This resolution is not supported!

უნიქარდი და ორგანიზაცია გენი ქართული მრავალშვილიან ოჯახებს წაახალისებს

17/05/2017

უნიქარდისა და ორგანიზაცია გენი ქართულის ეგიდით ახალი პროექტი - დიდი ოჯახისთვის განხორციელდა.

გენი ქართული წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და მათი მიზანია მრავალშვილიანობის წახალისებითა და მხარდაჭერით ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება.

მრავალშვილიან მშობლებად მოიაზრებიან ადამიანრები, რომლებსაც ჰყავთ სამი და მეტი შვილი.

ერთობლივი პროექტის ფარგლებში მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ახალი ბარათი უნიქარდი დიდი ოჯახისთვის, რომელიც ინარჩუნებს უნიქარდის ბარათის ძირითად ფუნქციას და ასევე საშუალებას აძლევს მის მფლობელებს მიიღონ განსხვავებული, გამორჩეული და მუდამ განანხლებადი შეთავაზებები უნიქარდის სხვადასხვა პარტნიორი კომპანიისგან - გაზრდილი ქულები, საჩუქრები, ფასდაკლებები და ა.შ.

უნიქარდის პარტნიორების ჩამონათვალი, რომლებიც განსაკუთრებულ შეთავაზებებს გაუკეთებენ მრავალშვილაინ მშობლებს მუდამ განახლებადი იქნება. დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ბარათის მფლობელებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ უნიქარდის სხვადასხვა წამახალისებელ კამპანიებში.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში უნიქარდს პირველი შეთავაზება უკვე მზად აქვს.

უნიქარდი სპეციალურად მრავალშვილიანი მშობლებისთვის აცხადებს ვაკანსიას სატელეფონმო ცენტრის სარეზერვო ოპერატორის თანამდებობაზე. დაინტერებულმა პირებმა 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] და "subject"-ში მიუთოთ ვაკანსიის დასახელება სატელეფონო ცენტრის ოპერატორი - მრავალშვილიანი.

კომპანია ელის მრავალშვილიანი მშობლების გამოხმაურებას და მოხარული იქნება თუ  რომელიმე მათგანი მალე გახდება უნიქარდის გუნდის წევრი.

ბარათის „უნიქარდი დიდი ოჯახისთვის“ გაცემა და რეგისტრირება მოხდება უნიქარდის სერვის ცენტრში.

ასევე თუ მრავალშვილიანი მშობელი უკვე არის უნიქარდის ბარათის მომხმარებელი, ძველ ბარათზე არსებული ქულების ახალ ბარათზე გადატანას  შეძლებს უნიქარდის სერვის ცენტრის, ან სატელეფონო ცენტრის დახმარებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით