This resolution is not supported!

უნიქარდს „ტერმიტი“ შემოუერთდა

29/05/2018

ქალისა და მამაკაცის აქსესუარების მაღაზია ტერმიტი უნიქარდის პარტნიორი გახდა.

„ტერმიტი“ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ტყავის აქსესუარებს, რომელსაც ამზადებს საკუთარ საწარმოში, თბილისის შუაგულში.

„ტერმიტი“ ქმნის ქალისა და მამაკაცის საფულეებს, ხელჩანთებს, ქამრებს, სამკაულებს როგორც ტყავისა და მეტალისაგან, ასევე სხვა ძვირფასი და არა ძვირფასი მასალებით.

„ტერმიტის“ პროდუქციის ყველა დეტალი საგულდაგულოდ მუშავდება ხელით, სათითაოდ მოწმდება მასალა, რომლითაც უნდა დამზადდეს პროდუქცია. დასრულების შემდეგ ხდება მზა ნივთის სრული რევიზია, რომ არ გაიპაროს წუნი და საუკეთესო ნამუშევრები მოიტანონ მომხმარებლამდე.

როდესაც მაღალი ხარისხი გჭირდებათ, „ტერმიტი“ არ არის მხოლოდ ქართული ალტერნატივა, ბრენდი ქმნის მაღალი ხარისხის პროდუქტს მსოფლიო სტანდარტის გათვალისწინებით.

ყოველ 10 ლარზე უნიქარდის 1 ქულა გროვდება.

მისამართი -  აღმაშენებლის ხეივანი 16 კმ. თბილისი მოლი.