This resolution is not supported!

თბილისი მოლში უნიქარდის შოპინგ ფესტივალი იწყება

18/11/2016

25-დან 29 ნოემბრის ჩათვლით, თბილისი მოლში ტრადიციულად უნიქარდის შოპინგ ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, ნებისმიერ მაღაზიაში ყოველ შენაძენზე ქულების დაგროვება ყველა მსურველისთვის იქნება შესაძლებელი. 25 ნოემბერს კი Black Friday-ს ფარგლებში, სტუმრებს უნიქარდის ქულებთან ერთად 50%-მდე ფასდაკლება ელით თბილისი მოლის უმეტეს მაღაზიებში.

ქულების დაგროვების პროცესი მარტივია – მოლის ნებისმიერ მაღაზიაში განხორციელებულ შენაძენზე მიღებული ქვითრით მომხმარებელს შეუძლია მივიდეს მოლის ტერიტორიაზე განთავსებულ უნიდესკთან და უნიქარდის აგენტები შენაძენის შესაბამის ქულებს დაარიცხავენ. ყოველ 10 ლარზე 1 ქულა გროვდება და დღეში მაქსიმუმ 50 ქულის დაგროვებაა შესაძლებელი. მნიშვნელობა არა აქვს ფესტივალის მონაწილეს აქვს თუ არა ბარათი, სურვილისამებრ, მოლში ახალი ბარათის მიღების შემდეგ,  მას მაინც დაერიცხება ქულები უნიქარდზე.

უნიქარდის ფესტივალის ფარგლებში დარიცხული ქულები გააქტიურდება  მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ბარათზე დამატებით დააგროვებს 10 ქულას პარტნიორ კომპანიებში. ქულების გასააქტიურებლად აუცილებელია ბარათის მფლობელი რეგისტრირებული იყოს უნიქარდის სისტემაში. რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდის (www.unicard.ge), მობილური აპლიკაციის ან სატელეფო ცენტრის (+995 32) 2 555 222 საშუალებით. ფესტივალზე დაგროვებული ქულების გააქტიურების ვადაა 2016 წლის 31 დეკემბერი.

უნიქარდი მომხმარებლებს ქულების დაგროვების სახალისო და პოზიტიურ პროცესს სთავაზობს. უნიქარდის შოპინგ ფესტივალში მონაწილეობა - შოპინგი და დაგროვება ყველას შეუძლია!

დეტალური პირობები