გა2მაგებული ქულები და ფასდაკლება ამბოლში
ამბოლმა უნიქარდთან ერთად აქცია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლები გა2მგებულ ქულებს დააგროვებენ ნებისმიერ შენაძენზე, ხოლო ავტომობილის ძრავის ზეთებზე 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. აქცია 10 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
ამბოლი 2003 წლიდან დაკავებულია ავტონაწილებისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტის იმპორტითა და რეალიზაციით, როგორც საბითუმოდ, ასევე საცალოდ საკუთარი მაღაზიების ქსელის საშუალებით. პირდაპირი კავშირი და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები ავტონაწილების მწარმოებლებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და იმპორტირებული საქონლის საკუთარ ქსელში რეალიზაცია, განაპირობებს ყველაზე დაბალ ფასებს ამბოლის მაღაზიებში. დიდი არჩევანი, მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი ფასები და პროდუქტისა და მომსახურების მაღალი ხარისხი ის პრიორიტეტებია, რომელთა გაუმჯობესებაზე მუდმივად ზრუნავს კომპანია.
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ