„მოითხოვე ქართულის“ ფარგლებში ივნისის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
24 ივლისს პროექტ “მოითხოვე ქართულის” დაჯილდოების მორიგი, რიგით მესამე ცერემონიალი ჩატარდა.
გამოვლინდნენ ივნისის გამარჯვებულები, რომლებმაც პროექტის ფარგლებში ყველაზე მეტი „ქართული“ დააგროვეს.
გამარჯვებულებს სამახსოვრო სერტიფიკატები პრეზიდენის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა და თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ გადასცეს.
პროექტის პარტნიორმა 40-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ საკუთარი პროდუქციით ყველა გამარჯვებული დაასაჩუქრა.
კონკურსი ყოველთვიურად ჩატარდება და შესაბამისად გამარჯვებულებიც ყოველთვიურად გამოვლიანდებიან.
იმისთვის, რომ გახდეთ პროექტის გამარჯვებული და მოხვდეთ ათეულში, ყოველი თვის ჭრილში უნდა დააგროვოთ ყველაზე მეტი „ქართული“.
ბარათი “მოითხოვე ქართული” საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით შეიქმნა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მოითხოვე ქართული" უნიქარდთან ერთად ახორციელებს.
პროექტი ქართული პროდუქციის პოპულარიაზაციას და გაყიდვების ზრდას ემსახურება.
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ