This resolution is not supported!

ახალი უნიტურები უნიქარდის ონლაინ კატალოგში

18/04/2017

უნიქარდის ონლაინ კატალოგს 2017 წლის უნიტურები დაემატა. რომი, ნიცა, პრაღა, მადრიდი, კვიპროსი, სტამბოლი, ბუდაპეშტი, ხურგადა, შარმ ელ შეიხი ეს ის ქალაქებია, სადაც დასვენება უნიქარდის ქულებით არის შესაძლებელი. გარდა ჩამოთვლილისა, ხელმისაწვდომია შიდა ტურები სასტუმროებში: „ლე პორტი“, „კაბადონი“, „ლოპოტა“, „შატო მერე“, „მგზავრები ბაკურიანში“, „მგზავრები გონიოში“. კატალოგში ასევე განთავსებულია ავიაბილეთის ფასდაკლებული ვაუჩერი. ბარათის მფლობელები შეძლებენ აირჩიონ სასურველი მიმართულებით, სასურველი ავიაკომპანიის ბილეთი და ასევე სურვილის შემთხვევაში დაგროვილ ქულებთან ერთად გადახდა მოახდინონ ნაღდი, ან უნაღდო ანგარიშსწორებით. უნიტურების ღირებულება ვალუტის კურსის ზრდის გამო ქულებში შესაბამისად გაზრდილია.

2012 წლიდან საქართველოს ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ უნიქარდის 3000-ზე მეტმა მომხმარებელმა დაისვენა უნიქარდის ქულებით. მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია უნიქარდის კატალოგში. უნიტურების მიმართულებებიც მუდმივად განახლებადია.

 

უნიტურით სარგებლობის პირობები:

უნიტურების ფარგლებში ბარათის მფლობელებისთვის ხელმისაწვდომი იქნება გარკვეული რაოდენობის ფასდაკლებული ტური, რომლის რაოდენობაც ნაჩვენები იქნება „ქაუნთ დაუნის“ პრინციპით და მითითებული იქნება ასევე ფასდაკლების კონკრეტული ვადა. 

ფასდაკლებული უნიტურების გარდა კატალოგში განთავსებულია სტანდარტული ღირებულების ტურები, საიდანაც მომხმარებელს საშუალება ექნება შეარჩიოს სასურველი ტურისტული მიმართულება.

საზღვარგარეთის ტურები განსაზღვრულია 1 ადამიანზე - ავიაბილეთი ერთ პერსონაზე  და  3* სასტუმრო ორ პერსონაზე. მეორე ადამიანის გამგზავრება შესაძლებელია ავიაბილეთის საფასურის დამატებით. შიდა ტურები განსაზღვრულია 2 პერსონაზე სასტუმროს სტანდარტული ნომრით და საუზმით, ან სამჯერადი კვებით;

უნიტური წარმოადგენს უნიქარდის სარეკლამო პროდუქტს. შესაბამისად ფასდაკლებული ტურის შეძენის შემთხვევაში  მომხმარებელი ვალდებულია:

1. უნიქარდისთვის მოგზაურობის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი სახით/ფორმით გასაჯაროების უფლების მინიჭებაზე;

 

2. მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალის უნიქარდისთვის მიწოდებაზე;

 

3. უნიქარდისთვის მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალის სარეკლამო-მარკეტინგული არხების საშუალებით (ვებგვერდი, ვებ ბანერი, ტელე/რადიო გადაცემები, სარეკლამო კლიპები) გასაჯაროების უფლების მინიჭებაზე;

 

საზღვარგარეთის ტურის შეკვეთა შესაძლებელია გამგზავრებამდე მინიმუმ 2 თვით ადრე; სტამბოლის, ეგვიპტის, დუბაის ტურების დაჯავშნა შესაძლებელია 40 დღით ადრე; შიდა ტურის შეკვეთა შესაძლებელია გამგზავრებამდე მინიმუმ 14 დღით ადრე;

ერთ ადამიანზე შეკვეთების რაოდენობა შეზღუდული არ არის; შესაძლებელია სხვა პირ(ებ)ისთვის ტურის შეკვეთა;

საზღვარგარეთის ტურის გაუქმება შესაძლებელია გამგზავრებამდე 1 თვით ადრე, შემდეგ ქულები დაბრუნებას აღარ ექვემდებარება; შიდა ტურის გაუქმება შესაძლებელია გამგზავრებამდე 7 დღით ადრე, შემდეგ ქულები დაბრუნებას აღარ ექვემდებარება;

მომხმარებლის მიერ ტურის პირობების საბოლოოდ დადასტურების შემდეგ, შეკვეთა გაუქმებას აღარ ექვემდებარება;

გთხოვთ დეტალური ინფორმაცია იხილოთ უშუალოდ ტურის შეკვეთის გვერდზე.