This resolution is not supported!

„იყავი პირველი“-ს აქციის ფარგლებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

16/06/2017

5 ივნისს „იყავი პირველი“-ს აქციის ფარგლებში უნიქარდის პარტნიორ კომპანიებში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. გამარჯვებულებს უნიქარდის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - ანა კოშაძე შეხვდა, რომელმაც პირადად დაასაჩუქრა მოსული სტუმრები შემდეგი პრიზებით:

თაჩის 50 ლარიანი ვაუჩერი

ასპრიას 1 თვიანი ვაუჩერი + ბოულინგის 1 საათი

ასპრიას 1 თვიანი ვაუჩერი + 50 ლარიანი სალერის ვაუჩერი

ასპრიას 1 თვიანი ვაუჩერი  + ლანჩი 2 ადამიანზე მოკა & მორში

აპრილის თვის გამარჯვებულები შემდეგი კრიტერიუმით გამოვლინდნენ:
სუპერმარკეტ სომარი 3-ის გამარკჯვებულმა 33 ტრანზაქცია განახორციელა, მაქსი ლენდის გამარჯვებულმა 8 ტრანზაქცია, მოკა ენდ მორის გამარჯვებულმა 9 ტრანზაქცია, ხოლო სალერის გამარჯვებულმა 3 ტრანზაქცია.

გამოვლინდნენ ასევე მაისის თვის გამარჯვებულები:

სუპერმარკეტ სომარი 3-ის გამარკჯვებულმა 34 ტრანზაქცია განახორციელა, მაქსი ლენდის გამარჯვებულმა 10 ტრანზაქცია, მოკა ენდ მორის გამარჯვებულმა 5 ტრანზაქცია, ხოლო სალერის გამარჯვებული გახდა მომხმარებელი, რომელმაც 450 ლარიანი (ყველაზე მაღალი) ტრანზაქცია განახორციელა.

აქცია „იყავი პირველი“ ივნისის ბოლომდე გრძელდება. აქციის პირობა კი მარტივია. იმისათვის, რომ გახდეთ ივნისის თვის გამარჯვებული უნიქარდის 7 პარტნიორ კომპანიაში ყველაზე ხშირად უნდა გაატაროთ უნიქარდი.

აქციაში მონაწილე კომპანიები: სათამაშოების მაღაზია პეპელა; გასართობი ცენტრი Maxi land; სპორტული მაღაზია Saller; დეკორატიული კოსმეტიკის სტენდები Maybelline-Loreal; კაფე Moka & more; სუპერმარკეტი სომარი 3; წიგნები ვაკეში