ალტაოქეისა და უნიქარდის ერთობლივი სააღდგომო აქცია
ალტაოქეისა და უნიქარდის ერთობლივი სააღდგომო აქცია 10 აპრილს დაიწყო და ტექნიკის მაღაზიათა ქსელის ყველა ფილიალში 16 აპრილის ჩათვლით იმოქმედებს. აქციის პერიოდში, ბარათის მფლობელები უნიქარდის გაორმაგებულ ქულებს, სააღდგომო ფასდაკლებებს და ბელჰაუსის 300 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ საჩუქრად. ბელჰაუსის ვაუჩერი მომხმარებლებს ალტა ოქეიში მინიმუმ 500 ლარიან შენაძენზე გადაეცემათ და მის გამოყენებას 2017 წლის ბოლომდე ავეჯის მაღაზიათა ქსელში მინიმუმ 5000 ლარიანი შენაძენის შემთხვევაში შეძლებენ.
ალტაოქეიში ტექნიკის შეძენა უნიქარდზე დაგროვებული ქულებითაც შეიძლება. ქულების ტექნიკაში გადაცვლა მარტივად, ადგილზევე ბარათის წარდგენით ხდება და 12 ქულა 1 ლარს უდრის.
ალტაოქეი ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაღაზიათა ქსელია საქართველოში. ქვეყნის მასშტაბით აქვს 19 მაღაზია - თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში. იხილეთ მისამართები
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ