This resolution is not supported!

უნიქარდის პასიური ანგარიშებიდან ქულების ჩამოწერა განხორციელდა

28/11/2016

გაცნობებთ, რომ უნიქარდის მომხმარებლებსა და კომპანია „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენს“ შორის დადებული „უნივერსალური დაგროვებითი ბარათით „უნიქარდით“ სარგებლობის პირობების“ შესაბამისად, შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ“-მა 2016 წლის 25 ნოემბერს განახორციელა  2010-2015 წლებში დაგროვებული ქულების ჩამოწერა იმ ანგარიშებიდან, რომლებზეც დაგროვება და დახარჯვა არ განხორციელებულა 2015 წლის 1 მაისიდან 2016 წლის 25 ნოემბრამდე.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნული ჩამოწერილი ქულების ანგარიშები წარმოადგენს პასიურ ანგარიშებს, რადგან მათზე არ განხორციელებულა ქულების დაგროვება ან დახარჯვა, ბარათზე განხორციელებული ბოლო ტრანზაქციიდან 18 თვის მანძილზე.

მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლებელია პასიური ანგარიშის გააქტიურება და ჩამოწერილი ქულების აღდგენა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ქულების დაბრუნების პირობების გასაცნობად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ  ნომერზე (+995 32) 2 555 222, ან მოგვმართოთ მომსახურების ცენტრებში. იხილეთ მისამართები http://www.unicard.ge/ge/contact