This resolution is not supported!

ფარმაგიდი უნიქარდის პარტნიორი გახდა

24/07/2017

სააფთიაქო ქსელი ფარმაგიდი უნიქარდის ქსელში ჩაერთო.

ფარმაგიდი 2008 წელს დაარსდა და ამჟამად 9 ფილიალით არის წარმოდგენილი თბილისში.   

ფარმაგიდის სააფთიაქო ქსელი გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით და ყოველთვის უზრუნველყოფს მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქციით.

კომპანია ნერგავს ახალ, ინოვაციურ პროდუქტებს  ბაზარზე.  მისი მიზანია-მოამარაგოს სამედიცინო სფერო მხოლოდ იმ პროდუქტებით, რომლებიც შეესაბამება ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს და აუმჯობესებს მოსახლეობის სიცოცხლის ხარისხს.

სააფთიაქო ქსელში მომხმარებელს სთავაზობენ   მედიკამენტების, ჰიგიენის, კოსმეტიკის, დედათა და ბავშვთა მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტს. პროფესიონალი ფარმაცევტების  დახმარებით მომხმარებელი ღებულობს კვალიფიციურ საკონსულტაციო მომსახურებას.

უნიქარდის მომხმარებლები ფარმაგიდის ქსელში ყოველ 10 ლარზე 0.7 ქულას დააგროვებენ.

 

იხილეთ მისამართები