This resolution is not supported!

Mastercard - პირველი არასაბანკო საგადახდო ბარათი უნიქარდისგან

21/01/2020

2019 წლის გაზაფხულზე უნიქარდმა MasterCard-ის ბარათების ემისიისა და ელექტრონული კომერციის საშუალება მიიღო.

“უნიქარდი” ფინანსური ოპერაციების ბაზარზე იმუშავებს “ფეიუნიქარდის” ქვებრენდის სახელწოდებით.

“ფეიუნიქარდი” პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს შესთავაზებს უნიკალურ, ელექტრონულ საფულესთან და ლოიალობასთან დაკავშირებულ არასაბანკო საგადახდო ბარათებს.

“ფეიუნიქარდის” საგადახდო სერვისები მჭიდროდ იქნება დაკავშირებული უნიქარდის ლოიალობასთან და მომხმარებელთა დაჯილდოების მრავალფეროვან საშუალებებთან, როგორიცაა ფასდაკლებები, ქულები, ქეშბექები და სპეციალური შეთავაზებები პარტნიორებისაგან.