მოზარდ მაყურებელთა თეატრის სეზონი იხსნება
14 სექტემბერს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი 90-ე საიუბილეო სეზონს გახსნის.
ნოდარ დუმბაძის გარდაცვალების დღეს, დიდ სცენაზე გაიმართება მწერლის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები“, რეჟისორი გიორგი თავაძე. დასაწყისი: 19:00 საათზე.თეატრის ფოიეში წარმოდგენილი იქნება ნოდარ დუმბაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა.
საიუბილეო სეზონის განმავლობაში მოზარდ მაყურებელთა თეატრი მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს - მათ ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით დაყოფილი აბონემენტების შეძენის და წარმოდგენების არჩევის შესაძლებლობა ექნებათ. ცეროდენა ( 2-10 წლამდე), მეგობარი (11-15 წლამდე) და თეატრალი (15 წლიდან) - თითოეული კატეგორიის აბონემენტი მომხმარებელს ოთხი ან ნაკლები სპექტაკლის არჩევის შესაძლებლობას აძლევს.
ისიამოვნეთ ახალი სეზონით და დააგროვეთ უნიქარდის 1 ქულა ყოველ 10 ლარზე.
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ