახად განეკუთვნება, ან შესაძლოა განეკუთვნებოდეს საეჭვო ოპერაციათა კლასს ან/და კანონით განსაზღვრულ სხვა გარემოებას.
9.1. უპერა წარმოადგენს შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენის“ პარტნიორ კომპანიას. უპერას გადახდის თითოეულ სერვისზე უნიქარდის ბარათის მფლობელებისთვის უნიქარდის ქულების დარიცხვის ოდენობა და წესი მოცემულია წინამდებარე შეთანხმების დანართ #1-ში.
9.2. უნიქარდის ქულა ერიცხება ყველა მომხმარებელს/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელს, რომელიც ფლობს უნიქარდის ბარათს და საგადახდო ოპერაციის შესრულებამდე გადახდის გვერდზე, შესაბამის ველში მიუთითებს უნიქარდის ბარათის ნომერს ან გადახდის მომენტისათვის ავტორიზებული მომხმარებლი განახორციელებს უნიქარდის სიტემაში შესვლას.
10.1. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით, მანამ, სანამ მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის ან/და უპერას მიერ არ განხორციელდება ამ შეთანხმების შეწყვეტა.
10.2. უპერა უფლებამოსილია ცვლილებები/დამატებები შეიტანოს წინამდებარე პირობების ტექსტში ცალმხრივად, ცვლილებების/დამატებების განხორციელებამდე ერთი თვით ადრე საგადახდო მომსახურების ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების მეშვეობით. თუ ცვლილების ძალაში შესვლამდე მომხმარებლი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი არ შეატყობინებს უპერას, რომ არ ეთანხმება დაგეგმილ ცვლილებას, ამ შემთხვევაში ცვლილება (დამატება) ჩაითვლება მომხმარებლთან/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელთან შეთანხმებულად და ცვლილებების ვებგვერდზე განთავსებიდან ერთი თვის გასვლისთანავე ცვლილებები ავტომატურად შედის ძალაში. უპერა უფლებამოსილია მომხმარებელთა/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელების მოხერხებულობისთვის/ადვილად აღსაქმელად, განათავსოს განახლებული შეთანხმების ტექსტი ვებგვერდზე. ცვლილებების ისტორია დეტალურად ინახება ვებგვერდზე.
10.3. თუ უპერას მიერ ხორციელდება საგადახდო მომსახურების საკომისიოს ცვლილება მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის სასარგებლოდ, ან იმ ახალ საგადახდო მომსახურებაზე, რომელიც არ ანაცვლებს და/ან არ ცვლის ვებგვერდზე წარმოდგენილ საგადახდო მომსახურებებს, ამ შემთხვევაში ამგვარი ცვლილებები ძალაშია უპერას მიერ მისი ვებგვერდზე განთავსების მომენტიდან, შესაბამისად, ამ შეთანხმების მე-10 პუნქტის 10.2. ქვეპუნქტით განსაზღვრული წინასწარი 1 თვიანი ვადით ადრე ცვლილებების ვებგვერდზე განთავსების ვალდებულება უპერას არ აქვს.
10.4. წინამდებარე შეთანხმება შესაძლოა შეწყდეს ნებისმიერ დროს მომხმარებლის ან უპერას მიერ უპერასთვის/მომხმარებლისთვის შეტყობინების მომენტიდან.
11.1. მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის საგადახდო დავალების მოძიების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საგადახდო დავალების დადასტურებული ასლის მიღების საკითხებზე დაუკავშირდეს უპერას სამუშაო დღეებში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ტელეფონზე (+995 32) 2 555 222, ან ელ. ფოსტის მეშვეობით [email protected] ან მიმართონ მომსახურების ცენტრებს. ამასთანავე, მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი უფლებამოსილია, ნებისმიერი წერილობითი ფორმის შეტყობინება ჩააბაროს უპერას შემდეგ მისამართზე - თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. # 71, მე-3 სართული.
11.2. უპერას მიერ წინამდებარე პირობებიდან გამომდინარე, შეტყობინება მომხმარებელს/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელს შესაძლოა გაეგზავნოს:
ა. მის მიერ მითითებულ მისამართზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ. ელექტრონული ფოსტის მისამართზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ. მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
11.3. მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი, ყოველდღე, 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, უზრუნველყოფს ელექტრონული ფოსტითა და მობილური ტელეფონის საშუალებით შეტყობინების მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში უპერას მიერ გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება გაგზავნის მომენტიდან.
11.4. მე-11 მუხლის 11.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საშუალებებს შორის არჩევის უფლება აქვს უპერას. უპერა უფლებამოსილია შეტყობინების გაგზავნისათვის გამოიყენოს ერთ-ერთი, რამდენიმე ან ყველა საშუალება. ამასთან, ერთ-ერთი საშუალების გამოყენებით შეტყობინების ჩაბარება საკმარისია შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის და მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი არ არის უფლებამოსილი დაეყრდნოს იმ ფაქტს, რომ უპერამ ჩაბარების მცდელობა არ განახორციელა რამდენჯერმე ან რამდენიმე თუ ყველა საშუალებით.
11.5. თუ იცვლება მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის საკონტაქტო მონაცემები, მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ უპერას და მიაწოდოს ყველა შეცვლილი ინფორმაცია. საკონტაქტო მონაცემების (მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი ან/და ფაქტიური მისამართი) ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, ამ პირობებით გათვალისწინებულ მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის საკონტაქტო მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ მიღებულად.
12.1. მომსახურების არხებში, მათ შორის ვებგვერდზე გამოსახული სავაჭრო ნიშნი/ლოგო სლოგანით: „UPERA - benefit the payments“, „უპერა - ისარგებლე გადახდებით“ წარმოადგენს შპს „ფეი უნიქარდის“ სავაჭრო ნიშანს/სასაქონლო ნიშანს ან/და მომსახურების ნიშანს.
12.2. უპერას გადახდის არხები მათ შორის ვებგვერდი, შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციას სხვა ვებგვერდების შესახებ. უპერა არ არის პასუხისმგებელი აღნიშნულ ვებგვერდებზე არსებული კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე. ამდენად, სხვა ვებგვერდის სტუმრობისას სასურველია, გაეცნოთ მასზე არსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. მომსახურების არხებში მოცემული სერვის პროვაიდერების სავაჭრო ნიშნები, ლოგოები, სლოგანი წარმოადგენს შესაბამისი სერვის პროვაიდერის სავაჭრო /სასაქონლო ნიშანს ან/და მომსახურების ნიშანს.
12.3. მომხმარებლებს/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელებს არ აქვთ უფლება გამოიყენონ უპერას ან/და სერვის პროვაიდერების სავაჭრო ნიშანი/სასაქონლო ნიშანი ცალკე ან სხვა სიტყვებთან კომბინაციაში ან ნებისმიერი სახის პრესრელიზში, რეკლამასა ან სხვა პრომო ან მარკეტინგის მასალებში ან მედიაში, იქნება ეს წერილობითი, ზეპირი, ელექტრონული, ვიზუალური ან რაიმე სხვა ფორმით, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ეს წინასწარ ნებადართულია წერილობით სავაჭრო ნიშნის/სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ.
12.4. მომსახურების არხებში განთავსებული ინფორმაცია და შემცველობა დაცულია ინტელექტუალური უფლებებით. აკრძალულია ამ ვებგვერდის შემცველობის, მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, კოპირება, რეპროდუქცია, გადაცემა ან შენახვა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საკუთრების უფლების, საავტორო უფლების ან სხვა არაქონებრივი უფლების მფლობელმა მისცა თანხმობა შესაბამის ქმედებაზე. აკრძალვა არ ეხება კომპიუტერში შენახვას ან ამობეჭდვას მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. დაუშვებელია ვებგვერდზე არსებული სავაჭრო ნიშნების და ლოგოების რეპროდუცირება, გამოქვეყნება ან გავრცელება უფლების მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
13.1. წინამდებარე პირობებზე თანხმობით მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი ეთანხმება პირობას მასზედ, რომ უპერას მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში უპერა უფლებამოსილია განახორციელოს მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციის (მათ შორის პერსონალური მონაცემების), ასევე მომხმარებელთა/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელთა სატელეფონო ცენტრთან დაკავშირებისას საუბრის ჩანაწერების დამუშავება, რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, მათ შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას; უპერას მიერ ელექტრონულ/ მომსახურების არხებში (მათ შორის ვებგვერდი, მობილური აპლიკაციები ან/და სხვა მონაცემთა გადაცემის ტექნიკური საშუალებები) მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის შესახებ მონაცემების დამუშავება, ასევე, მოიცავს მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის აქტივობის ჩაწერას (მაგ. ელექტრონული არხით სარგებლობისას მომხმარებლის ადგილსამყოფელის იდენტიფიცირება, ძიების ველში დაფიქსირებული მონაცემების აღწერა და ანალიზი, ვებგვერდზე არსებული ინფორმაციების ან/და სხვა ნებისმიერ სტატისტიკური მონაცემის ჩაწერა და მისი ანალიზი) ან/და მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ დაფიქსირებული სხვა მონაცემების (მაგ. მომხმარებლის საკონტაქტო მონაცემები) გამოყენებას.
13.2. წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული საგადახდო მომსახურებით სარგებლობისას უპერაში ფისქირდება მომხმარებელთა/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელთა შესახებ პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.
ა. პირადისაიდენტიფიკაციოინფორმაცია
- 1. პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას წარმოადგენს მონაცემები, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის იდენტიფიკაცია. საგადახდო მომსახურებით სარგებლობისას საგადახდო დავალების აუცილებელ ველებში მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ შესაძლოა წარმოდგენილი იქნას გარკვეული მონაცემები (როგორიცაა სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი და დაბადების თარიღი, სატელეფონო ცენტრის აუდიო ჩანაწერები მომხმარებლებთან).
- 2. ამასთანავე მომსახურების არხების, მათ შორის უპერას ვებგვერდის გავლით საბანკო საგადახდო ბარათების მეშვეობით საგადახდო მომსახურების ფარგლებში ფიქსირდება საბანკო საგადახდო ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუტენტურობის კოდი ან სხვა შესაბამისი ინფორმაცია. ეს უკანასკნელი მონაცემები არ ფიქსირდება და არ ინახება უპერაში, რადგან გადახდა ხორციელდება უპერას პარტნიორი ბანკის დაცული გვერდიდან. აქედან გამომდინარე, უპერას ხელი არ მიუწვდება საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის საბანკო ბარათის ინფორმაციაზე.
ბ. არაპირადისაიდენტიფიკაციოინფორმაცია
- 1. არაპირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას წარმოადგენს მონაცემები, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის იდენტიფიკაციას, კერძოდ, ამ სახის ინფორმაციას შეიძლება მოიცავდეს იმ ბრაუზერის სახეობა, რომელსაც მომხმარებელი იყენებს და მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის ინტერნეტ პროტოკოლის „IP“ მისამართს. უპერას ან/და უპერას აუთსორსინგულ კომპანიებს, სერვის პროვაიდერებს ხელი მიუწვდებათ ავტომატურად მიიღონ აღნიშნული ინფორმაცია იმ დროს, როდესაც მომხმარებელი იმყოფება უპერას ვებგვერდზე.
14.1. უპერას ან/და უპერას კონტრაქტორი პარტნიორი კომპანიების მიერ მომხმარებლებისათვის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელებისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების/გამარტივების, ახალი პროექტების შემუშავება-დანერგვის, უპერას კონტრაქტორ პარტნიორ კომპანიებთან სხვადასხვა ერთობლივი აქციების მოწყობისა ან/და სარეკლამო-მარკეტინგული მიზნებისათვის, კომპანია იტოვებს უფლებას მომხმარებელთა/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელთა ცალკეული მონაცემ(ებ)ი/ გარკვეული სეგმენტი (მათ შორის პერსონალური მონაცემები), უპერას პროექტ(ებ)ის ფარგლებში ნაწარმოები ნებისმიერი სტატისტიკური მონაცემები, მომხმარებელთა/ /საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელთა ინტერესთა სფეროები ან/და სეგმენტაციის მონაცემები გადასცეს უპერას კონტრაქტორ პარტნიორ კომპანიას/კომპანიებს, რაზეც მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი წინამდებარე შეთანხმებაზე თანხმობით უპირობოდ აცხადებს თანხმობას.
14.2. წინამდებარე შეთანხმებაზე თანხმობის გაცხადებით მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი უპერას ანიჭებს უფლებას მასზედ, რომ უპერას მიერ მისი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, მიზნის ადეკვატურად და პროპოპრციულად ნებისმიერი წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, საბანკო ინფორმაცია და ა.შ ახალი აქციების, კამპანიების დაგეგმვის, მოწყობა-ორგანიზების, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, ახალი პროექტების განხორციელების, ამასთანავე გამოთხოვილი ინფორმაციის შედარების, საქმიანობის ფარგლებში გამოყენების, ანალიზის, შენახვის ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებისა და კომპანიის საქმიანობის ფარგლებში სხვა მიზნებისთვის.
15.1. წინამდებარე პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი აცხადებს ცალსახა და უპირობო თანხმობას, ნებისმიერ დროს, უპერას მიერ შემდგომი დამატებითი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერი მარკეტინგული ან/და სხვა მიზნებისთვის (რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ნებისმიერი სახის სარეკლამო კამპანიას ან/და პრომო აქციას) უპერასგან, უპერას კონტრაქტორი პარტნიორი კომპანიებისგან მიიღოს ცნობა, წერილი, მოკლე ტექსტური ან ნებისმიერი სხვა შეტყობინება, მის მიერ უპერაში დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე ან/და ელ. ფოსტაზე მანამ, სანამ მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ არ განხორციელდება სხვაგვარი მითითება.
15.2. მომხმარებლებს/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელებს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს მოსთხოვონ უპერას მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის სმს შეტყობინების გამოყენების შეწყვეტა (სარეკლამო-საინფორმაციო, აქციებისა და სიახლეების შესახებ სმს გამოგზავნის შეწყვეტა) შემდეგი გზებით: მობილური ტელეფონის საშუალებით. კერძოდ, სმს ტექსტის - SMS Off ჯეოსელის და ბილაინის აბონენტების მიერ 5552 ნომერზე გაგზავნით, ხოლო მაგთის აბონენტების მიერ 95552-ზე გაგზავნით. სერვისის გათიშვა შესაძლებელია კომპანიის საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრისა (+995 32) 2 555 222 და მომსახურების ცენტრების მეშვეობით.
15.3. უპერა პასუხს არ აგებს მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ სმს ტექსტის არასწორად ან/და ოპერატორის ნომრის შეცდომით/არასწორად მითითების გამო დამდგარ არასასურველ შედეგზე; მომხმარებელს/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელს უფლება აქვს სერვისის ავტომატურად გათიშვის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმოს საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორთან ტელეფონის ნომერზე (+995 32) 2 555 222
15.4. უპერა უფლებამოსილია, რომ მომხმარებლებისთვის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელებისთვის ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე დაგეგმოს და განახორციელოს პრომო კამპანიები, გათამაშებები და აქციები, მომსახურებების პირობებზე თუ საკომისიოებზე დროებითი თუ მუდმივი ხასიათის შეღავათიანი პირობების ან/და უნიქარდთან შეთანხმებით უნიქარდის ქულების დაგროვების განსხვავებული პირობების, სქემების დაწესებით. ასეთ შემთხვევაში უპერა უფლებამოსილია ცალმხრივად დააწესოს და განსაზღვროს ნებისმიერი და ყველა წესი ან/და პირობა რაც დაკავშირებულია ზემოთ აღნიშნული პრომო კამპანიების, გათამაშებების და აქციების ორგანიზებასთან, ჩატარებასთან და პროცესთან, რაც ავტომატურად წარმოადგენს წინამდებარე პირობების დანართს და მის განუყოფელ ნაწილს, ასევე დამოუკიდებლად განსაზღვროს ასეთი პრომო კამპანიების, გათამაშებების და აქციების გამარჯვებულის გამოვლენის წესი და პირობები. წინამდებარე ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობაზე არ ვრცელდება ამ შეთანხმების 10.2. ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთთვიანი ვადის დაცვის ვალდებულება, ამგვარი აქცია-კამპანიები ძალაშია უპერას გადაწყვეტილებისამებრ.
16.1. მხარეები თავისუფლდებიან წინამდებარე პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობით ან/და დარღვევით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია ფორსმაჟორით.
16.2. ფორსმაჟორი არის მოცემულ შემთხვევაში აუცდენელი და უძლეველი ძალა, რომელიც დგება მხარეთა ნებისგან დამოუკიდებლად და ატარებს წინასწარ გაუთვალისწინებელ ხასიათს, მათ შორის მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი, ომი, აგრეთვე სხვა გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ პირობებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას ან იწვევს არათანაზომიერად დიდ ხარჯებს მათ შესასრულებლად.
16.3. თუ ერთ-ერთი მხარე ფორსმაჟორის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებებისაგან; უპერა ფორს მაჟორის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ინფორმაციას განათავსებს ვებგვერდზე.
16.4. მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება ფორს მაჟორის მოქმედების დასრულებისთანავე.
17.1. წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
17.2. წინამდებარე შეთანხმების 1.3. პუნქტით განსაზღვრული პირობებით მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ ამ შეთანხმებაზე დათანხმებითა და გადახდის არხების საშუალებით უპერას საგადახდო მომსახურების მიღებისას ითვლება, რომ წინამდებარე შეთანხემება დადებულია საქართველოში, კერძოდ ქ.თბილისში და დავის არსებობის შემთხვევაში მას განიხილავს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
17.3. წინამდებარე შეთანხმების პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით.
17.4. მომხმარებელთა/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელთა საჩივრების მიღება ხორციელდება ყოველ სამუშაო დღეს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შემდეგი საშუალებებით: სატელეფონო ცენტრთან დაკავშირებით (+995 32) 2 555222, ელ ფოსტით: [email protected], ან წერილობითი ფორმით.
17.5. უპერას მიერ მომხმარებლისგან/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელებისგან ტელეკომუნიკაციის საშუალებების გამოყენების გარეშე ზეპირი ფორმით საჩივრის მიღებისას, როდესაც ვერ ხერხდება მომხმარებლის პრობლემის გადაჭრა დაუყოვნებლივ, უპერა ვალდებულია შესთავაზოს მომხმარებელს/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელს საჩივრის მატერიალური ან ელექტრონული ფორმით დაფიქსირება.
17.6. საჩივრების განხილვა ხორციელდება მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 7(შვიდი) სამუშაო დღის ვადისა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ უპერა აღნიშნულ ვადაში არ განახორციელებს აღნიშნული ვადის გაგრძელებას მომხმარებლისთვის გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.
17.7. თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი უპირობოდ თანახმა არიან შეიტანონ საჩივარი ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოში ან საზედამხედველო ორგანოში.
17.8. ინფორმაცია უპერას საზედამხედველო ორგანოს შესახებ: საქართველოს ეროვნული ბანკი, ვებგვერდის მისამართი - www.nbg.gov.ge
17.9. საზედამხედველო ორგანო არცერთ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი უპერას მიერ ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებაზე.
1.1. უპერა - საგადახდო მომსახურებისა და ელექტრონული ფულის პროვაიდერი შპს „ფეი უნიქარდი“, სარეგისტრაციო ნომერი 0052-9004, საიდენტიფიკაციო კოდით 404519455 , ფაქტობრივი მისამართით: თბილისი, ვაჟა ფშაველას 71, მე-3 სართული, ტელ -2 555-222.
1.2. მომხმარებელი/იდენტიფიცირებული მომხმარებული - სასაჩუქრე ბარათის მფლობელი ფიზიკური პირი, რომელიც უპერაში პერსონალური მონაცემების დარეგისტრირების გზით რეგისტრირდება სასაჩუქრე ბარათის მფლობელად.
1.3. არაიდენტიფიცირებული მომხმარებელი/არაიდენტიფიცირებული პირი - მომხმარებელი ფიზიკური პირი, რომელსაც იდენტიფიცირებული პირისგან გადაეცა სასაჩუქრე ბარათი სარგებლობაში.
1.4. სავაჭრო ცენტრი - შპს „რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი“ ს.კ. 204557014, მდებარე ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #213 (თბილისი მოლი).
1.5. ელექტრონული ფული- უპერას მიერ გადახდის ოპერაციების განხორციელების მიზნით მომხმარებლისგან მიღებული ფულადი სახსრების ნომინალური ღირებულება, რომელიც შენახულია ელექტრონულად სასაჩუქრე ბარათის ელექტრონულ საფულეზე და გამოსაყენებლად დაშვებულია სავაჭრო ცენტრში მდებარე უპერას პარტნიორ კომპანიებში წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
1.6. უპერას პარტნიორი კომპანიები - სავაჭრო ცენტრში მდებარე სავაჭრო/მომსახურების ობიექტები, რომლებიც ჩართული არიან სასაჩუქრე ბარათების პროექტში და უპერასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებენ სასაჩუქრე ბარათ(ებ)ის მომსახურებას.
1.7. 6 თვე - 180 (ასოთხმოცი) კალენდარული დღე;
1.8. ერთი თვე/ყოველი თვე - 30 დღიანი კალენდარული დღე. ყოველი თვე -ყოველი 30 დღიანი კალედარული დღე;
1.9. ელექტრონული საფულის მომსახურების ერთჯერადი საკომისიო - ბარათზე ელექტრონული ფულის განთავსებიდან 6 (ექვსი) თვის გასვლის შემდეგ მომხმარებლის სასაჩუქრე ბარათის ელექტრონულ საფულეზე არსებული ნაშთიდან გამოექვითება ელ.საფულის ერთჯერადი მომსახურების საკომისიო, რომელიც შეადგენს ბარათზე არსებული ნაშთის 90%.
1.10. ელექტრონული საფულის მომსახურების საკომისიო - 1.9. პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი საკომისიოს გამოქვითვის შემდეგ, საფულეზე არსებულ ნაშთზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოქმედებს ელ საფულის მომსახურების საკომისიო, რომელიც შეადგენს საფულეზე არსებული ნაშთის 10%, მაგრამ არანაკლებ 50 თეთრისა ყოველთვიურად 2.6. პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. თუ საფულეზე დარჩენილია 50 თეთრზე ნაკლები ნაშთი ამ შემთხვევაში საფულედან გამოიქვითება არსებული ნაშთი სრულად.
1.11. განაღდების/გადარიცხვის საკომისიო- ელექტრონული ფულის ფულად სახსრებზე გადაცვლის საკომისო, რომელიც შეადგენს ელექტრონულ საფულეზე არსებული ნაშთის 3.9%.
1.12. ელექტრონული ფულის ფულად სახსრებზე გადაცვლა - ელექტრონული ფულის ფულად სახსრებზე გადაცვლა ხორცელდება უპერას მიერ მომხმარებლის მოთხოვნის დროს დაშვებული რომელიმე არხით: ან მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე ნაშთის გადარიცხვით ან მომხმარებლისთვის ნაღდი ფულის გადაცემით.
2. სასაჩუქრე ბარათის სარგებლობის მნიშვნელოვანი პირობები
2.1. სასაჩუქრე ბარათის ემიტენტია უპერა, სასაჩუქრე ბარათი წარმოადგენს უპერას საკუთრებას.
2.2. მომხამრებელს სასაჩუქრე ბარათი გადაეცემა უსასყიდლოდ. ბარათი აქტიურია მასზე ელექტრონული ფულის გათანვსების მომენტიდან.
2.3. სასაჩუქრე ბარათზე შესაძლებელია მხოლოდ ერთჯერადად არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) და არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ჩარიცხვა , სავაჭრო ცენტრში მდებარე უპერას სერვის ცენტრში ოპერატორის მეშვეობით.
2.4. სასაჩუქრე ბარათით სარგებლობა შესაძლებელია სავაჭრო ცენტრ „Tbilisi Mall”-ის ტერიტორიაზე განთავსებულ უპერას პარტნიორ კომპანიებში, რომელთა ჩამონათვალი მოცემულია ვებ გვერდზე www.tbilisimall.com. უპერას მიერ ჩამონათვალში შესაძლოა ნებისმიერ დროს ცალმხრივად შევიდეს ცვლილება-დამატება, რომელიც განთავსდება ამავე ვებ გვერდზე.
2.5. სასაჩუქრე ბარათის, როგორც ელექტრონული ფულის ინსტრუმენტის გამოყენება შესაძლებელია მასზე თანხის განთავსებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. სასაჩუქრე ბარათი, როგორც ელ.ფულის ინსტრუმენტი უქმდება : ა) 6 (ექვსი) თვიანი ვადის გასვლის შემთხვევაში ან ბ) 6 (ექვსი) თვის ვადის გასვლამდე მასზე არსებული ელექტრონული ფულის ამოწურვის შემთხვევაში.
2.6. სასაჩუქრე ბარათის ელექტრონულ საფულეზე განთავსებული ელექტრონული ფული მოქმედებს შემდეგი პირობებით:
ა) სასაჩუქრე ბარათის მოქმედების ვადაში და ასევე სასაჩუქრე ბარათის გაუქმების შემდგომ პერიოდში, ბარათის ელ საფულეზე ნაშთის არსებობისას, მხოლოდ წინასწარ იდენტიფიცირებული მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, უპერა ვალდებულია მომხმარებელს ელ. საფულეზე განთავსებული ელექტრონული ფული ფულად სახსრებზე გადაუცვალოს. ამასთანავე, ელექტრონული ფულის განაღდების / გადარიცხვის საკომისიო შეადგენს ელ საფულეზე არსებული ნაშთის 3.9%, რომელიც მომხმარებელს დამატებითი თანხმობისა და აქცეპტის გარეშე გამოექვითება არსებული ნაშთიდან.
ბ) ელექტრონული ფულის სასაჩუქრე ბარათზე განთავსებიდან 6 (ექვსი) თვის გასვლისთანავე სასაჩუქრე ბარათზე არსებული ნაშთიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მომხმარებელს დამატებითი თანხმობისა და აქცეპტის გარეშე გამოექვითება ელ.საფულის მომსახურების ერთჯერადი საკომისიო, რომელიც შეადგენს ელ საფულეზე არსებული ნაშთის 90% (ოთხმოცდაათ პროცენტს).
გ) მომსახურების ერთჯერადი საკომისოს გამოქვითვის შემდეგ ელ საფულეზე დარჩენილი ნაშთის გამოყენება სასაჩუქრე ბარათის პირობებით არ ხდება.
დ) მომსახურების ერთჯერადი საკომისიოს გამოქვითვის შემდეგ, თუ მომხამრებლის მხრიდან არ განხორციელდა ელექტრონული ფულის ფულად სახსრებზე გადაცვლა ამ შემთხვევაში ელ საფულეზე დარჩენილი ნაშთიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ყოველ თვიურად მომხმარებელს, დამატებითი თანხმობისა და აქცეპტის გარეშე გამოექვითება ელ საფულის მომსახურების საკომისიო, რომელიც შეადგენს საფულეზე არსებული ნაშთის 10%, მაგრამ არანაკლებ 50 თეთრისა. თუ საფულეზე დარჩენილია 50 თეთრზე ნაკლები ნაშთი ამ შემთხვევაში საფულედან გამოიქვითება არსებული ნაშთი სრულად. საფულეზე ნაშთის ამოწურვისთანავე ელ საფულეზე მომსახურების საკომისიოს დარიცხვა /გამოქვითვა წყდება.
ე) მომხმარებლისთვის სასაჩუქრე ბარათზე განთავსებული ელექტრონული ფულის ფულად სახსრებზე გადაცვლა ხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.12. პუნქტის შესაბამისად დაშვებული რომელიმე არხით, უპერას ერთპიროვნული გადაწყვეტილების შესაბამისად.
2.7. მომხმარებელს სასაჩუქრე ბარათზე განთავსებული ელ.ფულის გამოყენება შეუძლია როგორც სრულად, ისე ნაწილ ნაწილ უპერას პარტნიორ კომპანიებში განთავსებული პოს ტერმინალებით, საქონლის ან/და მომსახურების შესაძენად სასაჩუქრე ბარათზე არსებული ნაშთის ფარგლებში ელ.ფულის სრულად ამოწურვამდე, ან სასაჩუქრე ბარათის მოქმედების ვადის გასვლამდე წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
2.8. მომხმარებელის მიერ სასაჩუქრე ბარათის ნაშთის შემოწმება შესაძლებელია უპერას პარტნიორ კომპანიებში განთავსებული პოს ტერმინალებიდან, ხოლო წარმოებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სავაჭრო ცენტრში მდებარე უპერას სერვის ცენტრში.
2.9. მომხმარებელი ვალდებულია მოუფრთხილდეს სასაჩუქრე ბარათს, არ დატოვოს ბარათი ხელმისაწვდომი სხვა პირებისათვის, ხოლო სასაჩუქრე ბარათის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის თაობაზე უპერას სატელეფონო ცენტრს ტელეფონზე 2 555-222 09:00 საათიდან 21:00 საათამდე, ან ნებისმიერ დროს უპერას ელ ფოსტაზე [email protected] შესაბამისი მოთხოვნის დაფიქსირებით, ან უპერას სერვის/საინფორმაციო ცენტრისთვის მიმართვით, რომელიც მდებარეობს სავაჭრო ცენტრის შენობაში პირველ სართულზე 12:00 საათიდან 21:00 საათამდე. უპერას მიერ ბარათი დაიბლოკება იმ შემთხვევაში თუ ბარათით მოსარგებლე განმცხადებელი პირი წინასწარ არის უპერაში ბარათის მფლობელად იდენტიფიცირებული. ამასთანავე ბარათის განბლოკვა შესაძლებელია ამავე წესით.
2.10. უპერა უფლებამოსილია დროებით დაბლოკოს /შეაჩეროს ბარათი იმ შემთხვევაში თუ უპერას აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ბარათზე ხორციელდება არასანქცირებული ოპერაციები.
2.11. სასაჩუქრე ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ბარათი ექვემდებარება აღდგენას უპერაში ბარათის მფლობელად წინასწარ იდენტიფიცირებული პირის მიერ სავაჭრო ცენტრში მდებარე სერვის ცენტრში გამოცხადებისა და შესაბამისი განაცხადით მიმართვის შემთხვევაში. ამასთანავე ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოცდენილი დრო არ ახდენს გავლენას ბარათის, როგორც საგადახდო ინსტრუმენტის მოქმედების ვადაზე და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ სხვა პირობებსა და შეზღუდვებზე, შესაბამისად ახალი ბარათი მიებმება მანამდე არსებული ბარათის ვადას და განაგრძობს მოქმედებას ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
2.12. შესაძლებელია იდენტიფიცირებულმა მომხმარებელმა სასაჩუქრე ბარათი გადასცეს სხვა პირს. ასეთ შემთხვევაში ამავე მომხმარებელს ეკისრება ვალდებულება სასაჩუქე ბარათის ახალ მფლობელს/არაიდენტიფიცირებულ პირს სრულად გააცნოს სასაჩუქრე ბარათის სარგებლობის პირობები, რომელიც განთავსებულია ვებ გვერდზე www.upera.ge.
2.13. სასაჩუქრე ბარათზე დაუშვებელია შემდეგი ოპერაციები
2.12.1. ინტერნეტით გადახდების განხორციელება;
2.12.2. თანხის ჩარიცხვა თავდაპირველი ჩარიცხვის შემდეგ;
2.12.3. თანხის გადარიცხვა, თუ ეს არ არის დაკავშირებული საქონლის ან/და მომსახურების სასაჩუქრე ბარათით შეძენის ოპერაციასთან სავაჭრო ობიექტში;
2.12.4.დაბრუნებული სასაჩუქრე ბარათის ხელახალი გამოყენება სხვა ან იმავე ბარათის მფლობელისათვის/არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათის წარმომდგენისთვის;
2.12.5. სასაჩუქრე ბარათის გამოყენება საქართველოს ფარგლებს გარეთ;
2.12.6. სასაჩუქრე ბარათის გამოყენება სხვა სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებში გარდა წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული სავაჭრო ცენტრისა;
2.12.7. სხვა ოპერაციების განხორციელება, რომელიც ეწინააღმდეგება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს ან/და საქართველოს კანონმდებლობას;
3. არაიდენტიფიცირებულ პირთა უფლებები
3.1. პირს, რომელსაც იდენტიფიცირებული პირისგან გადაეცა სასაჩუქრე ბარათი სარგებლობაში უფლება აქვს მოსთხოვოს უპერას ელექტრონული ფულის ფულად სახსრებზე გადაცვლა იმ შემთხვევაში თუ გამოცხადდება უპერას სერვის ცენტრში იმ იდენტიფიცირებულ პირთან ერთად, რომლისგანაც საჩუქრად მიიღო ბარათი და მოახდენს უპერაში ბარათის მფლობელად იდენტიფიცირებასა და ბარათის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაიდენტიფიცირებულ პირს ბარათზე განათავსებული ელექტრონული ფულის ფულად სახსებზე გადაცვლის უფლება არ აქვს.
3.2. არაიდენტიფიცირებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ბარათზე არსებული ელექტრონული ფული ვებ გვერდზე www.tbilisimall.com მოცემულ საცაჭრო ცენტრში მდებარე უპერას პარტნიორ კომპანიებში შეუზღუდავად, წინამდებარე სასაჩუქრე ბარათის პირობების შესაბამისად.
3.3. არაიდენტიფიცირებული პირისთვის ბარათის გადაცემა არ ახდენს გავლენას ბარათის, როგორც საგადახდო ინსტრუმენტის მოქმედების ვადაზე და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ სხვა პირობებსა და შეზღუდვებზე. ბარათი მოქმედებს მისი მოქმედების ვადის შესაბამისად წინამდებარე პირობებით დადგენილი წესით.
3.4. არაიდენტიფიცირებულ პირს უფლება არ აქვს მოსთხოვოს უპერას დაკარგული/დაზიანებული ბარათის აღდგენა
4. ბარათის მოქმედების ვადა,საკომისიოების გამოქვითვების დრო, ელ.ფულის ფულად სახსრებზე გადაცვლის წესი
4.1. სასაჩუქრე ბარათის მოქმედების 6 (ექვსი) თვიანი პერიოდი აითვლება სასაჩუქრე ბარათზე თანხის განთავსების დღიდან და სრულდება 180-ე დღის 24:00 საათზე (ვადის გაანგარიშების ფორმულა: 1 თვე-30 კალენდარული დღე, 6 თვე 6X30= 180 კალენდარული დღე ).
4.2. წინამდებარე ხელშეკრულების 2.6. პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მოცემული საკომისიოების გამოქვითვა განხორციელდება შემდეგნაირად:
ა) ელ.საფულის მომსახურების ერთჯერადი საკომისიოს (ნაშთის 90%) გამოქვითვა განხორციელდება 6 (ექვსი) თვის (180 კალენდარული დღე) დასრულების შემდეგ.
ბ) ელექტრონული ფულის განაღდების/გადარიცხვის საკომისიოს (ნაშთის 3.9%) გამოქვითვა განხორციელდება უშუალოდ განაღდების/გადარიცხვის დროს მომხმარებლის არსებული ნაშთიდან.
გ) ელ. საფულის მომსახურების საკომისიოს გამოქვითვა (ნაშთის 10% , არანაკლებ 50 თეთრისა) განხორციელდება ყოველი კალენდარული თვის (30 კალენდარული დღე) დასრულების შემდეგ ყოველთვიურად , მანამ სანამ არ განხორციელდება ელ საფულეზე არსებული ნაშთის ამოწურვა.
4.3. ელექტრონული ფულის ფულად სახსრებზე გადაცვლა განხორციელდება მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, შემდენაირად: იდენტიფიცირებულ მომხმარებელს მოთხოვნის დაფიქსირება შეუძლია ყოველ დღე 12:00 საათიდან 21:00 საათამდე სავაჭრო ცენტრში მდებარე უპერას სერვის ცენტრში. უპერა ვალდებულია მოთხოვნის დაფიქსირებისთანავე მაგრამ არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა მომხმარებელს მისცეს შესაძლებლობა გადაცვალოს ელექტრონული ფული ფულად სახსრებზე, ან სასაჩუქრე ბარათზე არსებული ნაშთი გადაურიცხოს მომხმარებელს განაცხადში მოცემულ აქტიურ საბანკო ანგარიშზე. თუ გადარიცხვა დაყოვნდა იმის გამო, რომ მომხმარებლის მიერ განაცხადში მითითებული საბანკო ანგარიში არააქტიურია ან არასწორია ამ შემთხვევაში უპერა დაყოვნებულ დღეებზე პასუხს არ აგებს, გადარიცხვა განხორციელდება მომხმარებლის მიერ აქტიური საბანკო ანგარიშის წარმოდგენისთანავე. უპერასთვის მიწოდებული საბანკო ანგარიშების სისწორეზე სრულად არის პასუხისმგებელი მომხმარებელი.
4.4. თუ მომხმარებლის მიერ განაცხადში არ მიეთითა საბანკო ანგარიში ამ შემთხვევაში ელექტრონული ფულის გადარიცხვა განხორციელდება მომხმარებლის მიერ აქტიური საბანკო ანგარიშის უპერას სერვის ცენტრში წარმოდგენისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა.
5. პასუხისმგებლობა
5.1. იდენტიფიცირებული მომხმარებელი სრულად არის პასუხისმგებელი სასაჩუქრე ბარათით განხორციელებულ ოპერაციებზე.
5.2. უპერა არ არის პასუხისმგებელი:
5.2.1. სასაჩუქრე ბარათის დაკარგვის ან/და არაუფლებამოსილი პირის მიერ მისი გამოყენების (არასანქცირებულ ოპერაციებზე) შედეგებზე;
5.2.2. მომხმარებელსა და სავაჭრო/მომსახურების ობიექტს შორის ნებისმიერი მიზეზით წარმოშობილ დავაზე;
5.2.3. დაგვიანებულ ან შეუსრულებელ ოპერაციებზე , რომლებიც გამოწვეულია საგადამხდელო სისტემის ან ტექნიკური მიზეზების გამო, მათ შორის უპერას ტექნიკური მიზეზის გამო.
6. დავების გადაწყვეტის წესი და ვადები
6.1. მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს უპერას საჩივრით ნებისმიერ დროს ელ ფოსტაზე: [email protected], სატელეფონოს ცენტრთან 2 555-222 დაკავშირებით ყოველ სამუშაო დღეს 09:00 საათიდან 21:00 საათამდე ან სავაჭრო ცენტრში მდებარე სერვის პუნქტში 12:00 საათიდან 21:00 საათამდე.
6.2. უპერა მომხმარებლის საჩივარს იხილავს არაუგვიანეს საჩივრის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადა უპერას მიერ შესაძლოა გაგრძელდეს არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადით მომხმარებლისთვის გაგზავნილი შეტყობინების საფუძელზე.
6.3. საჩივრის განხილვის ფარგლებში, უპერა მომხმარებელთან კომუნიკაციას ახორციელებს მომხმარებლის განახცადში მოცემულ ელ ფოსტაზე, ან განაცხადში მოცემული სხვა საკომუნიკაციო საშუალებების მეშვეობით. ამასთანავე თუ განაცხადში მოცემული საკითხების შესწავლა მოითხოვს უპერას პარტნიორი კომპანიისგან ინფორმაციის გამოთხოვას ან მომხამრებლის შესახებ მონაცემების პარტნიორი კომპანიისთვის გადაცემას ცალკეული საკითხების გარკვევის მიზნით უპერა განახორციელებს მომხმარებლის მონაცემების გამოთხოვას/მონაცემების მიწოდებას პარტნიორი კომპანიისთვის, რაზეც მომხმარებელი აცხადებს თანხმობას.
6.4. თუ მხარეები 30 კალენდარული დღის ვადაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ ამ შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს.
7. პირობებში ცვლილება დამატებების შეტანა , ხელშეკრულების/პირობების მოქმედების ვადა და სხვა პირობები
7.1. უპერა უფლებამოსილია წინამდებარე პირობებში ან/და პირობების დანართ #2-ში ცალმხრივად შეიტანოს ცვლილება დამატებები შემდეგი წესით: ცვლილება დამატებების ძალაში შესვლამდე 30 კალენდარული დღით ადრე ცვლილებები განთავსდება ვებ გვერდზე www.upera.ge, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ცვლილებას უფლებამოსილია შეწყვიტოს მასთან დადებული ხელშეკრულება უპერასთან ნებისმიერი საკომუნიკაციო არხის საშუალებით დაკავშირების გზით, ვებ გვერდზე განთავსებული ცვლილებები ძალაში შედის 30 კალენდარული დღის გასვლისდან მეორე დღესვე.
7.2. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს უპერასთვის წინასწარ განხორციელებული შეტყობინების საფუძელზე შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მოითხოვოს ელ.ფულის ფულად სახსრებზე გადაცვლა ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
7.3. უპერა უფლებამოსილია შეწყვიტოს მომხმარებელთან ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7.4. ამ ხელშეკრულების 7.1. პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება და ქვემოთ მოცემული ცვლილებები ძალაში შედის დაყოვნებლივ თუ:
ა) განხორციელებულია უპერას პარტნიორი კომპანიების ცვლილება-დამატება;
ბ) განხორციელებულია მომხამრებელთა სასარგებლოდ საკომისოების ოდენობის ცვლილება.
გ) გარდა 7.4. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, განხორციელებულია მომხამრებელთა სასარგებლოდ წინამდებარე ხელშკეურლების პირობ(ებ) ის სხვა ცვლილება-დამატება.
7.5. მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულება/წინამდებარე პირობები ძალაში შედის სასაჩუქრე ბარათზე თახის განთავსების მომეტიდან და ძალაშია ელ საფულზე ელექტრონული ფულის არსებობამდე.
7.6. წინამდებარე პირობების რომელიმე პირობის ბათილობა არ იწვევს სხვა პირობების ბათილობას.
7.7. წინამდებარე პირობებს დანართის სახით ერთვის: დანართი #1 - მომხმარებლის თანხმობის ნაწილი.
დანართი #1 (იდენტიფიცირებული მომხმარებლის თანმობის ნაწილი)
1) თანხმობას ვაცხადებ და უფლებას ვანიჭებ შპს „ფეი უნიქარდს“ ( ს.კ 4O4519455 ) (შემდგომში უპერა) განახორციელოს ჩემი მონაცემების კერძოდ : სახელის, გვარის, პირადი ნომერის, საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ტიპის, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომრის, პირადობის (პასპორტის) გაცემი ქვეყნის, გამცემი ორგანოს, პირადობის (პასპორტის) გაცემის თარიღის, მოქმედების ვადის, სქესის მოქალაქეობის, დაბადების თარიღის, საცხოვრებელი ადგილის, მობილური ტელეფონის ნომრის, ბინის ტელ ნომრის, ელ ფოსტის, საბანკო ანგარიშისა და ჩემი ქცევის მაჩვენებლების (პარტნიორ კომპანიებში დახარჯული ელ ფულის რაოდენობის, ელ ფულის ფულად სახსრებზე გადაცვლის მაჩვენებილის, გარკვეულ პერიოდებში კონკრეტულ პარტნიორ კომპანიებში დახარჯული ელ ფულის რაოდენობის, სიხშირის, საბარათე ოპერაციების რაოდენობის და სხვა ხელმისაწვდმი ქცევის მაჩვენებლების მიხედვით) მონაცემების დამუშავება ჩემი იდენტიფიკაციის, ჩემთვის სასაჩუქრე ბარათის მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში მომსახურების გასაწევის, ელექტრონული ფულის ფულად სახსრებზე გადაცვლის, სასაჩუქრე ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მისი აღდგენის,მომხმარებლის განცხადების განხილვის, უპერას მიერ მომხმარებლისთვის დაბადების დღის მილოცვის, სარეკლამო - მარკეტინგული შეთავაზებების განხორცილების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონისა და კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით . მონაცემების დამუშავება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, მათ შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას;
2) ამასთანავე თანმობას ვაცხადებ უპერამ პერიოდულად განახორციელოს ჩემი შემდეგი მონაცემებისა და ქცევის მაჩვენებლების კერძოდ: ელექტრონული ფულის ფულად სახსრებზე გადაცვლის მაჩვენებილის (რაოდენობის), სიხშირის, მოქალაქეობის, დაბადების დღის, საცხოვრებელი ადგილის, სქესის, დაბადების თარიღიდან გამომდინარე ასაკის, ასევე გარკვეულ პერიოდებში (7 დღე, 30 დღე, კვარტალი, 6 თვე და ა.შ) კონკრეტულ პარტნიორ კომპანიებში დახარჯული ელ ფულის რაოდენობის, სიხშირის, საბარათე ოპერაციების რაოდენობის, პარტნიორი კომპანიების მიხედვით აქტივობის და სხვა ხელმისაწვდმი ქცევის მაჩვენებლების მიხედვით მონაცემების სეგმენტაცია, მომხმარებლებისათვის პირდაპირი მარკეტინგის (სმს, ელ-ფოსტით, ბინის ტელზე სარეკლამო შეტყობინენების შეთავაზება/დაგზავნა)ან/და მარკეტინგული კამპანიების განხორციელების მიზნით, ამასთანავე თანახმა ვარ ჩემთვის პირდაპირი მარკეტინგის განსახორციელებლად მომხმარებელთა/ჩემი მობილური ტელეფონის ნომერი/ბინის ტელეფონი ან/და ელ ფოსტა, სეგმენტირებული/არასეგმენტირებული მონაცემები, ან /და მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი/რაიონი და სქესი სეგმენტირებისთვის და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მიზნით გადასცეს შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენს“ (ს.კ 2O24614O6, შემდგომში უნიქარდი).
3) უპერა პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე უარის გაცხადებისას შესაბამისი სმს ტექსტის/ელ ფოსტაზე მიყოლებული გათიშვის ფუნქციონალის არასწორედ ან/და ოპერატორის ნომრის შეცდომით/არასწორედ მითითების გამო დამდგარ არასასურველ შედეგზე. მომხმარებელს უფლება აქვს სერვისის ავტომატურად გათიშვის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმოს უპერას საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორთან ტელეფონის ნომერზე (+995 32) 2 555 222
4) თანხმობას ვაცხადებ უპერამ ჩემი პირადი ნომერი (პირადი ნომერები) გადასცეს შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ“-ს (ს.კ 2O24614O6) და პირადი ნომრის საფუძელზე განახორციელოს უნიქარდისა და უპერას ერთობლივი მომხმარებლების გამოვლენა შემდგომში ერთობლივი მომხმარებლებისათვის/, სპეციალური კაპანიების მოწყობისა და შეთავაზებების განხორციელების, პიარ მარკეტინგული ღონისძიებების, სხვადასხვა ერთობლივი კამპანიების/პროექტების დაგეგმვა განსახორციელებლად. ამასთანავე თანახმა ვარ უპერამ გადასცეს უნიქარდს მომხმარებელთა სხვა მონაცემები, მათ შორის სეგმენტირებული მონაცემები სასაჩუქრე ბარათის მომხმარებელთათვის/ჩემთვის მარკეტინგული ღონისძიებების/კამპანიების უნიქარდისთვის განხორციელების დაკვეთისა და მოწყობის შემთხვევაში, ასევე უპერასა და უნიქარდის ერთობლივი პროექტების/კამპანიების მოწყობის მიზნით. უნიქარდისთვის მონაცემების/სეგმენტაციის მაჩვენებლების გადაცემა განხორციელდება დაგეგმილი ღონისძიების/კამპანიის მიზნის ადექვატურად.
5) თანხმობას ვაცხადებ უპერამ გარკვეული პერიოდულობით (ყოველ თვე, კვარტალურად და ა.შ) გადასცეს შპს „რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტს“ (ს.კ. 204557014, შემდგომში- თბილისი მოლი) ჩემი შემდეგი მონაცემები - სახელი, სქესი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და მობილური ტელეფონის ნომერი თბილისი მოლის მიერ მომხმარებელთა სეგმენტაციის განსაზღვრისათვის და სარეკლამო მარკეტინგული შეთავაზებების განხორციელების მიზნით.
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ