ჩაფიძის გულის ცენტრი უნიქარდის ქსელს შეუერთდა
ჩაფიძის გულის ცენტრი უნიქარდის პარტნიორია. აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი პირველი ქართულ-გერმანული ერთობლივი კლინიკაა, რომელიც 1994 წელს დაარსდა და მდიდარი ისტორია აქვს. ცენტრის მთავარ სპეციალიზაცია კარდიოლოგიაა (ინტერვენციული კარდიოლოგიითა და კარდიოქირურგიით), ანგიოლოგია, ელექტრონული ჯანმრთელობის ინოვიაციური მეთოდები და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია/რეაბილიტაცია.
ჩაფიძის გულის ცენტრის მისიაა მოსახლეობისათვის თანამედროვე ევროპული სტანდარტების დონის, საუკეთესო ხარისხის მრავალფეროვანი სამედიცინო დახმარების მიწოდება. ჩაფიძის გულის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის, აშშ-ს, ავსტრიის, რუსეთის, თურქეთის წამყვან კლინიკებთან და კვლევით ცენტრებთან.
უმაღლესი პროფესიონალიზმი, მომსახურების ხარისხის მუდმივი კონტროლი, და აქცენტი პაციენტის უსაფრთხოებაზე - ეს ჩაფიძის გულის ცენტრის სავიზიტო ბარათია. ჩაფიძის კლინიკა პაციენტებს გულთან დაკავშირებულ ნებისმიერ სერვისს სთავაზობს.
უნიქარდის მომხმარებელს 10 ლარზე 0.5 ქულის დაგროვება შეუძლიათ.
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ