This resolution is not supported!

„ბავშვთა წერილები“ - უნიქარდმა მომხმარებლებთან ერთად 9 წლის ნათიას სურვილი აუსრულა

20/10/2016

„ბავშვთა წერილები“ - პირველი წერილის ავტორის, ნათია ბუწურაძის სურვილი ასრულდა! უნიქარდმა მომხმარებლებთან ერთად 9 წლის ნათია ლეპტოპით დაასაჩუქრა.

„ბავშვთა წერილები“ უნიქარდის ახალი პროექტია, რომლის ფარგლებშიც უნიქარდი ერთგულ მომხმარებელთან ერთად სოციალურად დაუცველ პატარებს სურვილებს უსრულებს.

პირველი წერილი 9 წლის ნათია ბუწურაძეს ეკუთვნოდა, რომელიც კომპიუტერზე ოცნებობდა  (იხილეთ წერილი). ნათიას საჩუქრის შესაძენად ბარათის მფლობელების მიერ ჩარიცხული ქულები უნიქარდმა გააორმაგა და ნათია დაასაჩუქრა.