პეპელა 10 წლის გახდა
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი პეპელა 10 წლის გახდა. იუბილესთან დაკავშირებით, პეპელა მომხარებლებს ნებისმიერ შენაძენზე გაორმაგებულ ქულებს უნიქარდზე და 15% ფასდაკლებას სთავაზობს. აქცია 13 ნოემბრის ჩათვლით ყველა მაღაზიაში მოქმედებს.
პეპელა 2006 წელს დაარსდა და პირველი მაღაზია აბაშიძის ქუჩაზე, მრგვალ ბაღთან გახსნა. ამჟამად ქსელში 8 მაღაზიაა, 7 თბილისში და 1 ბათუმში. პეპელა სათამაშოების სექტორში ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული კომპანიაა, მომხმარებელს სათამაშოების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს, რომელიც ყველა ასაკის ბავშვზეა გათვლილი.
პეპელაში წარმოდგენილი ყველა ბრენდი უმაღლესი ხარისხისაა და ევროკავშირის სტანდარტებს აკმყოფილებს, მათ შორის EN71-ს, რაც სათამაშოების ხარისხის ყველაზე მკაცრ შემოწმებას გულისხმობს. კომპანია სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია: Clementoni, Polosie, Dream Makers, 4M, Bruder, Papo და ა.შ.
აქციის პერიოდში, პეპელაში დახარჯულ ყოველ 10 ლარზე 2 ქულა გროვდება. მაღაზიების მისამართები
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ