This resolution is not supported!

მობილური აპლიკაცია

30/12/2016

2017 წლის იანვრიდან 20%-ით გაზრდილი ქულების აქცია დასრულდება და ვირტუალური ბარათით ქულების დაგროვება პლასტიკური ბარათის ანალოგიურად მოხდება. უნიქარდის მომხმარებლები მობილური აპლიკაციის ვირტუალური ბარათით 20%-ით მეტ ქულას 1 წლის განმავლობაში აგროვებდნენ. ჯამში ვირტუალური ბარათით 10 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახევარ მილიონზე მეტი ქულა დააგროვა.

2015 წლიდან ვირტუალური ბარათით ქულების დაგროვება და დახარჯვა პირდაპირ მობილური ტელეფონის საშუალებითაა შესაძლებელი. ბარათი მობილურ აპლიკაციაში ავტორიზაციის გავლისთანავე ჩნდება. ვირტუალური ბარათით ქულების დაგროვების გარდა, უნიქარდის აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია:

● ვირტუალური ბარათით ქულების დახარჯვა;

● ფუნქციით „ჩემ გარშემო“ უახლოესი პარტნიორი კომპანიების ობიექტების მოძიება;

● დაგროვებული ქულების შემოწმება და ამონაწერის ნახვა;

● საჩუქრის არჩევა და შეკვეთა ონლაინ კატალოგის მეშვეობით;

● აქციებისა და შეთავაზებების მიღება.

ვირტუალურ ბარათს მიიღებს ისიც, ვინც ჯერ კიდევ არ არის უნიქარდის პლასტიკური ბარათის მფლობელი. ვირტუალური ბარათით სარგებლობა სუპერმარკეტების ქსელ სმარტში, ორ ნაბიჯში, სპარში და სააფთიაქო ქსელ ჯიპისიშია შესაძლებელი.

მობილურ აპლიკაციაში ასევე საინტერესო ფუნქციაა „ჩემ გარშემო“ –  ბარათის მფლობელი ადგილმდებარეობის მიხედვით, მის გარშემო განლაგებულ იმ კომპანიების ობიექტებს ხედავს, სადაც უნიქარდის ბარათი ტარდება. „ჩემ გარშემო“ ფუნქციის საშუალებით  მომხმარებელს უფრო უმარტივდება ისარგებლოს პარტნიორი კომპანიის მიერ შემოთავაზებული სერვისებით და დააგროვოს ქულები პლასტიკური ბარათით 3 500-ზე მეტ წერტილში.

აპლიკაცია უფასოა და მისი ჩამოტვირთვა სმარტფონების მფლობელებისთვის play store-ზე ან app store-ზეა შესაძლებელი.