This resolution is not supported!

უნიქარდის პასიური ანგარიშებიდან ქულების ჩამოწერა განხორციელდა

01/08/2018

ძვირფასო უნიქარდ ბარათის მფლობელებო, ჩვენს შორის დადებული „უნივერსალური დაგროვებითი ბარათით „უნიქარდით“ სარგებლობის პირობების“ შესაბამისად, შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენმა“  2018 წლის 31 ივლისს განახორციელა  2010-2017 წლებში დაგროვებული ქულების ჩამოწერა იმ ანგარიშებიდან, რომლებზეც დაგროვება არ განხორციელებულა 2017 წლის 1 ივლისიდან  2018 წლის 31 ივლისამდე.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნული ჩამოწერილი ქულების ანგარიშები წარმოადგენს პასიურ ანგარიშებს, რადგან მათზე არ განხორციელებულა ქულების დაგროვება  ბოლო ტრანზაქციიდან 12 თვის მანძილზე.

გაცნობებთ აგრეთვე, რომ თქვენ შეგიძლიათ გაააქტიუროთ პასიური ანგარიში და აღადგინოთ ჩამოწერილი ქულები.

დამატებითი ინფორმაციისა და ქულების დაბრუნების პირობების გასაცნობად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საინფორმაციო ცენტრის ნომერზე (+995) 2 555 222, ან მოგვმართოთ მომსახურების ცენტრებში ან უნიქარდის ვებგვერდზე (www.unicard.ge) მითითებულ მისამართებზე.