შოპინგ ფესტივალის დეტალური პიროები
16/11/2022
უნიქარდის შოპინგ ფესტივალი თბილისი მოლში
აქციის პერიოდი: 18.11.2022 -დან 01.12.2022-ის ჩათვლით
აქციის შინაარსი:
აქციის პერიოდში თბილისი მოლის ნებისმიერ მაღაზიაში, ყოველ დახარჯულ 10 ლარზე უნიქარდზე გროვდება 1 ქულა (შემდგომში საბონუსე ქულა).
საბონუსე ქულის დარიცხვის სპეციფიკა:
- დღეში დაგროვებული საბონუსე ქულების მაქსიმალური მოცულობა - 50 ქულა ბარათზე;
- ბარათის მფლობელის მონაცემები უნდა იყოს რეგისტრირებული უნიქარდის სისტემაში 2023 წლის 1 იანვრამდე;
- ფესტივალის პერიოდში დარიცხული საბონუსე ქულების გააქტიურება მოხდება უნიქარდის ნებისმიერი პარტნიორ კომპანიაში (ან არაპარტნიორ კომპანიაში , UNIcard Visa/Mastercard ბარათით) 10 ქულის დაგროვებისთანავე (თუ უნიქარდის ანგარიშზე დაკავშირებულია რამოდენიმე ბარათი, რომლზეც განხორციელდა ფესტივალის საბონუსე ქულების დარიცხვა, პირობის დაკმაყოფილება შესაძლებელია ჯამურად ანგარიშზე დაგროვებული ქულების მიხედვით).
საბონუსე ქულის დარიცხვის პროცესისის აღწერილობა :
- საბონუსე ქულის დარიცხვა მოხდება თბილისი მოლში არსებულ ნებისმიერ (მათ შორის მცირე ზომის სტენდის თუ სხვა სპეციფიური ობიექტის) მაღაზიის შენაძენზე;
- ფესტივალის პერიოდში განხორციელებულ შენაძენზე მიღებული ჩეკის წარდგენა უნდა მოხდეს თბილისი მოლში განთავსებულ უნიქარდის მომსახურების ცენტრში (თბილისი მოლის ცენტრალურ ფოიეში განთავსებულ უნიდესკთან);
- საბონუსე ქულის დარიცხვა შესაძელბელია როგორც არსებულ, ისე ახლადგახსნილ ბარათზე;
- ოპერატორი ამოწმებს ჩეკის ვალიდურობას - მიმდინარე თარიღი, თბილისი მოლის
მისამართი (დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კილომეტრი, თბილისი მოლი);
- ერთი მომხმარებლის მიერ წარდგენილი ჩეკების რაოდენობა შეზღუდული არ არის;
- პირობის შესრულების მაქსიმალური ვადაა─2022 წლის 31 დეკემბერი 24:00 საათი. ქულის დაგროვება უნდა მოხდეს უნიქარდის პარტიორ კომპანიებში (ან არაპარტნიორ კომპანიაში, UNIcard Visa/Mastercard ბარათით);
- არარეგისტრირებულ ბარათზე ქულების გააქტიურება განხორციელდება, თუ 2023 წლის 1 იანვრამე მოხდება ბარათზე მონაცემების რეგისტრირება და დაფიქსირდება ანგარიშზე 10 ქულის დაგროვება უნიქარდის პარტნიორებთან (ან არაპარტნიორ კომპანიაში, UNIcard Visa/Mastercard ბარათით);
- საბონუსე ქულები გააქტიურდება ორივე პირობის (ბარათზე მონაცემების რეგისტრაცია, ბარათზე 10 უნიქულის დაგროვება) შესრულების შემდეგ;
- ბარათი დარეგისტრირებულად ითვლება თუ შევსებულია: სახელი და გვარი, მობ.
ტელეფონის ნომერი და დაბადების თარიღი;
- თუ ანგარიშის მფლობელი რეგისტრირებულია, ხოლო ბარათი, რომელზეც შესრულდა საბონუსე ქულის დარიცხვა არ არის რეგისტრირებული, საბონუსე ქულის დარიცხვა ვერ მოხდება;
- თუ მომხმარებელს დაერიცხა საბონუსე ქულა რამოდენიმე განსხვავებულ დღეს, პირობის დაკმაყოფილების შემდეგ გააქტიურდება მიმდინარე მომენტამდე დარიცხული ყველა საბონუსე ქულა;
- საბონუსე ქულების დარიცხვა განხორციელდება 2023 წლის 3 იანვრიდან - 2023 წლის 20 იანვრის ჩათვლით პერიოდში.
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ