This resolution is not supported!

ტექნოსერვისი უნიქარდის პარტნიორი გახდა

23/09/2015

უნიქარდის ქსელს ახალი პარტნიორი, ტექნოსერვისი შემოუერთდა.

კომპანია ტექნოსერვისი 2004 წლიდან ფუნქციონირებს. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება მობილური ტელეფონების, კომპიუტერული და  საყოფაცხოვრებო ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურებაა. ტექნოსერვისი მომხმარებლებს მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით სთავაზობს. ტექნოსერვისი  წარმოადგენს მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების - SAMSUNG, LG, ARISTON, INDESIT, APPLE, FUJIFILM, EPSON, SONY, VITEK, WHIRPOOL, REDMOND - ავტორიზებულ სერვისცენტრს საქართველოში.

ტექნოსერვისში ყოველ 10 ლარზე 1 ქულა გროვდება.