This resolution is not supported!

ბათუმისა და ქუთაისის მომსახურების ცენტრები დროებით იხურება

16/03/2020

ქვეყანაში და მსოფლიოში კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის და მომხმარებელთა უსაფრთხოების მიზნით, უნიქარდის ქუთაისისა და ბათუმის მომსახურების ცენტრები დროებით, 18-დან 30 მარტის ჩათვლით დაიხურება.

უნიქარდ ბარათის მომხმარებლებს, ვისაც შეკვეთილი აქვთ პრიზები რეგიონში, კუთვნილ შეკვეთას უნდა მიაკითხონ ბათუმის/ქუთაისის მომსახურების ცენტრებში 17 მარტის ჩათვლით. უნიქარდის სატელეფონო ცენტრი უზრუნველყოფს ასეთი მომხმარებლების ინფორმირებას პრიზების გატანის თარიღთან დაკავშირებით. 

ამასთანავე, თუ 31 მარტამდე რეგიონის მომხმარებლები შეუკვეთავენ პრიზებს, კომპანია უზრუნველყოფს პრიზის მომხმარებლის მისამართზე მიტანას. 

უნიქარდი ჯანმრთელობას გისურვებთ.