This resolution is not supported!

უნიქარდის პასიური ანგარიშებიდან ქულები ჩამოიწერება

19/07/2015

გაცნობებთ, რომ უნიქარდის მომხმარებლებსა და კომპანია უნივერსალ ქარდ კორპორეიშენს შორის დადებული „უნივერსალური დაგროვებითი ბარათით „უნიქარდით“ სარგებლობის პირობების“ შესაბამისად, პასიური ანგარიშებიდან ხორციელდება ქულების ჩამოწერა. პასიური ანგარიში არის ანგარიში, რომელზეც დაგროვება (გარდა ქულების ავტომატური დაგროვებისა) ან დახარჯვა არ განხორციელებულა 3 წლის განმავლობაში. ამჟამად, ქულების ჩამოწერა ისეთ პასიურ ანგარიშებზე განხორციელდება, რომლებზეც 2012 წლის 1 ივნისიდან დაგროვება (გარდა ქულების ავტომატური დაგროვებისა) ან დახარჯვა არ განხორციელებულა.

ჩამოწერიდან 1 თვის განმავლობაში, პასიური ანგარიშები არ უქმდება და მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლებელია მათი გააქტიურება და ჩამოწერილი ქულების აღდგენა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ქულების დაბრუნების პირობების გასაცნობად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ  ნომერზე 2555222, ან მოგვმართოთ სერვისცენტრსა და სერვის პუნქტებში.