სასიამოვნო სიახლე ყავის მოყვარულთათვის - COFFEE.in უნიქარდის პარტნიორი გახდა
25/09/2015
კაფეტერიების ქსელი COFFEE.in-ი უნიქარდის პარტნიორი გახდა. ქულების დაგროვება COFFEE.in-ის 6 კაფეტერიაშია შესაძლებელი და ყოველ 10 ლარზე 1 ქულა გროვდება.
COFFEE.in-ი საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან გამოჩნდა. კომპანია ორიენტირებულია მომხმარებელს შესთავაზოს გამორჩეული ხარისხისა და არომატის ყავა, ჯანმრთელ ნედლეულზე დამზადებული სენდვიჩები და საკონდიტრო ნაწარმი.
COFFEE.in-ი იყენებს სპეციალურად მისი ბრენდის ქვეშ იტალიაში შექმნილ ყავას. ასევე COFFEE.in არის ფრანგული ბრენდის UNIC-ის ყავის დანადგარების ერთადერთი ოფიციალური მომხმარებელი საქართველოში.
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ