This resolution is not supported!

კოპალა უნიქარდის ქსელში ჩაერთო

24/08/2015

კოპალა უნიქარდის პარტნიორი გახდა.

უნიქარდზე ქულების დაგროვება რიყეზე რესტორან კოპალაში და წყნეთში კოპალას სასტუმროში და გასართობ ცენტრშია შესაძლებელი.

კოპალა წყნეთი ქალაქიდან 15 წუთის სავალზე – წყნეთის ცენტრში მდენარეობს. სასტუმროში განთავსებუალია დასასვენებელი და გასართობი ცენტრი, რომელიც მუდამ მზად არის სტუმრების მისაღებად: საცურაო აუზი, საუნა, სოლარიუმი, საბვშვო სადღესასწაულო ცენტრი, კარაოკე ბოულინგი, ბილიარდი, გასართობი ავტომატები, სპორტ–კაფე მაგიდის ჩოგბურთის, ნარდისა და ჭადრაკის მოყვარულთათვის. კომპლექსი განკუთვნილია, როგორც პატარების ასევე დიდებისათვისაც: კომპლექსში გახსნილია. ზაფხულობით ფუნქციონირებს კაფე ეზო და ბარი ღია ტერასაზე, ხოლო კინომოყვარულებს 16 კაციანი მინი კინოთეატრი მასპინძლობს.

კოპალას რესტორანი რიყეზე ქალაქის ულამაზეს და უძველეს ნაწილში, ძველი თბილისის ცენტრში, ევროპის მოედანზე მდებარეობს, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობეზე: ნარიყალას ნანგრევები, სიონის, მეტეხის და სამების ტაძრები, აბანოთუბანი, მეჩეთი, სინაგოგა, მამა დავითი, ფუნიკულიორი. რესტორანი კოპალა უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძებითა და საუკეთესო ღვინოებით გამოირჩევა.

კოპალაში ყოველ 10 ლარზე ერთი ქულა გროვდება.