უნიქარდის ქსელს მაღაზია "Gepherrini" შემოუერთდა
ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი "Gepherrini" უნიქარდის პარტნიორია. "Gepherrini" - ს დამფუძნებლების სურვილი იყო შექმნილიყო ისეთი ქართული პროდუქტი, რისი წარმოებაც საქართველოში არ არსებობდა. წარმოების დაწყებიდან 8 თვის შემდეგ გამოუშვეს პირველი პროდუქცია. დღეს უკვე "Gepherrini" - ს ყავს ძალიან ძლიერი გუნდი, რომელსაც ნებისმიერი სირთულის ჩანთის თუ აქსესუარის წარმოება შეუძლია. იმისათვის, რომ პროდუქციის მაღალ ხარისხში დარწმუნებულიყო მომხმარებელი, "Gepherrini" - მა პირველად საქართველოში, დააწესა გაყიდულ პროდუქციაზე ხარისხის გარანტია, ტყავის შემცვლელებზე - 6 თვიანი, ნატურალურ ტყავებზე - 12 თვიანი. საგარანტიო მომსახურეობამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ბრენდის მიმართ გაზარდა ნდობა.
ბრენდის მთავარი მიმართულება არის განსხვავებული ფორმისა და დიზაინის ჩანთის/აქსესუარების წარმოება და დღეისათვის მსოფლიო მასშტაბით 36 გაყიდვის წერტილით არის წარმოდგენილი.
"Gepherrini" - ში დახარჯულ ყოველ 10 ლარზე უნიქარდის მომხმარებლები 1 ქულას დააგროვებენ.
© 2010 - 2025 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ