საზღვარგარეთის ახალი ტურები უნიქარდის კატალოგში
უნიქარდის ონლაინ კატალოგს 2017 წლის საზღვარგარეთის უნიტურები დაემატა. დუბაიში, ვარშავაში, ბაქოსა და კაბადოკიაში მოგზაურობა უნიქარდის ქულებით, განახლებული პირობებითაა შესაძლებელი.
კატალოგში, ასევე, განთავსდა სასტუმროს ვაუჩერი ფასდაკლებით. ვაუჩერის გამოყენება ბარათის მფლობელებს შეუზღუდავად, ნებისმიერი სასტუმროს შერჩევის შემთხვევაში შეუძლიათ.
უახლოეს დღეებში, კატალოგს დაემატება ერთდღიანი ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
გარდა ახლადდამატებული ტურებისა, უნიქარდის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ იმოგზაურონ სტამბოლში, ან ისარგებლონ შიდა ტურებით სასტუმროებში: „WALD HOTEL LAGODEKHI“, „ერეკლე II”, ლე პორტი“, „კაბადონი“, „შატო მერე“, “ყვარლის ტბა“ „მგზავრები ბაკურიანში“, „მგზავრები გონიოში“.
2012 წლიდან საქართველოს ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ უნიქარდის 3000-ზე მეტმა მომხმარებელმა დაისვენა უნიქარდის ქულებით. მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია უნიქარდის კატალოგში. უნიტურების მიმართულებებიც მუდმივად განახლებადია.
უნიტურით სარგებლობის პირობები:
უნიტურების ფარგლებში ბარათის მფლობელებისთვის ხელმისაწვდომი იქნება გარკვეული რაოდენობის ფასდაკლებული ტური, რომლის რაოდენობაც ნაჩვენები იქნება „ქაუნთ დაუნის“ პრინციპით და მითითებული იქნება ასევე ფასდაკლების კონკრეტული ვადა.
ფასდაკლებული უნიტურების გარდა, კატალოგში განთავსებულია სტანდარტული ღირებულების ტურები, საიდანაც მომხმარებელს საშუალება ექნება შეარჩიოს სასურველი ტურისტული მიმართულება.
საზღვარგარეთის ტურები განსაზღვრულია 1 ადამიანზე - ავიაბილეთი ერთ პერსონაზე და 3* სასტუმრო ორ პერსონაზე. მეორე ადამიანის გამგზავრება შესაძლებელია ავიაბილეთის საფასურის დამატებით. შიდა ტურები განსაზღვრულია 2 პერსონაზე სასტუმროს სტანდარტული ნომრით და საუზმით, ან სამჯერადი კვებით;
უნიტური წარმოადგენს უნიქარდის სარეკლამო პროდუქტს, შესაბამისად ფასდაკლებული ტურის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
1. უნიქარდისთვის მოგზაურობის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი სახით/ფორმით გასაჯაროების უფლების მინიჭებაზე;
2. მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალის უნიქარდისთვის მიწოდებაზე;
3. უნიქარდისთვის მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალის სარეკლამო-მარკეტინგული არხების საშუალებით (ვებგვერდი, ვებ ბანერი, ტელე/რადიო გადაცემები, სარეკლამო კლიპები) გასაჯაროების უფლების მინიჭებაზე;
საზღვარგარეთის ტურის შეკვეთა შესაძლებელია გამგზავრებამდე მინიმუმ 2 თვით ადრე; სტამბოლის ტურის დაჯავშნა შესაძლებელია 40 დღით ადრე; შიდა ტურის შეკვეთა შესაძლებელია გამგზავრებამდე მინიმუმ 14 დღით ადრე;
ერთ ადამიანზე შეკვეთების რაოდენობა შეზღუდული არ არის; შესაძლებელია სხვა პირ(ებ)ისთვის ტურის შეკვეთა;
საზღვარგარეთის ტურის საბოლოოდ დადასტურების ვადაა შეკვეთიდან 10 კალენდარულ დღე, რის შემდეგაც ტური გაუქმებას აღარ ექვემდებარება.
შიდა ტურის გაუქმება შესაძლებელია გამგზავრებამდე 7 დღით ადრე, შემდეგ ქულები დაბრუნებას აღარ ექვემდებარება;
გთხოვთ, დეტალური ინფორმაცია იხილოთ უშუალოდ ტურის შეკვეთის გვერდზე.
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ