WhiteBIT-ის კრიპტო-ბარათები: რა არის და რაში გამოვიყენოთ?
უნიქარდის კომპანიათა ჯგუფის წევრი, WhiteBIT უმსხვილესი კრიპტო-ბირჟაა ევროპაში, უკრაინული ფესვებით, რომელსაც cer.live-მა, დაცულობის უმაღლესი ხარისხიც მიანიჭა (AAA) და ამ მიმართულებით, მსოფლიო სამეულშიც შეიყვანა Crypto.com-თან და Kraken-თან ერთად.
რაც შეეხება უშუალოდ WhiteBIT კრიპტო-ბარათებს - თავისი შინაარსით, ძალიან ჰგავს პრეისტორიულ „მონო“ ბარათებს: გადაფხიკე და შეავსე ბალანსი!
აღნიშნული კრიპტო-ბარათების მიღება საკმაოდ მარტივია: მიდიხართ ვაჟა-ფშაველას 71 ნომერში მდებარე კეთილმოწყობილ სერვის-ცენტრში, ეროვნული ვალუტით ყიდულობთ კონკრეტული ნომინალის კრიპტო-ბარათს (1, 5, 10, 50), შეგყავთ ბარათის კოდი whitebit.com-ის ვერიფიცირებულ ანგარიშზე და მომენტალურად გიაქტიურდებათ ბარათზე გამოსახული რიცხვის ტოლი USDT. დანარჩენი ქმედებები უკვე თქვენზე და თქვენს ფანტაზიაზეა. თითქოს, მეტად ცხადი გახდა სარეკლამო გზავნილის შინაარსიც — თქვენ მართლა, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, ხელზე ყიდულობთ კრიპტოს თქვენთვის, ან საჩუქრად, ნებიხმიერი სხვა ადამიანისთვის.
ცნობისთვის, WhiteBIT-ი საქართველოში „WhiteBIT საქართველოს“ სახელით ოპერირებს, მომხმარებლებს ქართულენოვანი მხარდაჭერის სპეციალისტები ემსახურებიან ზემოთხსენებულ მომსახურების ცენტრში. ასევე, დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ცხელ ხაზზე დარეკვა - 0322555222, რომელიც „უნიქარდს“ ეკუთვნის. უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის თებერვალში WhiteBIT-მა უნიქარდის კომპანიათა ჯგუფში მნიშვნელოვანი წილი შეიძინა და უნიქარდმაც, Fintech და ლოიალობის ბაზრის ქართველმა პიონერმა, მართლაც კრიპტოსკენ აიღო გეზი. ამ მოგზაურობაში მას Visa და Mastercard „უმაგრებენ ზურგს“.
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ