This resolution is not supported!

COFFEE.in და უნიქარდი მომხმარებლებს საჩუქრების აქციას სთავაზობენ

15/10/2015

15 ოქტომბრიდან COFFEE.in-ის ქსელში უნიქარდის 5 გატარებაზე მომხმარებლები ყავას, ხოლო 10 გატარებაზე ლანჩს მიიღებენ საჩუქრად. აქცია ძალაშია 15 ნოემბრის ჩათვლით მინიმუმ 5 ლარიან შენაძენზე.

COFFEE.in-ი საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან გამოჩნდა. კომპანია ორიენტირებულია მომხმარებელს შესთავაზოს გამორჩეული ხარისხისა და არომატის ყავა, ჯანმრთელ ნედლეულზე დამზადებული სენდვიჩები და საკონდიტრო ნაწარმი. COFFEE.in-ი იყენებს სპეციალურად მისი ბრენდის ქვეშ იტალიაში შექმნილ ყავას. ასევე COFFEE.in არის ფრანგული ბრენდის UNIC-ის ყავის დანადგარების ერთადერთი ოფიციალური მომხმარებელი საქართველოში.

უნიქარდზე ქულების დაგროვება COFFEE.in-ის ექვს კაფეტერიაშია შესაძლებელი და 20 ლარამდე შენაძენზე ყოველ 10 ლარზე 1 ქულა გროვდება, 20 ლარის ზევით შეძენისას კი ყოველ 10 ლარზე 2 ქულა.