უნიქარდის პასიური ანგარიშებიდან ქულების ჩამოწერა განხორციელდა
ძვირფასო უნიქარდ ბარათის მფლობელებო, ჩვენს შორის დადებული „უნივერსალური დაგროვებითი ბარათით „უნიქარდით“ სარგებლობის პირობების“ შესაბამისად, შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენმა“ 2017 წლის 31 ივლისს განახორციელა 2010-2016 წლებში დაგროვებული ქულების ჩამოწერა იმ ანგარიშებიდან, რომლებზეც დაგროვება არ განხორციელებულა 2016 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 ივლისამდე.
შეგახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნული ჩამოწერილი ქულების ანგარიშები წარმოადგენს პასიურ ანგარიშებს, რადგან მათზე არ განხორციელებულა ქულების დაგროვება ბოლო ტრანზაქციიდან 12 თვის მანძილზე.
გაცნობებთ, აგრეთვე, რომ თქვენ შეგიძლიათ გაააქტიუროთ პასიური ანგარიში და აღადგინოთ ჩამოწერილი ქულები.
დამატებითი ინფორმაციისა და ქულების დაბრუნების პირობების გასაცნობად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საინფორმაციოცენტრის ნომერზე (+995) 2 555 222, ან მოგვმართოთ მომსახურების ცენტრებში ან უნიქარდის ვებგვერდზე (www.unicard.ge) მითითებულ მისამართებზე.
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ