This resolution is not supported!

TAC-ი უნიქარდის პარტნიორი გახდა

09/08/2015

უნიქარდის ქსელს ტექსტილის კომპანია TAC-ი შემოუერთდა.  კომპანია TAC-ი მსოფლიო ინდუსტრიის ბაზარზე მოღვაწეობის 40 წლიან გამოცდილებას ფლობს. TAC-ის პროდუქცია მომხმარებლების დიდ მოწონებას იმსახურებს მაღალი ხარისხით და პროდუქციის მრავალფეროვნებით. TAC-ის სახლის ტექსტილის მოდური ტენდენციების ლიდერია, სწრაფად ეხმაურება მოდის ინდუსტრიის თანამედროვე გამოწვევებს, არა მხოლოდ ხარისხით არამედ თანამედროვე დიზაინებით შექმნილი კოლექციებითაც, რომელსაც კომპანია წელიწადში ორჯერ ანახლებს. მომხმარებლების მოთხოვნების მუდმივი გათვალისწინებით იწარმოება სრულყოფილი კოლექციები, რომლებიც აერთიანებს ერთის მხრივ თანამედროვე დიზაინის ტექსტილს, ხოლო მეორეს მხრივ კლასიკური სტილის საუცხოო კოლექციას.

თბილისში მაღაზია TAC-ი შემდეგ მისამართებზეა: ვაჟა-ფშაველას გამზირი №15 და ომარ ხიზანიშვილის №15. უნიქარდის გატარებისას ყოველ 10 ლარზე 1 ქულა გროვდება.