This resolution is not supported!

2018 წლის უნიტურები უნიქარდის ონლაინ კატალოგშია

26/02/2018

უნიქარდის ონლაინ კატალოგში 2018 წლის უნიტურები ხელმისაწვდომია! 

საზღვარგარეთის ტურებს ახალი მიმართულებები - ლონდონი, ვენა, ვილნიუსი, ლარნაკა დაემატა, ასევე ხელმისაწვდომია დუბაის, რომის,  მილანის, ბარსელონას, პარიზის, სტამბულის და ბუდაპეშტის  ტურები, სადაც მოგზაურობა   უნიქარდის ქულებით არის შესაძლებელი.

გარდა საზღვარგარეთის ტურებისა,  განახლდა  და ხელმისაწვდომია შიდა ტურებიც სასტუმროებში:  „საირმე“, „ოიშე ბუტიკ ჰოტელი“ ყაზბეგში,   „ერეკლე II“ თელავში, „ვალდ ჰოტელ ლაგოდეხი", „შატო მერე“, „როიალ ბატონი“, „ლე პორტი“ ბათუმში, „კაბადონი“ სიღნაღში,  „მგზავრები“ ბაკურიანში და მწვანე ზებრას ერთდღიანი ტურები სხვადსხვა მიმარულებით.

კატალოგში ასევე განთავსებულია ფრი თრეველის და გოუ ტურის სამოგზაურო ვაუჩერები.  

2012 წლიდან საქართველოს ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ უნიქარდის 3500-მდე მომხმარებელმა დაისვენა უნიქარდის ქულებით. უნიტურებზე 65%-მდე ფასდაკლება მოქმედებს და ამიტომ  მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია უნიქარდის კატალოგში. უნიტურების მიმართულებებიც მუდმივად განახლებადია.

უნიტურით სარგებლობის  პირობები:

უნიტურების ფარგლებში ბარათის მფლობელებისთვის ხელმისაწვდომი იქნება გარკვეული რაოდენობის ფასდაკლებული ტური, რომლის რაოდენობაც ნაჩვენები იქნება „ქაუნთ დაუნის“ პრინციპით და მითითებული იქნება ასევე ფასდაკლების კონკრეტული ვადა.

საზღვარგარეთის ტურები განსაზღვრულია 1 ადამიანზე - ავიაბილეთი ერთ პერსონაზე  და  3* სასტუმრო ორ პერსონაზე. მეორე ადამიანის გამგზავრება შესაძლებელია ავიაბილეთის საფასურის დამატებით. შიდა ტურების შემთხვევაში მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ, 1, 2, 3 და 4 კაციანი ნომრებით, საუზმით, ან სამჯერადი კვებით.

უნიტური წარმოადგენს უნიქარდის სარეკლამო პროდუქტს, შესაბამისად ფასდაკლებული ტურის შეძენის შემთხვევაში  მომხმარებელი ვალდებულია:

1. უნიქარდისთვის მოგზაურობის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი სახით/ფორმით გასაჯაროების უფლების მინიჭებაზე;

2. მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალის უნიქარდისთვის მიწოდებაზე;

3. უნიქარდისთვის მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალის სარეკლამო-მარკეტინგული არხების საშუალებით (ვებგვერდი, ვებ ბანერი, ტელე/რადიო გადაცემები, სარეკლამო კლიპები) გასაჯაროების უფლების მინიჭებაზე;

საზღვარგარეთის ტურის შეკვეთა აუცილებელია გამგზავრებამდე მინიმუმ 2 თვით ადრე;

შიდა ტურის შეკვეთა შესაძლებელია გამგზავრებამდე მინიმუმ 14 დღით ადრე;

ლონდონის ტურის შემთხვევაში, ვიზაზე განაცხადი უნდა გაკეთდეს გამგზავრებამდე 4 თვით ადრე;

ერთ ადამიანზე შეკვეთების რაოდენობა შეზღუდული არ არის; შესაძლებელია სხვა პირ(ებ)ისთვის ტურის შეკვეთა;

საზღვარგარეთის ტურის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ ტურის პირობების საბოლოოდ დადასტურებამდე, ანუ შეკვეთიდან 10 დღის განმავლობაში,  შემდეგ ქულები დაბრუნებას აღარ ექვემდებარება;

შიდა ტურის გაუქმება შესაძლებელია გამგზავრებამდე 7 დღით ადრე, შემდეგ ქულები დაბრუნებას აღარ ექვემდებარება;

მომხმარებლის მიერ ტურის პირობების საბოლოოდ დადასტურების შემდეგ, შეკვეთა გაუქმებას აღარ ექვემდებარება;

გთხოვთ, დეტალური ინფორმაცია იხილოთ უშუალოდ ტურის შეკვეთის გვერდზე.

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ უნიქარდთან ერთად!