This resolution is not supported!

MediCall-ი უნიქარდის პარტნიორი გახდა

20/10/2016

MediCall-ი უნიქარდის პარტნიორი გახდა. MediCall-ი მომხმარებლებს ახალ და მოსახერხებელ სერვისებს სთავაზობს. MediCall-ის სატელეფონო ცენტრის 2 500 500 საშუალებით პაციენტს შეუძლია ჩაეწეროს ექიმითან ვიზიტზე. დღეისათვის, MediCall-ის ბაზაში გაერთიანებულია ყველა ძირთადი წამყვანი კლინიკა და სპეციალისტი. პროგრამა აქტიურად ინერგება კლინიკებში და მისი უპირატეოსბებია:

- პროექტი ხორციელდება დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესებს;

- სერვისით სარგებლობა უფასოა;

- სერვისით სარგებლობა არ არის შემოფარგლული გეოგრაფიული ადგილმდებარეობით. კომპანიის მონაცემთა ბაზაში არსებულ ექიმებთან ჩაწერა შესაძლებელია როგორც საქართველოში, ასევე, უცხოეთში მყოფი მომხმარებლებისათვის.

- კომპანიის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში მომხამრებელი თავიდან აირიდებს ექიმის შერჩევასთან და მასთან ვიზიტზე ჩაწერასთან დაკავშირებულ პრობლემებს;

- MediCall–ის მიერ დანიშნული ვიზიტის დრო გამოირჩევა მაღალი პრიორიტეტულობით: მომხმარებელს არ უწევს რიგში დგომა და ექიმის ლოდინი.

- მომხმარებელს შეუძლია მიიღოს მაქსიმალურად სრული ინფორმაცია სამედიცინო სფეროს შესახებ;

- კომპანია ახორციელებს მომსახურების დონის მუდმივ მონიტორინგს, რომელიც ხორციელდება როგორც საკუთარ, ასევე კლინიკის ბაზაზე.

MediCall-ის პროექტის ფარგლებში პაციენტს ყოველ განხორციელებულ ვიზიტზე საჩუქრად 5 ქულა დაერიცხება უნიქარდზე. ქულების დასაგროვებლად, MediCall-ის სატელეფონო ცენტრის საშუალებით ექიმთან ჩაწერის დროს ოპერატორი ჩაინიშნავს უნიქარდის ნომერს. ბარათის მფლობელს ქულები დაერიცხება, მას შემდეგ რაც ექიმთან ვიზიტს განახორციელებს.