This resolution is not supported!

ბავშვთა წერილები - უნიქარდმა ბარათის მფლობელებთან ერთად ნათელა ხუდოიანს სურვილი აუსრულა

20/07/2017

13 წლის ნათელა ხუდოიანს სურვილი აუსრულდა!

ნათელა  დედასთან, ძმასთან და 2 დასთან ერთად ვარკეთილში, სამხედრო დასახლებაში ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია.

ნათელას სურვილი იყო, რომ მისი ძმისთვის, რომელიც დიდი ხანია ველოსიპედზე ოცნებობს, სურვილი აგვესრულებინა. უნიქარდმა მომხმარებლებთან ერთად 14 წლის გოჩა ველოსიპედით, ხოლო ნათელა და მისი დები სასკოლო ჩანთებით დაასაჩუქრა.

ბავშვთა წერილები უნიქარდის პროექტია, რომლის ფარგლებშიც ერთგულ მომხმარებლებთან ერთად, უნიქარდმა   სოციალურად დაუცველ ბავშვებს სურვილები აუსრულა - საჩუქრების შესაძენად ბარათის მფლობელების მიერ გადმორიცხული ქულები  უნიქარდმა გააორმაგა და წერილების ავტორები დაასაჩუქრა.

უნიქარდი დიდ მადლობას უხდის ბარათის მფლობელებს ერთგულებისა და ქველმოქმედებისათვის.